მუსხაფი, გვერდი 366

  1. وَالَّذِينَ لَا يَدْعُونَ مَعَ اللَّهِ إِلَٰهًا آخَرَ وَلَا يَقْتُلُونَ النَّفْسَ الَّتِي حَرَّمَ اللَّهُ إِلَّا بِالْحَقِّ وَلَا يَزْنُونَ ۚ وَمَنْ يَفْعَلْ ذَٰلِكَ يَلْقَ أَثَامًا

    ისინი არ მოუწოდებენ სხვა ღვთაებებს, გარდა ალლაჰისა, და არ კლავენ სულს, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, გარდა სამართლის აღდგენისა. და არ მრუშობენ. ვინც იქმს ამას, სასჯელს გადაეყრება!

    25:68
  2. يُضَاعَفْ لَهُ الْعَذَابُ يَوْمَ الْقِيَامَةِ وَيَخْلُدْ فِيهِ مُهَانًا

    მისი სასჯელი აღდგომის დღეს გაორმაგდება და დარჩება მარად დამცირებული!

    25:69
  3. إِلَّا مَنْ تَابَ وَآمَنَ وَعَمِلَ عَمَلًا صَالِحًا فَأُولَٰئِكَ يُبَدِّلُ اللَّهُ سَيِّئَاتِهِمْ حَسَنَاتٍ ۗ وَكَانَ اللَّهُ غَفُورًا رَحِيمًا

    ეს არ ეხება მათ, ვინც მოინანია, ირწმუნა და სამართლიანად მოიქცევა. მათ ავ საქმეებს ალლაჰი კეთილით შეცვლის, რამეთუ ალლაჰი შემწყნარებელია, მიმტევებელია!

    25:70
  4. وَمَنْ تَابَ وَعَمِلَ صَالِحًا فَإِنَّهُ يَتُوبُ إِلَى اللَّهِ مَتَابًا

    ვინც ინანიებს და კეთილს იქმს, ის, უეჭველად, მიბრუნდება ალლაჰთან შენდობილი!

    25:71
  5. وَالَّذِينَ لَا يَشْهَدُونَ الزُّورَ وَإِذَا مَرُّوا بِاللَّغْوِ مَرُّوا كِرَامًا

    ისინი არ მოწმეობენ სიცრუეს და როცა ავსიტყვაობას შეესწრებიან, ღირსეულად უვლიან გვერდს!

    25:72
  6. وَالَّذِينَ إِذَا ذُكِّرُوا بِآيَاتِ رَبِّهِمْ لَمْ يَخِرُّوا عَلَيْهَا صُمًّا وَعُمْيَانًا

    ხოლო როცა მათ შეაგონებენ მათი უფლის აიათებით, არ რჩებიან ყრუნი და ბრმანი!

    25:73
  7. وَالَّذِينَ يَقُولُونَ رَبَّنَا هَبْ لَنَا مِنْ أَزْوَاجِنَا وَذُرِّيَّاتِنَا قُرَّةَ أَعْيُنٍ وَاجْعَلْنَا لِلْمُتَّقِينَ إِمَامًا

    რომელნიც ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! გვიბოძე ჩვენ სიხარული ჩვენი ცოლ-შვილის სახით და დაგვადგინე ჩვენ ღვთისმოშიშთათვის წინამძღვრად!

    25:74
  8. أُولَٰئِكَ يُجْزَوْنَ الْغُرْفَةَ بِمَا صَبَرُوا وَيُلَقَّوْنَ فِيهَا تَحِيَّةً وَسَلَامًا

    სწორედ ისინი დაჯილდოვდებიან უმაღლესი ადგილით, რამეთუ იყვნენ მომთმენნი, და დახვდებიან იქ სალმითა და მშვიდობით!

    25:75
  9. خَالِدِينَ فِيهَا ۚ حَسُنَتْ مُسْتَقَرًّا وَمُقَامًا

    იქ დამკვიდრდებიან სამუდამოდ. რა მშვენიერია ეს ადგილსამყოფელი!

    25:76
  10. قُلْ مَا يَعْبَأُ بِكُمْ رَبِّي لَوْلَا دُعَاؤُكُمْ ۖ فَقَدْ كَذَّبْتُمْ فَسَوْفَ يَكُونُ لِزَامًا

    უთხარი: „თუ არ იქნება თქვენი ვედრებანი, რატომ მოგანიჭებთ ღირსებას ღმერთი ჩემი, როცა ის ცრუდ შერაცხეთ? უეჭველად, მალე ის (სასჯელი) გარდაუვალი შეიქნება!“

    25:77

თარგმანი: რეზო მიქელაძე