სურა 18 ქეჰფი

  1. الَّذِينَ كَانَتْ أَعْيُنُهُمْ فِي غِطَاءٍ عَنْ ذِكْرِي وَكَانُوا لَا يَسْتَطِيعُونَ سَمْعًا

    რომელთა თვალები ჩემი გახსენებისგან ფარდაჩამოფარებული იყო. და არც მოსმენა შეეძლოთ მათ!

    18:101
  2. أَفَحَسِبَ الَّذِينَ كَفَرُوا أَنْ يَتَّخِذُوا عِبَادِي مِنْ دُونِي أَوْلِيَاءَ ۚ إِنَّا أَعْتَدْنَا جَهَنَّمَ لِلْكَافِرِينَ نُزُلًا

    ნუთუ ფიქრობენ, რომელთაც უარყვეს, რომ დაიდგენენ ჩემს მსახურთ ჩემს მაგივრად მფარველებად? უეჭველად, ჩვენ გავამზადეთ ჯოჯოხეთი ურწმუნოთათვის განსასვენებლად!

    18:102
  3. قُلْ هَلْ نُنَبِّئُكُمْ بِالْأَخْسَرِينَ أَعْمَالًا

    უთხარი: „ხომ არ გამცნოთ ვინ არის ყველაზე ხელმოცარული საქმის მხრივ?“

    18:103
  4. الَّذِينَ ضَلَّ سَعْيُهُمْ فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا وَهُمْ يَحْسَبُونَ أَنَّهُمْ يُحْسِنُونَ صُنْعًا

    რომელნიც თავიანთი საქმეებით გადასცდნენ ჭეშმარიტ გზას ამქვეყნიურ ცხოვრებაში, და თვლიან, რომ კეთილ საქმეს სჩადიან.

    18:104
  5. أُولَٰئِكَ الَّذِينَ كَفَرُوا بِآيَاتِ رَبِّهِمْ وَلِقَائِهِ فَحَبِطَتْ أَعْمَالُهُمْ فَلَا نُقِيمُ لَهُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ وَزْنًا

    სწორედ ეგენი არიან, რომელთაც უარყვეს თავიანთი ღმერთის აიათები და შეხვედრა მასთან. მაშ, ფუჭად იქმნება მათი საქმენი. უეჭველად, მათთვის აღდგომის დღეს სასწორს არ გავშლით!

    18:105
  6. ذَٰلِكَ جَزَاؤُهُمْ جَهَنَّمُ بِمَا كَفَرُوا وَاتَّخَذُوا آيَاتِي وَرُسُلِي هُزُوًا

    აი ასე, მათი საზღაური ჯოჯოხეთია იმისთვის, რომ უარყვეს და დასცინოდნენ ჩემს აიათებს და ჩემს შუამავალთ!

    18:106
  7. إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ كَانَتْ لَهُمْ جَنَّاتُ الْفِرْدَوْسِ نُزُلًا

    უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა ფირდევსის სამოთხე სამკვიდროდ!

    18:107
  8. خَالِدِينَ فِيهَا لَا يَبْغُونَ عَنْهَا حِوَلًا

    იქ დარჩებიან მარად, არ ისურვებენ მისგან განცალკევებას!

    18:108
  9. قُلْ لَوْ كَانَ الْبَحْرُ مِدَادًا لِكَلِمَاتِ رَبِّي لَنَفِدَ الْبَحْرُ قَبْلَ أَنْ تَنْفَدَ كَلِمَاتُ رَبِّي وَلَوْ جِئْنَا بِمِثْلِهِ مَدَدًا

    უთხარი: „რომ გარდაიქცეს ზღვები მელნად ჩემი უფლის სიტყვებისთვის, უთუოდ, დაიშრიტებოდა ზღვები, ვიდრე ჩემი უფლის სიტყვები გათავდება, რომც დავუმატოთ ამდენივე წასაშველებლად!“

    18:109
  10. قُلْ إِنَّمَا أَنَا بَشَرٌ مِثْلُكُمْ يُوحَىٰ إِلَيَّ أَنَّمَا إِلَٰهُكُمْ إِلَٰهٌ وَاحِدٌ ۖ فَمَنْ كَانَ يَرْجُو لِقَاءَ رَبِّهِ فَلْيَعْمَلْ عَمَلًا صَالِحًا وَلَا يُشْرِكْ بِعِبَادَةِ رَبِّهِ أَحَدًا

    უთხარი: „მე მხოლოდ ადამიანი ვარ თქვენსავით. მე ზეშთამეგონა, რომ ღმერთი თქვენი ერთადერთი ღმერთია. მაშ, ვინც სასოებს თავის უფალთან შეხვედრას, მაშინ მართალი საქმე აკეთოს და ნუ დაუდგენს ზიარად თაყვანისცემაში თავის ღმერთს ნურავის!“

    18:110

თარგმანი: რეზო მიქელაძე