მუსხაფი, გვერდი 162
-
قَالَ الْمَلَأُ الَّذِينَ اسْتَكْبَرُوا مِنْ قَوْمِهِ لَنُخْرِجَنَّكَ يَا شُعَيْبُ وَالَّذِينَ آمَنُوا مَعَكَ مِنْ قَرْيَتِنَا أَوْ لَتَعُودُنَّ فِي مِلَّتِنَا ۚ قَالَ أَوَلَوْ كُنَّا كَارِهِينَ
და თქვეს თავკაცნმა მისი ხალხიდან, რომელნიც ქედმაღლობდნენ: უთუოდ, ჩვენი სოფლიდან გაგაძევებთ შენაც, შუღეიბ, და რომელთაც ირწმუნეს შენთან ერთად, ან უსათუოდ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს რჯულს. მიუგო: თუნდაც ზიზღს ვგრძნობდეთ მის მიმართ?
7:88 -
قَدِ افْتَرَيْنَا عَلَى اللَّهِ كَذِبًا إِنْ عُدْنَا فِي مِلَّتِكُمْ بَعْدَ إِذْ نَجَّانَا اللَّهُ مِنْهَا ۚ وَمَا يَكُونُ لَنَا أَنْ نَعُودَ فِيهَا إِلَّا أَنْ يَشَاءَ اللَّهُ رَبُّنَا ۚ وَسِعَ رَبُّنَا كُلَّ شَيْءٍ عِلْمًا ۚ عَلَى اللَّهِ تَوَكَّلْنَا ۚ رَبَّنَا افْتَحْ بَيْنَنَا وَبَيْنَ قَوْمِنَا بِالْحَقِّ وَأَنْتَ خَيْرُ الْفَاتِحِينَ
ალლაჰს უთუოდ ცილს დავსწამებთ, თუკი დავუბრუნდებით თქვენს სარწმუნოებას მას შემდეგ, რაც ალლაჰმა გვიხსნა მისგან. და არ იქნება, ჩვენ დავუბრუნდეთ მას გარდა, ალლაჰის ნებისა, ჩვენი ღმერთისა. ჩვენი ღმერთი გარემოიცავს ცოდნით ყველაფერს. ჩვენ ალლაჰს ვჰმორჩილობთ. ღმერთო ჩვენო! განსაჯე ჩვენსა და ჩვენს ხალხს შორის ჭეშმარიტებით, რამეთუ შენ ხარ საუკეთესო მსაჯული!
7:89 -
وَقَالَ الْمَلَأُ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ قَوْمِهِ لَئِنِ اتَّبَعْتُمْ شُعَيْبًا إِنَّكُمْ إِذًا لَخَاسِرُونَ
და უთხრეს თავკაცნმა მისი ხალხიდან, რომელთაც უარყვეს: თუ თქვენ გაჰყვებით შუღეიბს, უეჭველად, წაგებულთა შორის იქნებით!
7:90 -
فَأَخَذَتْهُمُ الرَّجْفَةُ فَأَصْبَحُوا فِي دَارِهِمْ جَاثِمِينَ
ამრიგად, შეიპყრო ეგენი ძლიერმა მიწისძვრამ და იქმნენ თავიანთ სახლებში დაჩოქილნი მუხლებზე.
7:91 -
الَّذِينَ كَذَّبُوا شُعَيْبًا كَأَنْ لَمْ يَغْنَوْا فِيهَا ۚ الَّذِينَ كَذَّبُوا شُعَيْبًا كَانُوا هُمُ الْخَاسِرِينَ
და რომელთაც ცრუდ შერაცხეს შუღეიბი, ვითომც არ უცხოვრიათ იქ. რომელთაც ცრუდ შერაცხეს შუღეიბი, სწორედ ეგენი არიან დაზარალებულნი.
7:92 -
فَتَوَلَّىٰ عَنْهُمْ وَقَالَ يَا قَوْمِ لَقَدْ أَبْلَغْتُكُمْ رِسَالَاتِ رَبِّي وَنَصَحْتُ لَكُمْ ۖ فَكَيْفَ آسَىٰ عَلَىٰ قَوْمٍ كَافِرِينَ
მაშინ გატრიალდა მათგან და უთხრა: ჰეი, ხალხო ჩემო! უეჭველად, მე გადმოგეცით ჩემი ღმერთის უწყებანი! და დაგარიგე თქვენ, მაშინ რატომღა ვიდარდო ურწმუნო ხალხის გამო?
7:93 -
وَمَا أَرْسَلْنَا فِي قَرْيَةٍ مِنْ نَبِيٍّ إِلَّا أَخَذْنَا أَهْلَهَا بِالْبَأْسَاءِ وَالضَّرَّاءِ لَعَلَّهُمْ يَضَّرَّعُونَ
და ჩვენ არ წარგვიგზავნია არც ერთ ქალაქში შუამავალი, რომ მისი მკვიდრისთვის არ დაგვეტეხა უბედურება და გაჭირვება, ეგების შევედრებოდნენ ეგენი!
7:94 -
ثُمَّ بَدَّلْنَا مَكَانَ السَّيِّئَةِ الْحَسَنَةَ حَتَّىٰ عَفَوْا وَقَالُوا قَدْ مَسَّ آبَاءَنَا الضَّرَّاءُ وَالسَّرَّاءُ فَأَخَذْنَاهُمْ بَغْتَةً وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ
შემდეგ ცუდი კარგით ჩავუნაცვლეთ, ვიდრეღა გამრავლდნენ და თქვეს: ჩვენს მამებსაც სწვევიათ უბედურება და ბედნიერება. „ამრიგად, მოულოდნელად დავატეხეთ უბედურება და ვერ გრძნობდნენ ეგენი“!
7:95
თარგმანი: რეზო მიქელაძე