მუსხაფი, გვერდი 82
-
وَالْمُحْصَنَاتُ مِنَ النِّسَاءِ إِلَّا مَا مَلَكَتْ أَيْمَانُكُمْ ۖ كِتَابَ اللَّهِ عَلَيْكُمْ ۚ وَأُحِلَّ لَكُمْ مَا وَرَاءَ ذَٰلِكُمْ أَنْ تَبْتَغُوا بِأَمْوَالِكُمْ مُحْصِنِينَ غَيْرَ مُسَافِحِينَ ۚ فَمَا اسْتَمْتَعْتُمْ بِهِ مِنْهُنَّ فَآتُوهُنَّ أُجُورَهُنَّ فَرِيضَةً ۚ وَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ فِيمَا تَرَاضَيْتُمْ بِهِ مِنْ بَعْدِ الْفَرِيضَةِ ۚ إِنَّ اللَّهَ كَانَ عَلِيمًا حَكِيمًا
და გათხოვილი ქალები, გარდა ვინც თქვენმა ხელმა მოიპოვა. თანახმად ალლაჰის დადგენილისა თქვენდა, ნებადართულია სხვა ყველა, და ამის გარდა, ნებადართულია თქვენთვის ცოლად შეირთოთ სისპეტაკის დაცვით თქვენი ქონებით და არა გარყვნილებისთვის. ხოლო იმისათვის, რა სარგებელიც მიიღეთ მათგან, მიეცით საზღაური (ურვადი) დადგენილისამებრ. და ცოდვად არ გექმნეთ, თუკი მორიგდებით დადგენილის შემდეგ. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია.
4:24 -
وَمَنْ لَمْ يَسْتَطِعْ مِنْكُمْ طَوْلًا أَنْ يَنْكِحَ الْمُحْصَنَاتِ الْمُؤْمِنَاتِ فَمِنْ مَا مَلَكَتْ أَيْمَانُكُمْ مِنْ فَتَيَاتِكُمُ الْمُؤْمِنَاتِ ۚ وَاللَّهُ أَعْلَمُ بِإِيمَانِكُمْ ۚ بَعْضُكُمْ مِنْ بَعْضٍ ۚ فَانْكِحُوهُنَّ بِإِذْنِ أَهْلِهِنَّ وَآتُوهُنَّ أُجُورَهُنَّ بِالْمَعْرُوفِ مُحْصَنَاتٍ غَيْرَ مُسَافِحَاتٍ وَلَا مُتَّخِذَاتِ أَخْدَانٍ ۚ فَإِذَا أُحْصِنَّ فَإِنْ أَتَيْنَ بِفَاحِشَةٍ فَعَلَيْهِنَّ نِصْفُ مَا عَلَى الْمُحْصَنَاتِ مِنَ الْعَذَابِ ۚ ذَٰلِكَ لِمَنْ خَشِيَ الْعَنَتَ مِنْكُمْ ۚ وَأَنْ تَصْبِرُوا خَيْرٌ لَكُمْ ۗ وَاللَّهُ غَفُورٌ رَحِيمٌ
და თუ რომელიმე თქვენგანს ძალა არ შესწევს იმისათვის, რომ შეირთოს თავისუფალი, მორწმუნე ქალები, შეირთოს წესიერი, მორწმუნე, ახალგაზრდა მხევალნი. და ალლაჰი უკეთ უწყის, რაოდენ მორწმუნენი ხართ. თქვენ ხომ ისედაც ერთმანეთის თანასწორნი ხართ. მაშ, შეირთეთ ისინი მეურვეების თანხმობით და გადაუხადეთ ურვადნი წესისამებრ. იყვნენ პატიოსანი და არა მრუშნი, არცა გახდნენ ვისიმე საყვარელი. თუ თქვენზე გათხოვების შემდეგ იქმნენ მრუშობას, სასჯელი მათი იმის ნახევარია, რაც თავისუფალი ქალებისა. ეს ნებადართულია თქვენგან იმათთვის, ვისაც შიში აქვს მრუშობის ჩადენისა. და თუ იქნებით მომთმენნი, თქვენთვისვეა უკეთესი. უეჭველად, ალლაჰი მოწყალეა, მწყალობელია!
4:25 -
يُرِيدُ اللَّهُ لِيُبَيِّنَ لَكُمْ وَيَهْدِيَكُمْ سُنَنَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِكُمْ وَيَتُوبَ عَلَيْكُمْ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ
ალლაჰს ნებავს ცხადყოს (ნებადართული და აკრძალული) თქვენთვის და დაგადგინოს თქვენ იმათ გზაზე, რომელნიც თქვენს უწინარეს იყო. და მოგიტევოთ. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
4:26
თარგმანი: რეზო მიქელაძე