მუსხაფი, გვერდი 189
-
قَاتِلُوهُمْ يُعَذِّبْهُمُ اللَّهُ بِأَيْدِيكُمْ وَيُخْزِهِمْ وَيَنْصُرْكُمْ عَلَيْهِمْ وَيَشْفِ صُدُورَ قَوْمٍ مُؤْمِنِينَ
შეებრძოლეთ მათ! ალლაჰი დასჯის მათ თქვენი ხელით და დაამცირებს, და შეგეწევათ თქვენ მათ წინააღმდეგ. ხოლო მორწმუნე ხალხის გულებს შვებას მოჰგვრის.
9:14 -
وَيُذْهِبْ غَيْظَ قُلُوبِهِمْ ۗ وَيَتُوبُ اللَّهُ عَلَىٰ مَنْ يَشَاءُ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ
და გაუქარწყლებს მათი გულებიდან რისხვას. და მიუტევებს ალლაჰი, ინებებს ვისაც. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
9:15 -
أَمْ حَسِبْتُمْ أَنْ تُتْرَكُوا وَلَمَّا يَعْلَمِ اللَّهُ الَّذِينَ جَاهَدُوا مِنْكُمْ وَلَمْ يَتَّخِذُوا مِنْ دُونِ اللَّهِ وَلَا رَسُولِهِ وَلَا الْمُؤْمِنِينَ وَلِيجَةً ۚ وَاللَّهُ خَبِيرٌ بِمَا تَعْمَلُونَ
ნუთუ თქვენ გეგონათ, რომ თქვენს ნებაზე იქნებოდით მიშვებული, და რომ ალლაჰი არ უწყოდა, რომლებმა იბრძოლეს თქვენგან და არ დაიდგინეს მესაიდუმლედ, გარდა ალლაჰისა, მისი შუამავლისა და მორწმუნეებისა? უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიხართ!
9:16 -
مَا كَانَ لِلْمُشْرِكِينَ أَنْ يَعْمُرُوا مَسَاجِدَ اللَّهِ شَاهِدِينَ عَلَىٰ أَنْفُسِهِمْ بِالْكُفْرِ ۚ أُولَٰئِكَ حَبِطَتْ أَعْمَالُهُمْ وَفِي النَّارِ هُمْ خَالِدُونَ
არ არის მიზანშეწონილი, ალლაჰის სამლოცველოები ააგონ წარმართებმა, როცა ისინი საკუთარი სულის წინაშე ურჯულოებით მოწმეობენ, ფუჭი იქმნა საქმენი მათი და სამუდამოდ ცეცხლში იქნებიან ეგენი!
9:17 -
إِنَّمَا يَعْمُرُ مَسَاجِدَ اللَّهِ مَنْ آمَنَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ وَأَقَامَ الصَّلَاةَ وَآتَى الزَّكَاةَ وَلَمْ يَخْشَ إِلَّا اللَّهَ ۖ فَعَسَىٰ أُولَٰئِكَ أَنْ يَكُونُوا مِنَ الْمُهْتَدِينَ
მხოლოდ ის ააგებს ალლაჰის სამლოცველოებს, ვინც ირწმუნა ალლაჰი, დღე უკანასკნელი და აღავლინა ლოცვა, გაიღო ზექათი და არ აქვს შიში, გარდა ალლაჰისა. ეგების ჭეშმარიტ გზაზე მავალნი იყვნენ ეგენი!
9:18 -
أَجَعَلْتُمْ سِقَايَةَ الْحَاجِّ وَعِمَارَةَ الْمَسْجِدِ الْحَرَامِ كَمَنْ آمَنَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ وَجَاهَدَ فِي سَبِيلِ اللَّهِ ۚ لَا يَسْتَوُونَ عِنْدَ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الظَّالِمِينَ
ნუთუ თქვენ გაუტოლეთ მათ, ვინც ჰაჯები დაარწყულა და მესჯიდი ჰარამი აღადგინა, იმათ, ვინც ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი და იბრძოლა ალლაჰის გზაზე. ალლაჰის წინაშე არ არიან ეგენი თანასწორი. და არ წარმართავს ალლაჰი უასამართლო ხალხს ჭეშმარიტ გზაზე!
9:19 -
الَّذِينَ آمَنُوا وَهَاجَرُوا وَجَاهَدُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ بِأَمْوَالِهِمْ وَأَنْفُسِهِمْ أَعْظَمُ دَرَجَةً عِنْدَ اللَّهِ ۚ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْفَائِزُونَ
რომელთაც ირწმუნეს, გადასახლდნენ, და იბრძოლეს თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით ალლაჰის გზაზე, აღმატებული ხარისხებია მათთვის ალლაჰის წინაშე, და სწორედ ეგენი არიან ნეტარნი!
9:20
თარგმანი: რეზო მიქელაძე