მუსხაფი, გვერდი 309

  1. وَنَادَيْنَاهُ مِنْ جَانِبِ الطُّورِ الْأَيْمَنِ وَقَرَّبْنَاهُ نَجِيًّا

    და ჩვენ დავუძახეთ მას ტურის მარჯვენა მხრიდან და დავიახლოვეთ იგი საიდუმლო საუბრისთვის.

    19:52
  2. وَوَهَبْنَا لَهُ مِنْ رَحْمَتِنَا أَخَاهُ هَارُونَ نَبِيًّا

    და ჩვენ ვაჩუქეთ მას, ჩვენი წყალობიდან ძმა თვისი ჰარუნი შუამავლად.

    19:53
  3. وَاذْكُرْ فِي الْكِتَابِ إِسْمَاعِيلَ ۚ إِنَّهُ كَانَ صَادِقَ الْوَعْدِ وَكَانَ رَسُولًا نَبِيًّا

    და ახსენე წიგნში ისმაილი: უეჭველად, იგი აღთქმის ერთგული, შუამავალი და მაცნე იყო!

    19:54
  4. وَكَانَ يَأْمُرُ أَهْلَهُ بِالصَّلَاةِ وَالزَّكَاةِ وَكَانَ عِنْدَ رَبِّهِ مَرْضِيًّا

    და იგი უბრძანებდა თავის ხალხს ლოცვასა და ზექათს, და მან მიაღწია თავის ღმერთთან კმაკოფილებას.

    19:55
  5. وَاذْكُرْ فِي الْكِتَابِ إِدْرِيسَ ۚ إِنَّهُ كَانَ صِدِّيقًا نَبِيًّا

    და ახსენე წიგნში იდრისი: უეჭველად, იგი იყო ჭეშმარიტი შუამავალი!

    19:56
  6. وَرَفَعْنَاهُ مَكَانًا عَلِيًّا

    და აღვამაღლეთ ჩვენ იგი მაღალ ადგილზე!

    19:57
  7. أُولَٰئِكَ الَّذِينَ أَنْعَمَ اللَّهُ عَلَيْهِمْ مِنَ النَّبِيِّينَ مِنْ ذُرِّيَّةِ آدَمَ وَمِمَّنْ حَمَلْنَا مَعَ نُوحٍ وَمِنْ ذُرِّيَّةِ إِبْرَاهِيمَ وَإِسْرَائِيلَ وَمِمَّنْ هَدَيْنَا وَاجْتَبَيْنَا ۚ إِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ آيَاتُ الرَّحْمَٰنِ خَرُّوا سُجَّدًا وَبُكِيًّا ۩

    აი, ისინი, რომლებზედაც ალლაჰმა ჯილდო მოიღო შუამავალთაგან, ადამის შთამომავალთაგან, და რომელნიც აიყვანა ნუჰთან ერთად და იბრაჰიმის და ისრაილის შთამომავალთაგან და იმათგან, ვინც ჩვენ დავადგინეთ ჭეშმარიტ გზაზე და ვინც ჩვენ ვჰყავით რჩეულნი. მათ როცა ეკითხებათ მოწყალის აიათები, ტირილით სეჯდეს აღასრულებენ!

    19:58
  8. فَخَلَفَ مِنْ بَعْدِهِمْ خَلْفٌ أَضَاعُوا الصَّلَاةَ وَاتَّبَعُوا الشَّهَوَاتِ ۖ فَسَوْفَ يَلْقَوْنَ غَيًّا

    მათ შემდეგ მოვიდნენ შემდგომნი შთამომავალნი, რომლებმაც მიატოვეს ლოცვა და მიეცნენ ვნებებს. სულ მალე გადაეყრებიან ღეიას,

    19:59
  9. إِلَّا مَنْ تَابَ وَآمَنَ وَعَمِلَ صَالِحًا فَأُولَٰئِكَ يَدْخُلُونَ الْجَنَّةَ وَلَا يُظْلَمُونَ شَيْئًا

    გარდა ვინც მოინანია, ირწმუნა და ჰქმნა სიკეთე. მაშინ ისინი შევლენ სამოთხეში და მათ არანაირი უსამართლობა არ შეეხებათ!

    19:60
  10. جَنَّاتِ عَدْنٍ الَّتِي وَعَدَ الرَّحْمَٰنُ عِبَادَهُ بِالْغَيْبِ ۚ إِنَّهُ كَانَ وَعْدُهُ مَأْتِيًّا

    ედემის ბაღები, რომელიც აღუთქვა მოწყალემ თავის მსახურთ უხილავად, უეჭველად, მისი აღთქმა აღსრულდება!

    19:61
  11. لَا يَسْمَعُونَ فِيهَا لَغْوًا إِلَّا سَلَامًا ۖ وَلَهُمْ رِزْقُهُمْ فِيهَا بُكْرَةً وَعَشِيًّا

    იქ ფუჭსიტყვაობას არ გაიგონებენ, მხოლოდ: „მშვიდობა“! და მათთვისაა იქ სარჩო დილას და საღამოს!

    19:62
  12. تِلْكَ الْجَنَّةُ الَّتِي نُورِثُ مِنْ عِبَادِنَا مَنْ كَانَ تَقِيًّا

    აი, ეს სამოთხე, რომელსაც ჩვენს მსახურთაგან დავუმკვიდრებთ იმას, ვინც იყო ღვთისმოშიში!

    19:63
  13. وَمَا نَتَنَزَّلُ إِلَّا بِأَمْرِ رَبِّكَ ۖ لَهُ مَا بَيْنَ أَيْدِينَا وَمَا خَلْفَنَا وَمَا بَيْنَ ذَٰلِكَ ۚ وَمَا كَانَ رَبُّكَ نَسِيًّا

    ჩვენ მხოლოდ შენი ღმერთის ბრძანებით გარდმოვევლინებით. მას ეკუთვნის, ის რაც ჩვენ წინაა, რაც ჩვენ უკანაა და ისიც, რაც ამათ შორისაა. შენი ღმერთი გულმავიწყი არ არის!

    19:64

თარგმანი: რეზო მიქელაძე