სურა 19 მარიამი, აიათი 16 – 22

  1. وَاذْكُرْ فِي الْكِتَابِ مَرْيَمَ إِذِ انْتَبَذَتْ مِنْ أَهْلِهَا مَكَانًا شَرْقِيًّا

    და მოიხსენიე წიგნში მარიამი. როცა განერიდა იგი თავის ოჯახს აღმოსავლეთისკენ,

    19:16
  2. فَاتَّخَذَتْ مِنْ دُونِهِمْ حِجَابًا فَأَرْسَلْنَا إِلَيْهَا رُوحَنَا فَتَمَثَّلَ لَهَا بَشَرًا سَوِيًّا

    შემდეგ დაიდგინა მათგან გამყოფი ფარდა. მაშინ ჩვენ წარვგზავნეთ მასთან ჩვენი სული, რომელიც მის წინაშე სრულყოფილი კაცის იერით წარსდგა.

    19:17
  3. قَالَتْ إِنِّي أَعُوذُ بِالرَّحْمَٰنِ مِنْكَ إِنْ كُنْتَ تَقِيًّا

    უთხრა: „უეჭველად, მე მივეკედლები მოწყალეს შენგან, თუკი ღვთისმოშიში ხარ შენ“.

    19:18
  4. قَالَ إِنَّمَا أَنَا رَسُولُ رَبِّكِ لِأَهَبَ لَكِ غُلَامًا زَكِيًّا

    მიუგო: „მე მხოლოდ შუამავალი ვარ შენი ღმერთისგან, რომ გაჩუქო შვილი სპეტაკი“.

    19:19
  5. قَالَتْ أَنَّىٰ يَكُونُ لِي غُلَامٌ وَلَمْ يَمْسَسْنِي بَشَرٌ وَلَمْ أَكُ بَغِيًّا

    უთხრა: „როგორ მეყოლება ძე, როცა მე კაცი არ შემხებია და არ ვყოფილვარ მე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი?“

    19:20
  6. قَالَ كَذَٰلِكِ قَالَ رَبُّكِ هُوَ عَلَيَّ هَيِّنٌ ۖ وَلِنَجْعَلَهُ آيَةً لِلنَّاسِ وَرَحْمَةً مِنَّا ۚ وَكَانَ أَمْرًا مَقْضِيًّا

    მიუგო: სწორედ ასე ბრძანა შენმა ღმერთმა: „ეს ჩემთვის იოლია, რომ დავადგინოთ იგი სასწაულად ხალხთათვის და წყალობად ჩვენგან. ეს საქმე გადაწყვეტილია!“

    19:21
  7. فَحَمَلَتْهُ فَانْتَبَذَتْ بِهِ مَكَانًا قَصِيًّا

    ამგვარად დაფეხმძიმდა იგი მასზე, შემდეგ შორისკენ გაემართა ნაყოფთან ერთად.

    19:22

თარგმანი: რეზო მიქელაძე