მუსხაფი, გვერდი 303

  1. إِنَّا مَكَّنَّا لَهُ فِي الْأَرْضِ وَآتَيْنَاهُ مِنْ كُلِّ شَيْءٍ سَبَبًا

    უეჭველად, ჩვენ განვამტკიცეთ იგი დედამიწაზე და ვუბოძეთ მას ყველაფერი საბაბად.

    18:84
  2. فَأَتْبَعَ سَبَبًا

    ამგვარად გზას გაუდგა იგი.

    18:85
  3. حَتَّىٰ إِذَا بَلَغَ مَغْرِبَ الشَّمْسِ وَجَدَهَا تَغْرُبُ فِي عَيْنٍ حَمِئَةٍ وَوَجَدَ عِنْدَهَا قَوْمًا ۗ قُلْنَا يَا ذَا الْقَرْنَيْنِ إِمَّا أَنْ تُعَذِّبَ وَإِمَّا أَنْ تَتَّخِذَ فِيهِمْ حُسْنًا

    როცა მიაღწია იმ ადგილს, სადაც მზე ჩადის, შენიშნა, რომ ის ჩადის ამღვრეულ წყაროსთვალში. მის ახლოს ნახა ხალხი. ვუთხარით ჩვენ: „ჰეი, ზულ-ყერნეინ! შენ მათ ან დასჯი, ან სიკეთეს უქმნი!“

    18:86
  4. قَالَ أَمَّا مَنْ ظَلَمَ فَسَوْفَ نُعَذِّبُهُ ثُمَّ يُرَدُّ إِلَىٰ رَبِّهِ فَيُعَذِّبُهُ عَذَابًا نُكْرًا

    თქვა: ვინც უსამართლოდ იქცევა, დავსჯით, მერე დაბრუნებულ იქნება თავის უფალთან და იგი დასჯის მას საშინელი სასჯელით.

    18:87
  5. وَأَمَّا مَنْ آمَنَ وَعَمِلَ صَالِحًا فَلَهُ جَزَاءً الْحُسْنَىٰ ۖ وَسَنَقُولُ لَهُ مِنْ أَمْرِنَا يُسْرًا

    ხოლო ვინც ირწმუნა და სიკეთე ჰქმნა, მაშინ მისთვისაა საუკეთესო საზღაური და მას ჩვენს ბრძანებებში დავუდგენთ სიოლეს!

    18:88
  6. ثُمَّ أَتْبَعَ سَبَبًا

    მერე გზას გაუდგა იგი.

    18:89
  7. حَتَّىٰ إِذَا بَلَغَ مَطْلِعَ الشَّمْسِ وَجَدَهَا تَطْلُعُ عَلَىٰ قَوْمٍ لَمْ نَجْعَلْ لَهُمْ مِنْ دُونِهَا سِتْرًا

    როცა მივიდა იმ ადგილამდე, საიდანაც მზე ამოდის, დაინახა, რომ ის ამოდის ხალხის თავზე, რომელთათვის ჩვენ არ დაგვიდგენია მისგან დასაცავი არანაირი საფარი.

    18:90
  8. كَذَٰلِكَ وَقَدْ أَحَطْنَا بِمَا لَدَيْهِ خُبْرًا

    აი, ასე! ჩვენ გარემოვიცავით ცოდნით ყოველივე იგი, რაც მის თავს ხდებოდა.

    18:91
  9. ثُمَّ أَتْبَعَ سَبَبًا

    მერე გზას გაუდგა იგი.

    18:92
  10. حَتَّىٰ إِذَا بَلَغَ بَيْنَ السَّدَّيْنِ وَجَدَ مِنْ دُونِهِمَا قَوْمًا لَا يَكَادُونَ يَفْقَهُونَ قَوْلًا

    როცა მიაღწია ორ მთას შორის, დაინახა ხალხი, რომელსაც თითქმის არ ესმოდა ნათქვამი.

    18:93
  11. قَالُوا يَا ذَا الْقَرْنَيْنِ إِنَّ يَأْجُوجَ وَمَأْجُوجَ مُفْسِدُونَ فِي الْأَرْضِ فَهَلْ نَجْعَلُ لَكَ خَرْجًا عَلَىٰ أَنْ تَجْعَلَ بَيْنَنَا وَبَيْنَهُمْ سَدًّا

    უთხრეს: „ჰეი, ზულ-ყერნეინ! იეჯუჯი და მეჯუჯი ავრცელებენ ქვეყანაზე სიავეს. იქნებ შეგვეგროვებინა შენთვის გადასახადი, რათა აღმართო ზღუდე ჩვენსა და მათ შორის?“

    18:94
  12. قَالَ مَا مَكَّنِّي فِيهِ رَبِّي خَيْرٌ فَأَعِينُونِي بِقُوَّةٍ أَجْعَلْ بَيْنَكُمْ وَبَيْنَهُمْ رَدْمًا

    უთხრა: „რითაც ჩემმა უფალმა განმამტკიცა, უფრო უკეთესია ჩემთვის თქვენ მოცემულ გადასახადზე. მაშ, ძალით შემეწიეთ და აღვმართავ თქვენსა და მათ შორის ზღუდეს!

    18:95
  13. آتُونِي زُبَرَ الْحَدِيدِ ۖ حَتَّىٰ إِذَا سَاوَىٰ بَيْنَ الصَّدَفَيْنِ قَالَ انْفُخُوا ۖ حَتَّىٰ إِذَا جَعَلَهُ نَارًا قَالَ آتُونِي أُفْرِغْ عَلَيْهِ قِطْرًا

    მომიტანეთ რკინის ნაჭრები. „როცა მიაღწევს ორ მთას შორის სიმაღლეს, საბერვლით შეუბერეთ, სანამ გადაიქცეოდეს ცეცხლად!“ მერე უთხრა: „მომიტანეთ გამდნარი სპილენძი ზემოდან უნდა გადავასხა.“

    18:96
  14. فَمَا اسْطَاعُوا أَنْ يَظْهَرُوهُ وَمَا اسْتَطَاعُوا لَهُ نَقْبًا

    ამგვარად ისინი ვერ შეძლებენ, რომ გადალახონ იგი და ვერ შეძლებენ მის გახვრეტას.

    18:97

თარგმანი: რეზო მიქელაძე