მუსხაფი, გვერდი 561

  1. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا تُوبُوا إِلَى اللَّهِ تَوْبَةً نَصُوحًا عَسَىٰ رَبُّكُمْ أَنْ يُكَفِّرَ عَنْكُمْ سَيِّئَاتِكُمْ وَيُدْخِلَكُمْ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ يَوْمَ لَا يُخْزِي اللَّهُ النَّبِيَّ وَالَّذِينَ آمَنُوا مَعَهُ ۖ نُورُهُمْ يَسْعَىٰ بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَبِأَيْمَانِهِمْ يَقُولُونَ رَبَّنَا أَتْمِمْ لَنَا نُورَنَا وَاغْفِرْ لَنَا ۖ إِنَّكَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შესთხოვეთ ალლაჰს მიტევება გულწრფელი მიტევებით. დაე, თქვენმა უფალმა დაფაროს თქვენი ცოდვები და შეგიყვანოთ სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება; იმ დღეს არ დაამწუხრებს ალლაჰი შუამავალს და იმათ, რომელთაც ირწმუნეს მასთან ერთად, მათი სინათლენი უსწრებს მათ წინიდან და მარჯვნიდან, იტყვიან: „ღმერთო ჩვენო! სრულჰქმენ სინათლე ჩვენი და შეგვინდე ჩვენ, რამეთუ შენა ხარ ყოვლისშემძლე!

    66:8
  2. يَا أَيُّهَا النَّبِيُّ جَاهِدِ الْكُفَّارَ وَالْمُنَافِقِينَ وَاغْلُظْ عَلَيْهِمْ ۚ وَمَأْوَاهُمْ جَهَنَّمُ ۖ وَبِئْسَ الْمَصِيرُ

    ჰეი, შუამავალო! შეებრძოლე ურწმუნოებს და პირმოთნეებს, იყავი მკაცრი მათ მიმართ. თავშესაფარი მათი ჯოჯოხეთია. და (იგი) რა საზარელი განსასვენებელია!

    66:9
  3. ضَرَبَ اللَّهُ مَثَلًا لِلَّذِينَ كَفَرُوا امْرَأَتَ نُوحٍ وَامْرَأَتَ لُوطٍ ۖ كَانَتَا تَحْتَ عَبْدَيْنِ مِنْ عِبَادِنَا صَالِحَيْنِ فَخَانَتَاهُمَا فَلَمْ يُغْنِيَا عَنْهُمَا مِنَ اللَّهِ شَيْئًا وَقِيلَ ادْخُلَا النَّارَ مَعَ الدَّاخِلِينَ

    მოუყვანა ალლაჰმა მაგალითად იმათ, რომელთაც უარყვეს, ცოლი ნუჰისა და ცოლი ლუტისა. ორივე ქალი ჩვენს ორ გულწრფელ მსახურთაგანზე იყო შეუღლებული, მაგრამ მაინც უღალატეს. ამიტომაც ვერ შეეწია ვერაფერი მათ ალლაჰის წინაშე და ებრძანა: შედით ცეცხლში, შემსვლელებთან ერთად!

    66:10
  4. وَضَرَبَ اللَّهُ مَثَلًا لِلَّذِينَ آمَنُوا امْرَأَتَ فِرْعَوْنَ إِذْ قَالَتْ رَبِّ ابْنِ لِي عِنْدَكَ بَيْتًا فِي الْجَنَّةِ وَنَجِّنِي مِنْ فِرْعَوْنَ وَعَمَلِهِ وَنَجِّنِي مِنَ الْقَوْمِ الظَّالِمِينَ

    მოუყვანა ალლაჰმა მაგალითად იმათ, რომელთაც ირწმუნეს, ცოლი ფარაონისა. აკი, შეევედრა: ღმერთო ჩემო, აღმიშენე შენ წიაღ ერთი სახლი სამოთხეში და მიხსენი ფარაონისგან და მისი საქმისგან და დამიფარე უსამართლო ხალხისგან!

    66:11
  5. وَمَرْيَمَ ابْنَتَ عِمْرَانَ الَّتِي أَحْصَنَتْ فَرْجَهَا فَنَفَخْنَا فِيهِ مِنْ رُوحِنَا وَصَدَّقَتْ بِكَلِمَاتِ رَبِّهَا وَكُتُبِهِ وَكَانَتْ مِنَ الْقَانِتِينَ

    და მარიამი, იმრანის ასული, რომელმაც შეინახა პატიოსნება, მაშინ ჩვენ ჩავბერეთ მასში ჩვენი სულისგან, მან დაამოწმა თავისი ღმერთის სიტყვები და წიგნები მისი და შეიქმნა მორჩილთაგანი.

    66:12

თარგმანი: რეზო მიქელაძე