მუსხაფი, გვერდი 257
-
قَالَتْ لَهُمْ رُسُلُهُمْ إِنْ نَحْنُ إِلَّا بَشَرٌ مِثْلُكُمْ وَلَٰكِنَّ اللَّهَ يَمُنُّ عَلَىٰ مَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ ۖ وَمَا كَانَ لَنَا أَنْ نَأْتِيَكُمْ بِسُلْطَانٍ إِلَّا بِإِذْنِ اللَّهِ ۚ وَعَلَى اللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ الْمُؤْمِنُونَ
უთხრეს მათ შუამავლებმა მათმა: „ჩვენ მხოლოდ თქვენისთანა ადამიანები ვართ, მაგრამ ალლაჰი უბოძებს წყალობას თავის მსახურთაგან, ინებებს ვისაც. და ჩვენ არ ძალგვიძს, წარმოგიდგინოთ მტკიცებანი, თუ არ იქნება ალლაჰის ნება. მაშ, მორწმუნენი ალლაჰს სასოებდნენ!
14:11 -
وَمَا لَنَا أَلَّا نَتَوَكَّلَ عَلَى اللَّهِ وَقَدْ هَدَانَا سُبُلَنَا ۚ وَلَنَصْبِرَنَّ عَلَىٰ مَا آذَيْتُمُونَا ۚ وَعَلَى اللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ الْمُتَوَكِّلُونَ
და რად არ უნდა ვსასოებდეთ ალლაჰს, მან ხომ ჩვენ ჭეშმარიტი გზები გვიჩვენა? ჩვენ უთუოდ მოვითმენთ თქვენგან ყოველგვარ შეურაცხყოფას. მაშ, მსასოებელნი ალლაჰს უნდა სასოებდნენ!“
14:12 -
وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لِرُسُلِهِمْ لَنُخْرِجَنَّكُمْ مِنْ أَرْضِنَا أَوْ لَتَعُودُنَّ فِي مِلَّتِنَا ۖ فَأَوْحَىٰ إِلَيْهِمْ رَبُّهُمْ لَنُهْلِكَنَّ الظَّالِمِينَ
და რომელთაც უარყვეს, უთხრეს თავიანთ შუამავალთ: „თქვენ, უთუოდ, გაგაძევებთ ჩვენი მიწიდან ან, უთუოდ, ჩვენს რწმენას უნდა დაუბრუნდეთ.“ მაშინ შთააგონა მათ თავიანთმა ღმერთმა: „ჩვენ უსათუოდ აღვგვით უსამართლო ცოდვილთ!
14:13 -
وَلَنُسْكِنَنَّكُمُ الْأَرْضَ مِنْ بَعْدِهِمْ ۚ ذَٰلِكَ لِمَنْ خَافَ مَقَامِي وَخَافَ وَعِيدِ
და თქვენ უსათუოდ დაგამკვიდრებთ მიწაზე მათ შემდგომ. აი ეს მათთვის, ვისაც ეშინია ჩემი სამსჯავროსი და ჩემი მუქარის!“
14:14 -
وَاسْتَفْتَحُوا وَخَابَ كُلُّ جَبَّارٍ عَنِيدٍ
და მათ შესთხოვეს გამარჯვება, და ყველა ქედფიცხელი ურჩი განადგურდა.
14:15 -
مِنْ وَرَائِهِ جَهَنَّمُ وَيُسْقَىٰ مِنْ مَاءٍ صَدِيدٍ
მის შემდეგაა ჯოჯოხეთი და დარწყულებული იქნებიან ჩირქნარევი წყლით.
14:16 -
يَتَجَرَّعُهُ وَلَا يَكَادُ يُسِيغُهُ وَيَأْتِيهِ الْمَوْتُ مِنْ كُلِّ مَكَانٍ وَمَا هُوَ بِمَيِّتٍ ۖ وَمِنْ وَرَائِهِ عَذَابٌ غَلِيظٌ
მის დალევას შეეცდება, და არ იქნება ყელში გადასვლა მისი. და მოვა მასთან სიკვდილი ყოველი მხრიდან, მაგრამ არ იქნება მისი სიკვდილი და მის მერე კვლავ სასტიკი სასჯელია.
14:17 -
مَثَلُ الَّذِينَ كَفَرُوا بِرَبِّهِمْ ۖ أَعْمَالُهُمْ كَرَمَادٍ اشْتَدَّتْ بِهِ الرِّيحُ فِي يَوْمٍ عَاصِفٍ ۖ لَا يَقْدِرُونَ مِمَّا كَسَبُوا عَلَىٰ شَيْءٍ ۚ ذَٰلِكَ هُوَ الضَّلَالُ الْبَعِيدُ
რომელთაც უარყვეს თავიანთი ღმერთი, მათი საქმენი ჰგავს ფერფლს, რომელსაც ქარი მიმოფანტავს ქარიშხლიან დღეს. ვერაფერს შეძლებენ იმით, რაც მოიხვეჭეს. აი, ეს არის ღრმა ცდომილება!
14:18
თარგმანი: რეზო მიქელაძე