სურა 15 ჰიჯრი

  1. فَلَمَّا جَاءَ آلَ لُوطٍ الْمُرْسَلُونَ

    მაშინ, როცა წარმოგზავნილები მივიდნენ ლუტის ოჯახთან,

    15:61
  2. قَالَ إِنَّكُمْ قَوْمٌ مُنْكَرُونَ

    უთხრა მან: „უეჭველად, თქვენ უცნობი ხალხი ხართ.“

    15:62
  3. قَالُوا بَلْ جِئْنَاكَ بِمَا كَانُوا فِيهِ يَمْتَرُونَ

    მიუგეს: „დიახაც ჩვენ მოგიტანეთ შენ იგი, რაშიც მათ ეჭვი ეპარებოდათ.

    15:63
  4. وَأَتَيْنَاكَ بِالْحَقِّ وَإِنَّا لَصَادِقُونَ

    და ჩვენ მოგიტანეთ შენ ჭეშმარიტება, და, უეჭველად, ჩვენ სიმართლის მთქმელნი ვართ.

    15:64
  5. فَأَسْرِ بِأَهْلِكَ بِقِطْعٍ مِنَ اللَّيْلِ وَاتَّبِعْ أَدْبَارَهُمْ وَلَا يَلْتَفِتْ مِنْكُمْ أَحَدٌ وَامْضُوا حَيْثُ تُؤْمَرُونَ

    დაუგვიანებლად გზას დააყენე ოჯახი შენი ღამეში და უკან გაჰყევი შენც. და არ მოიხედოთ უკან თქვენგან არც ერთმა. და წადით იქით, საითაც ნაბრძანები გაქვთ!“

    15:65
  6. وَقَضَيْنَا إِلَيْهِ ذَٰلِكَ الْأَمْرَ أَنَّ دَابِرَ هَٰؤُلَاءِ مَقْطُوعٌ مُصْبِحِينَ

    და ჩვენ ვაცნობეთ მას აი ეს ბრძანება. უეჭველად, გათენებამდე მაგათი ფესვი ამოძირკვული იქნება!

    15:66
  7. وَجَاءَ أَهْلُ الْمَدِينَةِ يَسْتَبْشِرُونَ

    და მოვიდნენ ქალაქის მკვიდრნი გახარებულნი.

    15:67
  8. قَالَ إِنَّ هَٰؤُلَاءِ ضَيْفِي فَلَا تَفْضَحُونِ

    უთხრა: „უეჭველად, ესენი ჩემი სტუმრები არიან და ნუ შემარცხვენთ!

    15:68
  9. وَاتَّقُوا اللَّهَ وَلَا تُخْزُونِ

    გეშინოდეთ ალლაჰისა და ნუ დამამცირებთ მე!“

    15:69
  10. قَالُوا أَوَلَمْ نَنْهَكَ عَنِ الْعَالَمِينَ

    მიუგეს: „განა, არ აგიკრძალეთ შენ სხვის საქმეში ჩარევა?“

    15:70
  11. قَالَ هَٰؤُلَاءِ بَنَاتِي إِنْ كُنْتُمْ فَاعِلِينَ

    უთხრა: „აი ესენი, ჩემი ქალიშვილები, თუკი გამკეთებელნი ხართ“.

    15:71
  12. لَعَمْرُكَ إِنَّهُمْ لَفِي سَكْرَتِهِمْ يَعْمَهُونَ

    შენს სიცოცხლეს ვფიცავ, უეჭველად, ისინი სიმთვრალეში დაძრწოდნენ!

    15:72
  13. فَأَخَذَتْهُمُ الصَّيْحَةُ مُشْرِقِينَ

    ამგვარად, მზის ამოსვლისას საშინელმა ხმამ შეიპყრო ეგენი.

    15:73
  14. فَجَعَلْنَا عَالِيَهَا سَافِلَهَا وَأَمْطَرْنَا عَلَيْهِمْ حِجَارَةً مِنْ سِجِّيلٍ

    ამგვარად, ამოვატრიალეთ ქალაქი თავდაყირა და მათზე გამომწვარი თიხის ქვები გავაწვიმეთ.

    15:74
  15. إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِلْمُتَوَسِّمِينَ

    უეჭველად, ამაში სასწაულებია იმათთვის, ვისაც დანახვა და შესმენა შეუძლია!

    15:75
  16. وَإِنَّهَا لَبِسَبِيلٍ مُقِيمٍ

    და უეჭველად, იგი გზაგასაყარზეა.

    15:76
  17. إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لِلْمُؤْمِنِينَ

    უეჭველად, ამაში სასწაულია მორწმუნეთათვის!

    15:77
  18. وَإِنْ كَانَ أَصْحَابُ الْأَيْكَةِ لَظَالِمِينَ

    ეიქეს მკვიდრნიც, დიახაც, უსამართლონი იყვნენ.

    15:78
  19. فَانْتَقَمْنَا مِنْهُمْ وَإِنَّهُمَا لَبِإِمَامٍ مُبِينٍ

    ამიტომაც ვაწიეთ მათ დამსახურებული სასჯელი. და უეჭველად, ორივე აშკარა გზამკვლევარია!

    15:79
  20. وَلَقَدْ كَذَّبَ أَصْحَابُ الْحِجْرِ الْمُرْسَلِينَ

    ვფიცავ, რომ ჰიჯრის მკვიდრთაც ცრუდ შერაცხეს შუამავალნი!

    15:80

თარგმანი: რეზო მიქელაძე