მუსხაფი, გვერდი 321
-
قَالَ كَذَٰلِكَ أَتَتْكَ آيَاتُنَا فَنَسِيتَهَا ۖ وَكَذَٰلِكَ الْيَوْمَ تُنْسَىٰ
უპასუხებს: „აი, ასე! შენთან მოვიდა ჩვენი აიათები, მაგრამ შენ ისინი დაივიწყე. ამიტომაც დღეს თავად იქნები დავიწყებული!“
20:126 -
وَكَذَٰلِكَ نَجْزِي مَنْ أَسْرَفَ وَلَمْ يُؤْمِنْ بِآيَاتِ رَبِّهِ ۚ وَلَعَذَابُ الْآخِرَةِ أَشَدُّ وَأَبْقَىٰ
და აი ასე მივუზღავთ, ვინც ზღვარს გავიდა და არ ირწმუნა თავისი ღმერთის აიათები. ხოლო იმქვეყნიური სასჯელი უფრო მძიმეა და მუდმივია!
20:127 -
أَفَلَمْ يَهْدِ لَهُمْ كَمْ أَهْلَكْنَا قَبْلَهُمْ مِنَ الْقُرُونِ يَمْشُونَ فِي مَسَاكِنِهِمْ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِأُولِي النُّهَىٰ
ნუთუ ჯერ არ დამდგარან სწორ გზაზე, მიუხედავად იმისა, მაგათ უწინ რამდენი თაობა გავანადგურეთ, რომელთა საცხოვრებლებზეც დადიან? უეჭველად, ამაში სასწაულებია გონიერთათვის!
20:128 -
وَلَوْلَا كَلِمَةٌ سَبَقَتْ مِنْ رَبِّكَ لَكَانَ لِزَامًا وَأَجَلٌ مُسَمًّى
და რომ არ ყოფილიყო სიტყვა შენი ღმერთისა მანამდე და განსაზღვრული დრო, უთუოდ გარდაუვალი იქნებოდა!
20:129 -
فَاصْبِرْ عَلَىٰ مَا يَقُولُونَ وَسَبِّحْ بِحَمْدِ رَبِّكَ قَبْلَ طُلُوعِ الشَّمْسِ وَقَبْلَ غُرُوبِهَا ۖ وَمِنْ آنَاءِ اللَّيْلِ فَسَبِّحْ وَأَطْرَافَ النَّهَارِ لَعَلَّكَ تَرْضَىٰ
მაშ, მოითმინე რასაც ისინი ამბობენ და ქებით განადიდე შენი ღმერთი მზის ამოსვლამდე და მის ჩასვლამდე, და ღამის საათებში ადიდე იგი. ასევე დღის განმავლობაში, ეგების შენ კმაყოფილებას ეწიო!
20:130 -
وَلَا تَمُدَّنَّ عَيْنَيْكَ إِلَىٰ مَا مَتَّعْنَا بِهِ أَزْوَاجًا مِنْهُمْ زَهْرَةَ الْحَيَاةِ الدُّنْيَا لِنَفْتِنَهُمْ فِيهِ ۚ وَرِزْقُ رَبِّكَ خَيْرٌ وَأَبْقَىٰ
თვალი არ გაგექცეს იმისკენ, რითაც ჩვენ ვასარგებლეთ ზოგი იმათგანი მიწიერი ცხოვრების შემკულობანით, რათა ამით გამოგვეცადა ისინი. ხოლო სარჩო შენი ღმერთისა უფრო უკეთესია და მარადიულია!
20:131 -
وَأْمُرْ أَهْلَكَ بِالصَّلَاةِ وَاصْطَبِرْ عَلَيْهَا ۖ لَا نَسْأَلُكَ رِزْقًا ۖ نَحْنُ نَرْزُقُكَ ۗ وَالْعَاقِبَةُ لِلتَّقْوَىٰ
და უბრძანე შენს ოჯახს ლოცვა და იყავი მომთმენი მასზე. ჩვენ არ გთხოვთ სარჩოს, ჩვენ თავად გასაზრდოებთ შენ. ხოლო კეთილი აღსასრული ღვთისმოშიშებისთვისაა!
20:132 -
وَقَالُوا لَوْلَا يَأْتِينَا بِآيَةٍ مِنْ رَبِّهِ ۚ أَوَلَمْ تَأْتِهِمْ بَيِّنَةُ مَا فِي الصُّحُفِ الْأُولَىٰ
და თქვეს: „განა არ შეიძლებოდა მოეტანა ჩვენთვის სასწაული თავისი ღმერთისგან?“ განა არ მისვლიათ წინა წიგნთაგანს ცხადი მტკიცება?
20:133 -
وَلَوْ أَنَّا أَهْلَكْنَاهُمْ بِعَذَابٍ مِنْ قَبْلِهِ لَقَالُوا رَبَّنَا لَوْلَا أَرْسَلْتَ إِلَيْنَا رَسُولًا فَنَتَّبِعَ آيَاتِكَ مِنْ قَبْلِ أَنْ نَذِلَّ وَنَخْزَىٰ
და რომ, უეჭველად, ჩვენ დაგვეღუპა ისინი სასჯელით მანამდე, უთუოდ იტყოდნენ: „ღმერთო ჩვენო! ნუთუ არ შეიძლებოდა მოგევლინა ჩვენდა შუამავალი, რომ გავყოლოდით შენს აიათებს, სანამ შევიქნებოდით დამცირებულნი და დაკნინებულნი?“
20:134 -
قُلْ كُلٌّ مُتَرَبِّصٌ فَتَرَبَّصُوا ۖ فَسَتَعْلَمُونَ مَنْ أَصْحَابُ الصِّرَاطِ السَّوِيِّ وَمَنِ اهْتَدَىٰ
უთხარი: „ყველა ელოდება. მაშ, თქვენც დაელოდეთ. სულ მალე გაიგებთ ვინ არის სწორი გზის მკვიდრი, ვინ ადგას ჭეშმარიტ გზას!“
20:135
თარგმანი: რეზო მიქელაძე