მუსხაფი, გვერდი 307

  1. فَكُلِي وَاشْرَبِي وَقَرِّي عَيْنًا ۖ فَإِمَّا تَرَيِنَّ مِنَ الْبَشَرِ أَحَدًا فَقُولِي إِنِّي نَذَرْتُ لِلرَّحْمَٰنِ صَوْمًا فَلَنْ أُكَلِّمَ الْيَوْمَ إِنْسِيًّا

    ჭამე და სვი და გილოცავთ! მაგრამ თუ დაინახავ ვინმე სულიერს, მაშინ უთხარი: „უეჭველად, მე აღვუთქვი მოწყალეს მარხვა, ამიტომაც დღეს არც ერთ ადამის შვილს არ დაველაპარაკებიო“.

    19:26
  2. فَأَتَتْ بِهِ قَوْمَهَا تَحْمِلُهُ ۖ قَالُوا يَا مَرْيَمُ لَقَدْ جِئْتِ شَيْئًا فَرِيًّا

    ბავშვით ხელში თავის ხალხთან დაბრუნდა. უთხრეს: „ჰეი მარიამ, ძალიან ცუდი საქმე ჩაიდინე!

    19:27
  3. يَا أُخْتَ هَارُونَ مَا كَانَ أَبُوكِ امْرَأَ سَوْءٍ وَمَا كَانَتْ أُمُّكِ بَغِيًّا

    დაო ჰარუნის, არ იყო მამაშენი ცუდი კაცი, და არც დედაშენი იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი!“

    19:28
  4. فَأَشَارَتْ إِلَيْهِ ۖ قَالُوا كَيْفَ نُكَلِّمُ مَنْ كَانَ فِي الْمَهْدِ صَبِيًّا

    მიუთითა მისკენ. უთხრეს: „როგორ ველაპარაკოთ მას ჩვენ, როცა იგი ჩვილია, აკვანში მწოლიარე?“

    19:29
  5. قَالَ إِنِّي عَبْدُ اللَّهِ آتَانِيَ الْكِتَابَ وَجَعَلَنِي نَبِيًّا

    მიუგო:„უეჭველად, მე ალლაჰის მსახური ვარ. მე მიბოძა წიგნი და მე დამადგინა შუამავლად.

    19:30
  6. وَجَعَلَنِي مُبَارَكًا أَيْنَ مَا كُنْتُ وَأَوْصَانِي بِالصَّلَاةِ وَالزَّكَاةِ مَا دُمْتُ حَيًّا

    და მე დამადგინა დალოცვილი, სადაც არ უნდა ვიყო; და მე სიცოცხლის ბოლომდე ლოცვა და ზექათი დამავალა!

    19:31
  7. وَبَرًّا بِوَالِدَتِي وَلَمْ يَجْعَلْنِي جَبَّارًا شَقِيًّا

    და თავაზიანი ჩემი მშობელი დედისადმი, არ დავუდგენივარ ულმობელ მოძალადედ!

    19:32
  8. وَالسَّلَامُ عَلَيَّ يَوْمَ وُلِدْتُ وَيَوْمَ أَمُوتُ وَيَوْمَ أُبْعَثُ حَيًّا

    მშვიდობა იმ დღეს, როცა მე დავიბადე, იმ დღეს, როცა მოვკვდები და იმ დღესაც, როცა აღვდგები ცოცხალი!“

    19:33
  9. ذَٰلِكَ عِيسَى ابْنُ مَرْيَمَ ۚ قَوْلَ الْحَقِّ الَّذِي فِيهِ يَمْتَرُونَ

    სწორედ ამ ჭეშმარიტი სიტყვის მიხედვით, ღისა მარიამის შვილია, რომელშიც ეჭვი ეპარებათ მათ.

    19:34
  10. مَا كَانَ لِلَّهِ أَنْ يَتَّخِذَ مِنْ وَلَدٍ ۖ سُبْحَانَهُ ۚ إِذَا قَضَىٰ أَمْرًا فَإِنَّمَا يَقُولُ لَهُ كُنْ فَيَكُونُ

    შეუძლებელია, რომ ალლაჰმა დაიდგინოს შვილი. დიდება მას! როცა იგი გადაწყვეტს რაიმე საქმეს, საკმარისია მხოლოდ უთხრას მას: „იქმენ!“ და ისიც იქმნება.

    19:35
  11. وَإِنَّ اللَّهَ رَبِّي وَرَبُّكُمْ فَاعْبُدُوهُ ۚ هَٰذَا صِرَاطٌ مُسْتَقِيمٌ

    და უეჭველად, ალლაჰი ჩემი ღმერთიცაა და თქვენიც! მაშ, თაყვანი ეცით მას, ეს ჭეშმარიტი გზაა!

    19:36
  12. فَاخْتَلَفَ الْأَحْزَابُ مِنْ بَيْنِهِمْ ۖ فَوَيْلٌ لِلَّذِينَ كَفَرُوا مِنْ مَشْهَدِ يَوْمٍ عَظِيمٍ

    ამის შემდეგ ჯგუფები ერთმანეთში უთანხმოებას მიეცნენ. იმ დიად დღეს, როცა გაცხადდება ყველაფერი, ვაი მათ მდგომარეობას, რომელთაც უარყვეს!...

    19:37
  13. أَسْمِعْ بِهِمْ وَأَبْصِرْ يَوْمَ يَأْتُونَنَا ۖ لَٰكِنِ الظَّالِمُونَ الْيَوْمَ فِي ضَلَالٍ مُبِينٍ

    როცა მოვა ის დღე ჩვენთან, (ჭეშმარიტებას) რა კარგად გაიგონებენ და რა კარგად დაინახავენ! მაგრამ დღეს უსამართლონი აშკარა ცდომილებაში იმყოფებიან!

    19:38

თარგმანი: რეზო მიქელაძე