მუსხაფი, გვერდი 66

  1. إِذْ هَمَّتْ طَائِفَتَانِ مِنْكُمْ أَنْ تَفْشَلَا وَاللَّهُ وَلِيُّهُمَا ۗ وَعَلَى اللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ الْمُؤْمِنُونَ

    აკი, თქვენგან ორი ლაშქარი გაემართა. თუმცა ალლაჰი იყო მათი შემწე, მაინც დააპირა უკან დაეხია. დაე, ალლაჰს სასოებდნენ მორწმუნენი!

    3:122
  2. وَلَقَدْ نَصَرَكُمُ اللَّهُ بِبَدْرٍ وَأَنْتُمْ أَذِلَّةٌ ۖ فَاتَّقُوا اللَّهَ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ

    უკვე შეგეწიათ ალლაჰი ბედირთან, როცა სუსტნი იყავით თქვენ. მაშ, სათნოებდეთ ალლაჰს, ეგებ მადლიერნი იყოთ!

    3:123
  3. إِذْ تَقُولُ لِلْمُؤْمِنِينَ أَلَنْ يَكْفِيَكُمْ أَنْ يُمِدَّكُمْ رَبُّكُمْ بِثَلَاثَةِ آلَافٍ مِنَ الْمَلَائِكَةِ مُنْزَلِينَ

    მაშინ შენ (ო, შუამავალო)! მორწმუნეებს შემდეგნაირად ეუბნებოდი: „ნუთუ არ კმარა თქვენთვის შეწევნა ალლაჰისა ზეციდან მოვლინებული სამი ათასი ანგელოზით?!“

    3:124
  4. بَلَىٰ ۚ إِنْ تَصْبِرُوا وَتَتَّقُوا وَيَأْتُوكُمْ مِنْ فَوْرِهِمْ هَٰذَا يُمْدِدْكُمْ رَبُّكُمْ بِخَمْسَةِ آلَافٍ مِنَ الْمَلَائِكَةِ مُسَوِّمِينَ

    დიახ! თუ მომთმენი და ღვთისმოშიშნი იქნებით, და თუ მოულოდნელად თავს დაგესხმიან ისინი(მტრები), შეგეწევათ უფალი თქვენი ხუთი ათასი ანგელოზით ნიშანდასმულით.

    3:125
  5. وَمَا جَعَلَهُ اللَّهُ إِلَّا بُشْرَىٰ لَكُمْ وَلِتَطْمَئِنَّ قُلُوبُكُمْ بِهِ ۗ وَمَا النَّصْرُ إِلَّا مِنْ عِنْدِ اللَّهِ الْعَزِيزِ الْحَكِيمِ

    და მხოლოდ იმიტომ გახარათ ალლაჰმა თქვენ (ეს შეწევნა), გულები რომ დაგემშვიდებინათ (გეჯერებინათ).და არ არს შეწევნა, გარეშე ალლაჰისა, ძლევამოსილისა, ბრძენისა.

    3:126
  6. لِيَقْطَعَ طَرَفًا مِنَ الَّذِينَ كَفَرُوا أَوْ يَكْبِتَهُمْ فَيَنْقَلِبُوا خَائِبِينَ

    (და ეს შეწევნა მოევლინა) რათა გაანადგუროს (მოკვეთოს) ნაწილი იმათი, ვინც არ ირწმუნეს ან გააცამტვეროს და უკან გააბრუნოს იმედგაცრუებულნი.

    3:127
  7. لَيْسَ لَكَ مِنَ الْأَمْرِ شَيْءٌ أَوْ يَتُوبَ عَلَيْهِمْ أَوْ يُعَذِّبَهُمْ فَإِنَّهُمْ ظَالِمُونَ

    შენ ამ საქმესთან ხელი არ მიგიწვდება, (ალლაჰი) ან შეიწყალებს მათ ან დასჯის. უეჭველად, უსამართლონი არიან ისინი.

    3:128
  8. وَلِلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۚ يَغْفِرُ لِمَنْ يَشَاءُ وَيُعَذِّبُ مَنْ يَشَاءُ ۚ وَاللَّهُ غَفُورٌ رَحِيمٌ

    ალლაჰისაა რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. აპატიებს, ინებებს ვისაც, და დასჯის, ინებებს ვისაც. ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია!

    3:129
  9. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَأْكُلُوا الرِّبَا أَضْعَافًا مُضَاعَفَةً ۖ وَاتَّقُوا اللَّهَ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ აიღებთ პროცენტს, (მითუმეტეს) ორმაგი სარგებლით, მაშ, სათნოებდეთ ალლაჰს, ეგებ გადარჩენილნი იქმნეთ თქვენ!

    3:130
  10. وَاتَّقُوا النَّارَ الَّتِي أُعِدَّتْ لِلْكَافِرِينَ

    გეშინოდეთ ცეცხლისა, რომელიც ურწმუნოთათვის იქნა გამზადებული!

    3:131
  11. وَأَطِيعُوا اللَّهَ وَالرَّسُولَ لَعَلَّكُمْ تُرْحَمُونَ

    და მორჩილ იყავით ალლაჰისა და შუამავალის, ეგებ შეწყალებული იქმნეთ თქვენ!

    3:132

თარგმანი: რეზო მიქელაძე