მუსხაფი, გვერდი 292

  1. وَمَنْ يَهْدِ اللَّهُ فَهُوَ الْمُهْتَدِ ۖ وَمَنْ يُضْلِلْ فَلَنْ تَجِدَ لَهُمْ أَوْلِيَاءَ مِنْ دُونِهِ ۖ وَنَحْشُرُهُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ عَلَىٰ وُجُوهِهِمْ عُمْيًا وَبُكْمًا وَصُمًّا ۖ مَأْوَاهُمْ جَهَنَّمُ ۖ كُلَّمَا خَبَتْ زِدْنَاهُمْ سَعِيرًا

    და ვისაც ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, იგი ნამდვილად ჭეშმარიტ გზას ადგას. და ვისაც ააცდენს ჭეშმარიტ გზას, შემწედ ვერავის უპოვი მათ, გარდა მისი. აღდგომის დღეს აღმოვაცენებთ თავიანთი სახეებით მათ მოფორთხიალეს, ბრმას, მუნჯს, ყრუს. მათი სამკვიდრო ჯოჯოხეთია. როგორც კი ჩაქრობას დიწყებს, მოვუმატებთ მათ მოგიზგიზე ცეცხლს!

    17:97
  2. ذَٰلِكَ جَزَاؤُهُمْ بِأَنَّهُمْ كَفَرُوا بِآيَاتِنَا وَقَالُوا أَإِذَا كُنَّا عِظَامًا وَرُفَاتًا أَإِنَّا لَمَبْعُوثُونَ خَلْقًا جَدِيدًا

    აი, ესაა მათი საზღაური იმისთვის, რომ უარყვეს ჩვენი აიათები და თქვეს: „განა მას მერე, რაც ჩვენგან ძვლები დარჩება და ფერფლად ვიქცევით, ნუთუ ჩვენ ახალი გაჩენით უნდა აღვსდგეთ?“

    17:98
  3. أَوَلَمْ يَرَوْا أَنَّ اللَّهَ الَّذِي خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ قَادِرٌ عَلَىٰ أَنْ يَخْلُقَ مِثْلَهُمْ وَجَعَلَ لَهُمْ أَجَلًا لَا رَيْبَ فِيهِ فَأَبَى الظَّالِمُونَ إِلَّا كُفُورًا

    ნუთუ ვერ ხედავენ, რომ ალლაჰი იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა, შემძლეა, გააჩინოს მათი მსგავსნი? და დაადგინა მათთვის ვადა, რომელშიც არ არის ეჭვი. ამის მიუხედავად უსამართლონმა მხოლოდ ურწმუნოება დაიჟინეს.

    17:99
  4. قُلْ لَوْ أَنْتُمْ تَمْلِكُونَ خَزَائِنَ رَحْمَةِ رَبِّي إِذًا لَأَمْسَكْتُمْ خَشْيَةَ الْإِنْفَاقِ ۚ وَكَانَ الْإِنْسَانُ قَتُورًا

    უთხარი: „თქვენ რომ ჩემი უფლის მოწყალების საგანძურს ფლობდეთ, მაინც იძუნწებდით გაღატაკების შიშით, რამეთუ ადამიანი ძუნწია!“

    17:100
  5. وَلَقَدْ آتَيْنَا مُوسَىٰ تِسْعَ آيَاتٍ بَيِّنَاتٍ ۖ فَاسْأَلْ بَنِي إِسْرَائِيلَ إِذْ جَاءَهُمْ فَقَالَ لَهُ فِرْعَوْنُ إِنِّي لَأَظُنُّكَ يَا مُوسَىٰ مَسْحُورًا

    და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ მუსას ცხრა აშკარა სასწაული. მაშ, ჰკითხე ისრაილის შვილთ, აკი, მათთან მივიდა. მაშინ ფარაონმა უთხრა მას: ჰეი, მუსა! უეჭველად, მე ნამდვილად მოჯადოებული მგონიხარ.“

    17:101
  6. قَالَ لَقَدْ عَلِمْتَ مَا أَنْزَلَ هَٰؤُلَاءِ إِلَّا رَبُّ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ بَصَائِرَ وَإِنِّي لَأَظُنُّكَ يَا فِرْعَوْنُ مَثْبُورًا

    მიუგო: „შენ უკვე იცი, რომ სწორედ ცათა და ქვეყნის უფლის გარდმოვლენილია ხილული სასწაულები. ფარაონო, უეჭველად, მე ვფიქრობ, ნამდვილად დაღუპვა გიწერია!“

    17:102
  7. فَأَرَادَ أَنْ يَسْتَفِزَّهُمْ مِنَ الْأَرْضِ فَأَغْرَقْنَاهُ وَمَنْ مَعَهُ جَمِيعًا

    ამის შემდეგ მათი მიწა-წყლიდან განდევნა მოინდომა, მაგრამ ჩვენ დავახრჩეთ იგი და ყველა მისი მხლებელი.

    17:103
  8. وَقُلْنَا مِنْ بَعْدِهِ لِبَنِي إِسْرَائِيلَ اسْكُنُوا الْأَرْضَ فَإِذَا جَاءَ وَعْدُ الْآخِرَةِ جِئْنَا بِكُمْ لَفِيفًا

    და ვუთხარით ამის შემდგომ ისრაილის შვილთ: „იცხოვრეთ ამ მიწაზე. და როცა მოვა ბოლო აღთქმა, თქვენ ერთიანად შეგკრებთ!“

    17:104

თარგმანი: რეზო მიქელაძე