მუსხაფი, გვერდი 432

  1. قَالَ الَّذِينَ اسْتَكْبَرُوا لِلَّذِينَ اسْتُضْعِفُوا أَنَحْنُ صَدَدْنَاكُمْ عَنِ الْهُدَىٰ بَعْدَ إِذْ جَاءَكُمْ ۖ بَلْ كُنْتُمْ مُجْرِمِينَ

    და უთხრეს მათ, რომელნიც განდიდებულნი იყვნენ, სუსტებს: „განა ჩვენ შეგიშალეთ ხელი ჭეშმარიტიბის გზაზე მას მერე, რაც ის გებოძათ? არა, თავად იყავით ცოდვილნი!“

    34:32
  2. وَقَالَ الَّذِينَ اسْتُضْعِفُوا لِلَّذِينَ اسْتَكْبَرُوا بَلْ مَكْرُ اللَّيْلِ وَالنَّهَارِ إِذْ تَأْمُرُونَنَا أَنْ نَكْفُرَ بِاللَّهِ وَنَجْعَلَ لَهُ أَنْدَادًا ۚ وَأَسَرُّوا النَّدَامَةَ لَمَّا رَأَوُا الْعَذَابَ وَجَعَلْنَا الْأَغْلَالَ فِي أَعْنَاقِ الَّذِينَ كَفَرُوا ۚ هَلْ يُجْزَوْنَ إِلَّا مَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    რომელნიც სუსტები იყვნენ, ეტყვიან დიდებულებს: „არა, თქვენი საქმე დღედაღამ მზაკვრობაა. აკი, გვიბრძანეთ, რომ არ გვერწმუნა ალლაჰი და დაგვედგინა მისთვის თანაზიარნი“! და როცა დაინახავენ სასჯელს, გულში ჩაირაზავენ მონანიებას. და დავადებთ კისრებზე ბორკილებს, რომელთაც უარყვეს. განა მიეზღვებათ, გარდა რასაც თავად სჩადიოდნენ?

    34:33
  3. وَمَا أَرْسَلْنَا فِي قَرْيَةٍ مِنْ نَذِيرٍ إِلَّا قَالَ مُتْرَفُوهَا إِنَّا بِمَا أُرْسِلْتُمْ بِهِ كَافِرُونَ

    და არ წარგვიგზავნია დასახლებაში შემგონებელთაგან, რომ არ ეთქვათ იქ ფუფუნებაში განებივრებულებთ: „უეჭველად, ჩვენ უარმყოფელნი ვართ იმისა, რითიც წარმოიგზავნეთ!“

    34:34
  4. وَقَالُوا نَحْنُ أَكْثَرُ أَمْوَالًا وَأَوْلَادًا وَمَا نَحْنُ بِمُعَذَّبِينَ

    და ამბობდნენ: „ჩვენ მეტი ქონება და შვილები გვყავს და ტანჯვა არ მოგვადგება!“

    34:35
  5. قُلْ إِنَّ رَبِّي يَبْسُطُ الرِّزْقَ لِمَنْ يَشَاءُ وَيَقْدِرُ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ

    უთხარი: უეჭველად, ჩემი ღმერთი უმრავლებს ან უზღუდავს საზრდოს იმას, ინებებს ვისაც, მაგრამ არ უწყიან ხალხის უმეტესობამ!“

    34:36
  6. وَمَا أَمْوَالُكُمْ وَلَا أَوْلَادُكُمْ بِالَّتِي تُقَرِّبُكُمْ عِنْدَنَا زُلْفَىٰ إِلَّا مَنْ آمَنَ وَعَمِلَ صَالِحًا فَأُولَٰئِكَ لَهُمْ جَزَاءُ الضِّعْفِ بِمَا عَمِلُوا وَهُمْ فِي الْغُرُفَاتِ آمِنُونَ

    ვერც თქვენი სიმდიდრე და ვერც თქვენი შვილები ვერ დაგაახლოვებენ ჩვენთან, მხოლოდ ვინც ირწმუნა და ჰქმნა სიკეთე. სწორედ მათთვისაა საზღაური ორმაგი, რასაც აკეთებდნენ. და ეგენი იქნებიან სამოთხეში უსაფრთხოდ!

    34:37
  7. وَالَّذِينَ يَسْعَوْنَ فِي آيَاتِنَا مُعَاجِزِينَ أُولَٰئِكَ فِي الْعَذَابِ مُحْضَرُونَ

    ხოლო ისინი, რომელნიც თავგამოდებით ცდილობენ ჩვენი აიათების გაბათილებას, სატანჯველში მოსროლილი აღმოჩნდებიან!

    34:38
  8. قُلْ إِنَّ رَبِّي يَبْسُطُ الرِّزْقَ لِمَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ وَيَقْدِرُ لَهُ ۚ وَمَا أَنْفَقْتُمْ مِنْ شَيْءٍ فَهُوَ يُخْلِفُهُ ۖ وَهُوَ خَيْرُ الرَّازِقِينَ

    უთხარი: უეჭველად, ჩემი ღმერთი უზრდის ან უზღუდავს სარჩოს თავის მსახურთაგან იმას, ინებებს ვისაც. და რასაც დახარჯავთ, იგი მის ადგილს შეავსობს. და იგია საუკეთესო სარჩოს მომმადლებელი!“

    34:39

თარგმანი: რეზო მიქელაძე