მუსხაფი, გვერდი 224
-
أُولَٰئِكَ لَمْ يَكُونُوا مُعْجِزِينَ فِي الْأَرْضِ وَمَا كَانَ لَهُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ مِنْ أَوْلِيَاءَ ۘ يُضَاعَفُ لَهُمُ الْعَذَابُ ۚ مَا كَانُوا يَسْتَطِيعُونَ السَّمْعَ وَمَا كَانُوا يُبْصِرُونَ
ისინი ვერ დააკნინებენ დედამიწაზე და არ ეყოლებათ მეგობარი, ალლაჰის გარდა. მათი ტანჯვა გაორმაგდება, რამეთუ მათ არ ძალუძთ მოსმენა და მაგათმა ვერ დაინახეს!
11:20 -
أُولَٰئِكَ الَّذِينَ خَسِرُوا أَنْفُسَهُمْ وَضَلَّ عَنْهُمْ مَا كَانُوا يَفْتَرُونَ
აი ეგენი, რომელთაც წაიწყმიდეს თავიანთი სულნი. და გაქრა მათგან იგი, რასაც თხზავდნენ.
11:21 -
لَا جَرَمَ أَنَّهُمْ فِي الْآخِرَةِ هُمُ الْأَخْسَرُونَ
უსათუოდ, საიქიოში ყველაზე მეტად წაგებულნი ეგენი არიან.
11:22 -
إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ وَأَخْبَتُوا إِلَىٰ رَبِّهِمْ أُولَٰئِكَ أَصْحَابُ الْجَنَّةِ ۖ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ
უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, და ჰმორჩილებდნენ თავიანთ ღმერთს, სწორედ ეგენი არიან სამოთხის მკვიდრნი, სადაც მარადიულად დარჩებიან!
11:23 -
مَثَلُ الْفَرِيقَيْنِ كَالْأَعْمَىٰ وَالْأَصَمِّ وَالْبَصِيرِ وَالسَّمِيعِ ۚ هَلْ يَسْتَوِيَانِ مَثَلًا ۚ أَفَلَا تَذَكَّرُونَ
ამ ორი ჯგუფის მდგომარეობა ბრმა-ყრუსი და მხედველ-გამგონის მდგომარეობას ჰგავს. განა შეიდრება მათი მდგომარეობა? ნუთუ არ დაფიქრდებით?
11:24 -
وَلَقَدْ أَرْسَلْنَا نُوحًا إِلَىٰ قَوْمِهِ إِنِّي لَكُمْ نَذِيرٌ مُبِينٌ
და ვფიცავ! ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან: „უეჭველად, მე ვარ ცხადი შემგონებელი თქვენთვის.
11:25 -
أَنْ لَا تَعْبُدُوا إِلَّا اللَّهَ ۖ إِنِّي أَخَافُ عَلَيْكُمْ عَذَابَ يَوْمٍ أَلِيمٍ
არ სცეთ თაყვანი არავის, გარდა ალლაჰისა. უეჭველად, მე მეშინია, რომ არ გეწიოთ თქვენ იმ მწარე დღის სასჯელი“!
11:26 -
فَقَالَ الْمَلَأُ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ قَوْمِهِ مَا نَرَاكَ إِلَّا بَشَرًا مِثْلَنَا وَمَا نَرَاكَ اتَّبَعَكَ إِلَّا الَّذِينَ هُمْ أَرَاذِلُنَا بَادِيَ الرَّأْيِ وَمَا نَرَىٰ لَكُمْ عَلَيْنَا مِنْ فَضْلٍ بَلْ نَظُنُّكُمْ كَاذِبِينَ
მაშინ უთხრეს მისი ხალხის წინამძღოლებმა, რომელთაც უარყვეს: „ჩვენ ვერ გხედავთ შენ, თუ არა ადამიანს, ჩვენსა მსგავსს. და ვერ გხედავთ მოგყოლოდა შენ გარდა მათი, რომელნიც ჩვენში ჭკუასუსტი მდაბიონი არიან. და ვერ ვხედავთ თქვენს რაიმე უპირატესობას ჩვენზე. პირიქით, ჩვენ ცრუებად გთვლით თქვენ!
11:27 -
قَالَ يَا قَوْمِ أَرَأَيْتُمْ إِنْ كُنْتُ عَلَىٰ بَيِّنَةٍ مِنْ رَبِّي وَآتَانِي رَحْمَةً مِنْ عِنْدِهِ فَعُمِّيَتْ عَلَيْكُمْ أَنُلْزِمُكُمُوهَا وَأَنْتُمْ لَهَا كَارِهُونَ
უთხარა: „ხალხო ჩემო! ნუთუ ესაა თქვენი თვალთახედვა, იქნებ მე ვეყრდნობი ცხად მტკიცებებს ჩემი ღმერთისგან და მისგანვე მომმადლა წყალობა, რომელსაც თქვენ ვერ ჭვრეტთ. ნუთუ დაგაძალებთ იმას, რაც თქვენ არ მოგწონთ?
11:28
თარგმანი: რეზო მიქელაძე