მუსხაფი, გვერდი 494

  1. وَإِنَّهُ لَعِلْمٌ لِلسَّاعَةِ فَلَا تَمْتَرُنَّ بِهَا وَاتَّبِعُونِ ۚ هَٰذَا صِرَاطٌ مُسْتَقِيمٌ

    და უეჭველად, იგი ერთგვარი ცოდნაა იმ საათისთვის. მაშ, ეჭვი არ გაგიჩნდეთ მის მიმართ. და მომყევით მე! ესაა ჭეშმარიტი გზა.

    43:61
  2. وَلَا يَصُدَّنَّكُمُ الشَّيْطَانُ ۖ إِنَّهُ لَكُمْ عَدُوٌّ مُبِينٌ

    დაე, არ გაცდუნოთ ეშმაკმა, რამეთუ იგი აშკარა მტერია თქვენი.

    43:62
  3. وَلَمَّا جَاءَ عِيسَىٰ بِالْبَيِّنَاتِ قَالَ قَدْ جِئْتُكُمْ بِالْحِكْمَةِ وَلِأُبَيِّنَ لَكُمْ بَعْضَ الَّذِي تَخْتَلِفُونَ فِيهِ ۖ فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَطِيعُونِ

    და როცა მოვიდა ღისა ცხადი მტკიცებულებებით, თქვა: მოვედი თქვენთან სიბრძნით, რომ განვმარტო თქვენთვის ზოგი რამ, რომლის თაობაზეც დაობდით. მაშ, იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავი და გამომყევით მე!

    43:63
  4. إِنَّ اللَّهَ هُوَ رَبِّي وَرَبُّكُمْ فَاعْبُدُوهُ ۚ هَٰذَا صِرَاطٌ مُسْتَقِيمٌ

    უეჭველად, ალლაჰი იგი ჩემი ღმერთიცაა და თქვენი ღმერთიც. მაშ, თაყვანი ეცით მას. სწორედ, რომ ესაა გზა ჭეშმარიტი!“

    43:64
  5. فَاخْتَلَفَ الْأَحْزَابُ مِنْ بَيْنِهِمْ ۖ فَوَيْلٌ لِلَّذِينَ ظَلَمُوا مِنْ عَذَابِ يَوْمٍ أَلِيمٍ

    ამის შემდეგ ჯგუფები ერთმანეთში უთანხმოებას მიეცნენ. ვაი მათ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, მწარე სასჯელით აღსავსე დღეს!

    43:65
  6. هَلْ يَنْظُرُونَ إِلَّا السَّاعَةَ أَنْ تَأْتِيَهُمْ بَغْتَةً وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ

    ნუთუ ისინი მხოლოდ ელოდებიან ჟამს, რომელიც უეცრად ეწევათ და ვერ იგრძნობენ?

    43:66
  7. الْأَخِلَّاءُ يَوْمَئِذٍ بَعْضُهُمْ لِبَعْضٍ عَدُوٌّ إِلَّا الْمُتَّقِينَ

    გულწრფელი მეგობრები იმ დღეს ერთიმეორის მტრებად მოიქცევიან, გარდა ღვთისმოშიშებისა.

    43:67
  8. يَا عِبَادِ لَا خَوْفٌ عَلَيْكُمُ الْيَوْمَ وَلَا أَنْتُمْ تَحْزَنُونَ

    ჰეი, მსახურნო ჩემნო! შიში არ გექნეთ დღეს და არცა დამწუხრდეთ თქვენ,

    43:68
  9. الَّذِينَ آمَنُوا بِآيَاتِنَا وَكَانُوا مُسْلِمِينَ

    რომელთაც ირწმუნეთ ჩვენი აიათები და იყავით მუსლიმები!

    43:69
  10. ادْخُلُوا الْجَنَّةَ أَنْتُمْ وَأَزْوَاجُكُمْ تُحْبَرُونَ

    შედით სამოთხეში თქვენ და მეუღლენი თქვენი, (სადაც) ნეტარ იქნებით!

    43:70
  11. يُطَافُ عَلَيْهِمْ بِصِحَافٍ مِنْ ذَهَبٍ وَأَكْوَابٍ ۖ وَفِيهَا مَا تَشْتَهِيهِ الْأَنْفُسُ وَتَلَذُّ الْأَعْيُنُ ۖ وَأَنْتُمْ فِيهَا خَالِدُونَ

    და გარს ეხვევა მათ სინები და თასები ოქროსი და იქაა, რასაც ისურვებენ სულნი და რითიც დატკბებიან თვალნი. და თქვენ იქ სამუდამოდ დამკვიდრდებით.

    43:71
  12. وَتِلْكَ الْجَنَّةُ الَّتِي أُورِثْتُمُوهَا بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ

    აი სამოთხე, რომელიც დაიმკივდრეთ იმის სანაცვლოდ, რასაც აკეთებდით.

    43:72
  13. لَكُمْ فِيهَا فَاكِهَةٌ كَثِيرَةٌ مِنْهَا تَأْكُلُونَ

    თქვენთვისაა მასში საჭმელად მრავალი ხილი.

    43:73

თარგმანი: რეზო მიქელაძე