მუსხაფი, გვერდი 262
-
الر ۚ تِلْكَ آيَاتُ الْكِتَابِ وَقُرْآنٍ مُبِينٍ
ელიფ. ლამ. რა. ესენია აიათები წიგნისა და ცხადი ყურანისა.
15:1 -
رُبَمَا يَوَدُّ الَّذِينَ كَفَرُوا لَوْ كَانُوا مُسْلِمِينَ
ვინძლო ინდომონ, რომელთაც უარყვეს, ნეტა მუსლიმნი ვყოფილიყავითო!
15:2 -
ذَرْهُمْ يَأْكُلُوا وَيَتَمَتَّعُوا وَيُلْهِهِمُ الْأَمَلُ ۖ فَسَوْفَ يَعْلَمُونَ
თავი ანებე მაგათ. მიირთვან და დასტკბენ და შეექცნენ იმედს. სულ მალე შეიტყობენ!
15:3 -
وَمَا أَهْلَكْنَا مِنْ قَرْيَةٍ إِلَّا وَلَهَا كِتَابٌ مَعْلُومٌ
და არ დაგვიღუპავს არც ერთი სოფელი, რომ არ ყოფილიყო მასთან ცხადი წიგნი.
15:4 -
مَا تَسْبِقُ مِنْ أُمَّةٍ أَجَلَهَا وَمَا يَسْتَأْخِرُونَ
ვერც ერთი ერი ვერ დააჩქარებს მისთვის დანიშნულ დროს და ვერც გადაავადებს მას!
15:5 -
وَقَالُوا يَا أَيُّهَا الَّذِي نُزِّلَ عَلَيْهِ الذِّكْرُ إِنَّكَ لَمَجْنُونٌ
და უთხრეს: ,,ჰეი შენ, რომელსაც ზეგარდმოგევლინა შეგონება! უეჭველად, შეშლილი ხარ!
15:6 -
لَوْ مَا تَأْتِينَا بِالْمَلَائِكَةِ إِنْ كُنْتَ مِنَ الصَّادِقِينَ
ნუთუ არ იყო საჭირო ჩვენთან ანგელოზები მოგეყვანა, თუკი ხარ სიმართლისმთქმელი?
15:7 -
مَا نُنَزِّلُ الْمَلَائِكَةَ إِلَّا بِالْحَقِّ وَمَا كَانُوا إِذًا مُنْظَرِينَ
ჩვენ არ გარდმოვავლენთ ანგელოზებს, თუ არა ჭეშმარიტებით და მაშინ მათ არ გადაუვადდებათ.
15:8 -
إِنَّا نَحْنُ نَزَّلْنَا الذِّكْرَ وَإِنَّا لَهُ لَحَافِظُونَ
უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ შეხსენება და უეჭველად, ჩვენ დამცველნი ვართ მისი.
15:9 -
وَلَقَدْ أَرْسَلْنَا مِنْ قَبْلِكَ فِي شِيَعِ الْأَوَّلِينَ
და ვფიცავ! წარვგზავნეთ ჩვენ შენამდეც წინა ერებთან.
15:10 -
وَمَا يَأْتِيهِمْ مِنْ رَسُولٍ إِلَّا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ
და არ მოსულა მათთან არც ერთი შუამავალი, რომ მათ არ დაეცინათ მისთვის.
15:11 -
كَذَٰلِكَ نَسْلُكُهُ فِي قُلُوبِ الْمُجْرِمِينَ
აი, ასე ჩავუგდებთ მას ცოდვილთა გულებში.
15:12 -
لَا يُؤْمِنُونَ بِهِ ۖ وَقَدْ خَلَتْ سُنَّةُ الْأَوَّلِينَ
არ ირწმუნებენ მას, არადა უკვე განვლო უწინდელთა მაგალითმა.
15:13 -
وَلَوْ فَتَحْنَا عَلَيْهِمْ بَابًا مِنَ السَّمَاءِ فَظَلُّوا فِيهِ يَعْرُجُونَ
და რომც გაგვეხსნა მათ ზემოთ კარიბჭე ცისა და იქიდან რომ ამაღლებულიყვნენ,მაინც
15:14 -
لَقَالُوا إِنَّمَا سُكِّرَتْ أَبْصَارُنَا بَلْ نَحْنُ قَوْمٌ مَسْحُورُونَ
უთუოდ, იტყოდნენ: „მხოლოდ მზერა დაგვიბინდეს, და ჩვენ, დიახაც, მოჯადოებული ხალხი ვართ!“
15:15
თარგმანი: რეზო მიქელაძე