მუსხაფი, გვერდი 169
-
وَلَمَّا رَجَعَ مُوسَىٰ إِلَىٰ قَوْمِهِ غَضْبَانَ أَسِفًا قَالَ بِئْسَمَا خَلَفْتُمُونِي مِنْ بَعْدِي ۖ أَعَجِلْتُمْ أَمْرَ رَبِّكُمْ ۖ وَأَلْقَى الْأَلْوَاحَ وَأَخَذَ بِرَأْسِ أَخِيهِ يَجُرُّهُ إِلَيْهِ ۚ قَالَ ابْنَ أُمَّ إِنَّ الْقَوْمَ اسْتَضْعَفُونِي وَكَادُوا يَقْتُلُونَنِي فَلَا تُشْمِتْ بِيَ الْأَعْدَاءَ وَلَا تَجْعَلْنِي مَعَ الْقَوْمِ الظَّالِمِينَ
და როცა მუსა დაბრუნდა თავის ხალხთან განრისხებული და დამწუხრებული, უთხრა მათ: ჩემს არყოფნაში რაოდენ ცუდი ნაცვლობა გამიწიეთ. განა, დააჩქარეთ თქვენი ღმერთის ბრძანება? და დაყარა დაფები. და წაავლო თავში ხელი თავის ძმას და ქაჩავდა თავისკენ. უთხრა: ჰეი, შვილო დედაჩემისა! უეჭველად, ხალხმა გადამძალა მე და სადაცაა მკლავდნენ. და ნუ გაახარებ მტრებს ჩემზე და ნუ ჩამთვლი უსამართლო ხალხთან ერთად.
7:150 -
قَالَ رَبِّ اغْفِرْ لِي وَلِأَخِي وَأَدْخِلْنَا فِي رَحْمَتِكَ ۖ وَأَنْتَ أَرْحَمُ الرَّاحِمِينَ
შეევედრა: ღმერთო ჩემო! მომიტევე მე და ჩემს ძმას, და შეგვიყვანე შენს წყალობაში, რამეთუ შენ მოწყალეთა შორის უმოწყალესი ხარ!
7:151 -
إِنَّ الَّذِينَ اتَّخَذُوا الْعِجْلَ سَيَنَالُهُمْ غَضَبٌ مِنْ رَبِّهِمْ وَذِلَّةٌ فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۚ وَكَذَٰلِكَ نَجْزِي الْمُفْتَرِينَ
უეჭველად, რომელთაც ხბო დაიდგინეს, სასჯელს გადაეყრებიან თავიანთი ღმერთისგან და დამცირებას ამქვეყნიურ ცხოვრებაში. და ასე მივუზღავთ ჩვენ ცილისმწამებლებს!
7:152 -
وَالَّذِينَ عَمِلُوا السَّيِّئَاتِ ثُمَّ تَابُوا مِنْ بَعْدِهَا وَآمَنُوا إِنَّ رَبَّكَ مِنْ بَعْدِهَا لَغَفُورٌ رَحِيمٌ
და რომელთაც ჰქმნეს ცოდვა, მერე კი მოინანიეს მის შემდეგ და ირწმუნეს, უეჭველად, შენი ღმერთი ამის შემდგომ შემნდობი და მწყალობელია.
7:153 -
وَلَمَّا سَكَتَ عَنْ مُوسَى الْغَضَبُ أَخَذَ الْأَلْوَاحَ ۖ وَفِي نُسْخَتِهَا هُدًى وَرَحْمَةٌ لِلَّذِينَ هُمْ لِرَبِّهِمْ يَرْهَبُونَ
და როცა მუსას რისხვამ გადაუარა, აიღო დაფები და მის ნუსხაში იყო ჭეშმარიტი გზა და წყალობა იმათთვის, რომელთაც ეშინოდათ თავიანთი ღმერთისა.
7:154 -
وَاخْتَارَ مُوسَىٰ قَوْمَهُ سَبْعِينَ رَجُلًا لِمِيقَاتِنَا ۖ فَلَمَّا أَخَذَتْهُمُ الرَّجْفَةُ قَالَ رَبِّ لَوْ شِئْتَ أَهْلَكْتَهُمْ مِنْ قَبْلُ وَإِيَّايَ ۖ أَتُهْلِكُنَا بِمَا فَعَلَ السُّفَهَاءُ مِنَّا ۖ إِنْ هِيَ إِلَّا فِتْنَتُكَ تُضِلُّ بِهَا مَنْ تَشَاءُ وَتَهْدِي مَنْ تَشَاءُ ۖ أَنْتَ وَلِيُّنَا فَاغْفِرْ لَنَا وَارْحَمْنَا ۖ وَأَنْتَ خَيْرُ الْغَافِرِينَ
და აირჩია მუსამ თავისი ხალხიდან სამოცდაათი კაცი ჩვენგან დათქმული ვადისთვის. და როცა მიწისძვრა დაატყდათ თავს, მან თქვა: ღმერთო ჩემო! შენ რომ გესურვა, აქამდე გაანადგურებდი მათაც და მეც. ნუთუ გაგვანადგურებ იმისათვის, რაც ჩაიდინეს ცნობამიხდილებმა ჩვენგან? სხვა არაფერი იყო ეს, თუ არა გამოცდა შენგან. ამით გზას ააცდენ იმათ, ინებებ ვისაც და ჭეშმარიტ გზას დაადგენ, ინებებ ვისაც. შენ ხარ ჩვენი მფარველი. მაშ, მოგვიტევე და შეგვიწყალე ჩვენ, რამეთუ შენა ხარ საუკეთესო მიმტევებელი!
7:155
თარგმანი: რეზო მიქელაძე