მუსხაფი, გვერდი 254

  1. مَثَلُ الْجَنَّةِ الَّتِي وُعِدَ الْمُتَّقُونَ ۖ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ۖ أُكُلُهَا دَائِمٌ وَظِلُّهَا ۚ تِلْكَ عُقْبَى الَّذِينَ اتَّقَوْا ۖ وَعُقْبَى الْكَافِرِينَ النَّارُ

    აი, ასეთია სამოთხე, აღთქმული ღვთისმოშიშთათვის, რომლის ძირს მდინარეები მოედინება; მარადიულია სამოთხის საზრდო ისევე, როგორც მისი ჩერო. აი, ასეთია შედეგი, რომელნიც ღვთისმოშიშნი იყვნენ, ხოლო ურწმუნოთა აღსასრული ცეცხლია!

    13:35
  2. وَالَّذِينَ آتَيْنَاهُمُ الْكِتَابَ يَفْرَحُونَ بِمَا أُنْزِلَ إِلَيْكَ ۖ وَمِنَ الْأَحْزَابِ مَنْ يُنْكِرُ بَعْضَهُ ۚ قُلْ إِنَّمَا أُمِرْتُ أَنْ أَعْبُدَ اللَّهَ وَلَا أُشْرِكَ بِهِ ۚ إِلَيْهِ أَدْعُو وَإِلَيْهِ مَآبِ

    და ისინი, რომელთაც ვუბოძეთ წიგნი, ხარობენ იმით, რაც შენ გარდმოგევლინა. მაგრამ მათ შორის არიან ისეთნიც, ვინც უარყოფს მის ნაწილს. უთხარი: მხოლოდ მებრძანა, რომ თაყვანი ვსცე ალლაჰს და არ დავუდგინო თანაზიარი მას. მოვუხმობ მისკენ და მასთანაა ჩემი მისაქციელი!

    13:36
  3. وَكَذَٰلِكَ أَنْزَلْنَاهُ حُكْمًا عَرَبِيًّا ۚ وَلَئِنِ اتَّبَعْتَ أَهْوَاءَهُمْ بَعْدَمَا جَاءَكَ مِنَ الْعِلْمِ مَا لَكَ مِنَ اللَّهِ مِنْ وَلِيٍّ وَلَا وَاقٍ

    ამგვარად გარდმოვავლინეთ იგი სიბრძნედ და კანონად არაბულ ენაზე. და თუ აჰყვები მათ მიწიერ სურვილებს მას შემდეგ, რაც ცოდნა გებოძა, აღარ გეყოლება შენ მფარველი და შემწე ალლაჰის წინაშე!

    13:37
  4. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا رُسُلًا مِنْ قَبْلِكَ وَجَعَلْنَا لَهُمْ أَزْوَاجًا وَذُرِّيَّةً ۚ وَمَا كَانَ لِرَسُولٍ أَنْ يَأْتِيَ بِآيَةٍ إِلَّا بِإِذْنِ اللَّهِ ۗ لِكُلِّ أَجَلٍ كِتَابٌ

    და ვფიცავ, ჩვენ წარმოვგზავნეთ შუამავალნი შენამდე, ვუბოძეთ მათ ცოლები და შვილები. და არ ყოფილა რომელიმე შუამავალი, რომ მოეტანა აიათი, თუ არა ალლაჰის ნება. ყოველი დროისთვის წიგნი არსებობს.

    13:38
  5. يَمْحُو اللَّهُ مَا يَشَاءُ وَيُثْبِتُ ۖ وَعِنْدَهُ أُمُّ الْكِتَابِ

    და ცვლის ალლაჰი და დააკანონებს იმას, ინებებს რასაც. და წიგნის არსი მასთანაა.

    13:39
  6. وَإِنْ مَا نُرِيَنَّكَ بَعْضَ الَّذِي نَعِدُهُمْ أَوْ نَتَوَفَّيَنَّكَ فَإِنَّمَا عَلَيْكَ الْبَلَاغُ وَعَلَيْنَا الْحِسَابُ

    და თუ შენ მოგასწავებთ ნაწილს, რომელსაც აღვუთქვავთ იმათ, ან მოგაკვდინებთ შენ, შენი ვალია მხოლოდ ამცნო, ჩვენი კი ანგარიშგება.

    13:40
  7. أَوَلَمْ يَرَوْا أَنَّا نَأْتِي الْأَرْضَ نَنْقُصُهَا مِنْ أَطْرَافِهَا ۚ وَاللَّهُ يَحْكُمُ لَا مُعَقِّبَ لِحُكْمِهِ ۚ وَهُوَ سَرِيعُ الْحِسَابِ

    ნუთუ ვერ ხედავენ, როგორ მოვდივართ მიწაზე და მას ვამცირებთ კიდეებიდან? ალლაჰი განსჯის და ვერც ვერავინ აღუდგება მის განსჯას. და იგი ფიცხი ანგარიშმგებია!

    13:41
  8. وَقَدْ مَكَرَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ فَلِلَّهِ الْمَكْرُ جَمِيعًا ۖ يَعْلَمُ مَا تَكْسِبُ كُلُّ نَفْسٍ ۗ وَسَيَعْلَمُ الْكُفَّارُ لِمَنْ عُقْبَى الدَّارِ

    და იმზაკვრეს, რომელნიც იყვნენ მათ უწინ. თუმცაღა ყველა მზაკვრობა ალლაჰისაა. იგი უწყის, რას იხვეჭს ყოველი სული. და სულ მალე გაიგებენ ურწმუნონი, თუ ვისია მარადიული სამყოფელი.

    13:42

თარგმანი: რეზო მიქელაძე