სურა 12 იუსუფი

  1. رَبِّ قَدْ آتَيْتَنِي مِنَ الْمُلْكِ وَعَلَّمْتَنِي مِنْ تَأْوِيلِ الْأَحَادِيثِ ۚ فَاطِرَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ أَنْتَ وَلِيِّي فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ ۖ تَوَفَّنِي مُسْلِمًا وَأَلْحِقْنِي بِالصَّالِحِينَ

    „ღმერთო ჩემო! შენ მე მიბოძე ძალაუფლება და მასწავლე სიზმრების ახსნა. ცათა და დედამიწის გამჩენო, შენ ხარ ჩემი მფარველი წუთისოფელში და საიქიოში. მიმიბარე შენ მუსლიმად და დამამკვიდრე კეთილისმქმნელთა შორის!“

    12:101
  2. ذَٰلِكَ مِنْ أَنْبَاءِ الْغَيْبِ نُوحِيهِ إِلَيْكَ ۖ وَمَا كُنْتَ لَدَيْهِمْ إِذْ أَجْمَعُوا أَمْرَهُمْ وَهُمْ يَمْكُرُونَ

    აი ეს უხილავი ამბავთაგანია, რომელიც ზეშთაგაგონეთ შენ. შენ არ ყოფილხარ მათ ერთად, როცა ჩუმად შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს თავიანთი საქმენი და მზაკვრობდნენ ეგენი.

    12:102
  3. وَمَا أَكْثَرُ النَّاسِ وَلَوْ حَرَصْتَ بِمُؤْمِنِينَ

    ძალიანაც რომ გსურდეს შენ, ადამიანთა უმრავლესობა მაინც არ ირწმუნებენ.

    12:103
  4. وَمَا تَسْأَلُهُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ ۚ إِنْ هُوَ إِلَّا ذِكْرٌ لِلْعَالَمِينَ

    და შენ არ ითხოვ იმისთვის მათგან საზღაურს. ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.

    12:104
  5. وَكَأَيِّنْ مِنْ آيَةٍ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ يَمُرُّونَ عَلَيْهَا وَهُمْ عَنْهَا مُعْرِضُونَ

    და რამდენი სასწაულია ცათა და ქვეყანაზე, ისინი კი უყურადღებოდ ჩაუვლიან და მისგან პირს იბრუნებენ?

    12:105
  6. وَمَا يُؤْمِنُ أَكْثَرُهُمْ بِاللَّهِ إِلَّا وَهُمْ مُشْرِكُونَ

    მათგან უმეტესი ისე არ ირწმუნებენ ალლაჰს, თუ არ დაუდგენენ თანაზიართ.

    12:106
  7. أَفَأَمِنُوا أَنْ تَأْتِيَهُمْ غَاشِيَةٌ مِنْ عَذَابِ اللَّهِ أَوْ تَأْتِيَهُمُ السَّاعَةُ بَغْتَةً وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ

    განა უსაფრთხოდ გრძნობენ თავს იმისგან, რომ დაატყდებათ ალლაჰის ყველაფრის მომცველი რისხვა ან უეცრად დადგება ჟამი აღსასრულისა, და ისინი არ უწყიან ამას?

    12:107
  8. قُلْ هَٰذِهِ سَبِيلِي أَدْعُو إِلَى اللَّهِ ۚ عَلَىٰ بَصِيرَةٍ أَنَا وَمَنِ اتَّبَعَنِي ۖ وَسُبْحَانَ اللَّهِ وَمَا أَنَا مِنَ الْمُشْرِكِينَ

    უთხარი: „ეს არის ჩემი მისია. მოვიპატიჟებ ალლაჰისკენ ცხადი მტკიცებულებით მეც და ჩემზე მომყოლებიც. დიდება ალლაჰს! და მე არა ვარ წარმართთაგანი.

    12:108
  9. وَمَا أَرْسَلْنَا مِنْ قَبْلِكَ إِلَّا رِجَالًا نُوحِي إِلَيْهِمْ مِنْ أَهْلِ الْقُرَىٰ ۗ أَفَلَمْ يَسِيرُوا فِي الْأَرْضِ فَيَنْظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ ۗ وَلَدَارُ الْآخِرَةِ خَيْرٌ لِلَّذِينَ اتَّقَوْا ۗ أَفَلَا تَعْقِلُونَ

    და ჩვენ არ წარგვიგზავნია შენამდეც, თუ არა კაცნი სოფელთა მკვიდრთაგან, რომელთაც ზეშთავაგონებდით? განა, არ უმოგზაურიათ ქვეყანაზე? დროა დაინახონ! როგორი იყო აღსასრული იმათი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ, და უთუოდ სამყოფელი იმქვეყნიური უფრო უკეთესია მათთვის, რომელნიც იყვნენ ღვთისმოშიშნი. იმედია, გონს მოეგებით!

    12:109
  10. حَتَّىٰ إِذَا اسْتَيْأَسَ الرُّسُلُ وَظَنُّوا أَنَّهُمْ قَدْ كُذِبُوا جَاءَهُمْ نَصْرُنَا فَنُجِّيَ مَنْ نَشَاءُ ۖ وَلَا يُرَدُّ بَأْسُنَا عَنِ الْقَوْمِ الْمُجْرِمِينَ

    მაშინ, როცა შუამავალთ იმედი გადაეწურებოდათ და კიდეც ეგონათ, რომ მათ ნამდვილად ცრუდ შერაცხავდნენ, მათთან შეწევნა მიდიოდა ჩვენი. ასე გადარჩნენ ისინი, ვინებეთ რომელნიც. მაგრამ ცოდვილი ხალხის მიმართ ჩვენი სასჯელი შეუქცევადია!

    12:110
  11. لَقَدْ كَانَ فِي قَصَصِهِمْ عِبْرَةٌ لِأُولِي الْأَلْبَابِ ۗ مَا كَانَ حَدِيثًا يُفْتَرَىٰ وَلَٰكِنْ تَصْدِيقَ الَّذِي بَيْنَ يَدَيْهِ وَتَفْصِيلَ كُلِّ شَيْءٍ وَهُدًى وَرَحْمَةً لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ

    ვფიცავ, ბრძენკაცთ, ჭკუასაკითხთათვის დარიგებაა მათ ამბავში. და არ არის შეთხზული სიტყვა; რამეთუ დასტურია იგი მის წინათ არსებულისა, და განმარტება ყოველივესი, ერთადერთ ჭეშმარიტ გზად და წყალობად მორწმუნე ხალხთათვის!

    12:111

თარგმანი: რეზო მიქელაძე