მუსხაფი, გვერდი 92

  1. اللَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۚ لَيَجْمَعَنَّكُمْ إِلَىٰ يَوْمِ الْقِيَامَةِ لَا رَيْبَ فِيهِ ۗ وَمَنْ أَصْدَقُ مِنَ اللَّهِ حَدِيثًا

    არ არსებობს ღვთაება, გარეშე მისი - ალლაჰისა! უეჭველად, ის შეგკრებთ თქვენ აღდგომის დღეს, ეჭვი არ არის მასში! და ვისი სიტყვაა ალლაჰის სიტყვაზე უფრო მართალი?!

    4:87
  2. فَمَا لَكُمْ فِي الْمُنَافِقِينَ فِئَتَيْنِ وَاللَّهُ أَرْكَسَهُمْ بِمَا كَسَبُوا ۚ أَتُرِيدُونَ أَنْ تَهْدُوا مَنْ أَضَلَّ اللَّهُ ۖ وَمَنْ يُضْلِلِ اللَّهُ فَلَنْ تَجِدَ لَهُ سَبِيلًا

    და რა გემართებათ, თვალთმაქცთა მიმართ ორ ჯგუფად რომ გაიყეთ თქვენ? ალლაჰმა უკან შეატრიალა ეგენი იმისათვის, რაც მოიგეს. ნუთუ ის გსურთ თქვენ, რომ ჭეშმარიტ გზას დაადგინოთ ისინი, ვისაც გზა აუბნია ალლაჰმა? და ვისაც გზა აუბნია ალლაჰმა, იმას გზა ვერ მოუნახო შენ!

    4:88
  3. وَدُّوا لَوْ تَكْفُرُونَ كَمَا كَفَرُوا فَتَكُونُونَ سَوَاءً ۖ فَلَا تَتَّخِذُوا مِنْهُمْ أَوْلِيَاءَ حَتَّىٰ يُهَاجِرُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ ۚ فَإِنْ تَوَلَّوْا فَخُذُوهُمْ وَاقْتُلُوهُمْ حَيْثُ وَجَدْتُمُوهُمْ ۖ وَلَا تَتَّخِذُوا مِنْهُمْ وَلِيًّا وَلَا نَصِيرًا

    მათ სურდათ, რომ თქვენ ურწმუნოები გამხდარიყავით, ისეთივე, როგორიც თავად არიან, რომ ერთნაირები ყოფილიყავით. არ დაიამხანაგოთ მათგან არავინ, სანამ არ გადასახლდებიან ალლაჰის გზაზე; და თუ უკან დაბრუნდებიან, დაიჭირეთ და მოკალით, სადაც წააწყდებით. და არ აიყვანოთ მათგან არც მეგობრად და არც დამხმარედ,

    4:89
  4. إِلَّا الَّذِينَ يَصِلُونَ إِلَىٰ قَوْمٍ بَيْنَكُمْ وَبَيْنَهُمْ مِيثَاقٌ أَوْ جَاءُوكُمْ حَصِرَتْ صُدُورُهُمْ أَنْ يُقَاتِلُوكُمْ أَوْ يُقَاتِلُوا قَوْمَهُمْ ۚ وَلَوْ شَاءَ اللَّهُ لَسَلَّطَهُمْ عَلَيْكُمْ فَلَقَاتَلُوكُمْ ۚ فَإِنِ اعْتَزَلُوكُمْ فَلَمْ يُقَاتِلُوكُمْ وَأَلْقَوْا إِلَيْكُمُ السَّلَمَ فَمَا جَعَلَ اللَّهُ لَكُمْ عَلَيْهِمْ سَبِيلًا

    გარდა მათი, ვინც იმ ხალხს ეკუთვნის, რომელთანაც შეთანხმება გაქვთ დადებული თქვენ; ანდა ვინც მოსულა თქვენთან და გული არ აძლევს გეომოს თქვენ, ან საკუთარ ხალხს ეომოს; და თუ ინებებდა ალლაჰი, ძალას მისცემდა თქვენზე და მაშინ ომს დაგიწყებდნენ ისინი. ხოლო თუ გაგეცალონ და არ გეომონ და მშვიდობა შემოგთავაზონ, მაშინ მათ წინააღმდეგ ალლაჰი გზას არ გაგიმართავთ თქვენ!

    4:90
  5. سَتَجِدُونَ آخَرِينَ يُرِيدُونَ أَنْ يَأْمَنُوكُمْ وَيَأْمَنُوا قَوْمَهُمْ كُلَّ مَا رُدُّوا إِلَى الْفِتْنَةِ أُرْكِسُوا فِيهَا ۚ فَإِنْ لَمْ يَعْتَزِلُوكُمْ وَيُلْقُوا إِلَيْكُمُ السَّلَمَ وَيَكُفُّوا أَيْدِيَهُمْ فَخُذُوهُمْ وَاقْتُلُوهُمْ حَيْثُ ثَقِفْتُمُوهُمْ ۚ وَأُولَٰئِكُمْ جَعَلْنَا لَكُمْ عَلَيْهِمْ سُلْطَانًا مُبِينًا

    და ნახავთ სხვებს, რომელთაც უნდათ ერთგულნი იყვნენ თქვენი და ერთგულნი იყვნენ თავიანთი ხალხისაც, მათ ყოველთვის, როცა ცდუნებისკენ უბიძგებენ, ჩაეფლობიან მასში. და თუ არ გაგეცალონ და მშვიდობა არ შემოგთავაზონ და ხელები არ გააჩერონ, მაშინ, დაიჭირეთ და მოჰკალით, სადაც წააწყდებით. ამათზე სრული უფლება მოგვიცია თქვენთვის!

    4:91

თარგმანი: რეზო მიქელაძე