მუსხაფი, გვერდი 151

  1. المص

    ელიფ, ლამ, მიმ, სად.

    7:1
  2. كِتَابٌ أُنْزِلَ إِلَيْكَ فَلَا يَكُنْ فِي صَدْرِكَ حَرَجٌ مِنْهُ لِتُنْذِرَ بِهِ وَذِكْرَىٰ لِلْمُؤْمِنِينَ

    აი, წიგნი მოვლენილი შენდა, მორწმუნეთა დასარიგებლად და მათ შესაგონებლად. მაშ, იმის გამო არ ჩაიდო გულში ნაღველი!

    7:2
  3. اتَّبِعُوا مَا أُنْزِلَ إِلَيْكُمْ مِنْ رَبِّكُمْ وَلَا تَتَّبِعُوا مِنْ دُونِهِ أَوْلِيَاءَ ۗ قَلِيلًا مَا تَذَكَّرُونَ

    (უთხარი მათ) გაჰყევით იმას, რაც ზემოგევლინათ თქვენ თქვენი ღმერთისგან და არ დაიდგინოთ მის გარდა მეგობარი. და რაოდენ მწირია თქვენი თვალთახედვა.

    7:3
  4. وَكَمْ مِنْ قَرْيَةٍ أَهْلَكْنَاهَا فَجَاءَهَا بَأْسُنَا بَيَاتًا أَوْ هُمْ قَائِلُونَ

    და რამდენი დასახლება გავანადგურეთ ჩვენ! აჰა, ეწია მათ ჩვენი რისხვა დღისით ან ღამით, როცა ეძინათ.

    7:4
  5. فَمَا كَانَ دَعْوَاهُمْ إِذْ جَاءَهُمْ بَأْسُنَا إِلَّا أَنْ قَالُوا إِنَّا كُنَّا ظَالِمِينَ

    და, როცა ჩვენი რისხვა დაატყდებოდათ, სხვა არღა იყო რა მათი ძახილი, თუ არა მოთქმა: „უეჭველად, უსამართლონი ვიყავით ჩვენ!“

    7:5
  6. فَلَنَسْأَلَنَّ الَّذِينَ أُرْسِلَ إِلَيْهِمْ وَلَنَسْأَلَنَّ الْمُرْسَلِينَ

    მაშინ, აუცილებლად მოვკითხავთ მათ, რომელთაც შუამავალნი მოევლინათ და აუცილებლად მოვთხოვთ შუამავალთაც.

    7:6
  7. فَلَنَقُصَّنَّ عَلَيْهِمْ بِعِلْمٍ ۖ وَمَا كُنَّا غَائِبِينَ

    და დიახაც, აუცილებლად მოვუყვებით ცოდნით, და არ ვიყავით ჩვენ მიღმა.

    7:7
  8. وَالْوَزْنُ يَوْمَئِذٍ الْحَقُّ ۚ فَمَنْ ثَقُلَتْ مَوَازِينُهُ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ

    და იმ დღეს სასწორიც ჭეშმარიტებაა და ვისი ასაწონიც გადაწონის, სწორედ ისინი იქნებიან ნეტარნი.

    7:8
  9. وَمَنْ خَفَّتْ مَوَازِينُهُ فَأُولَٰئِكَ الَّذِينَ خَسِرُوا أَنْفُسَهُمْ بِمَا كَانُوا بِآيَاتِنَا يَظْلِمُونَ

    და ვისი ასაწონიც მსუბუქი იქნება, სწორედ ისინი არიან, რომელთაც თავიანთი თავი წაიწყმიდეს იმით, რომ ჩვენ აიათებს უსამართლოდ ეპყრობოდნენ.

    7:9
  10. وَلَقَدْ مَكَّنَّاكُمْ فِي الْأَرْضِ وَجَعَلْنَا لَكُمْ فِيهَا مَعَايِشَ ۗ قَلِيلًا مَا تَشْكُرُونَ

    და ვფიცავ, ჩვენ დაგამკვიდრეთ ქვეყანაზე და ჩვენ დაგიდგინეთ საარსებო. რაოდენ მცირეა თქვენი მადლიერება?!

    7:10
  11. وَلَقَدْ خَلَقْنَاكُمْ ثُمَّ صَوَّرْنَاكُمْ ثُمَّ قُلْنَا لِلْمَلَائِكَةِ اسْجُدُوا لِآدَمَ فَسَجَدُوا إِلَّا إِبْلِيسَ لَمْ يَكُنْ مِنَ السَّاجِدِينَ

    და ვფიცავ, ჩვენ გაგაჩინეთ თქვენ, მერე ჩვენ გამოვსახეთ სახე თქვენი. მერე ვუბრძანეთ ანგელოზებს, სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის! და ყველა მათგანმა სეჯდე აღასრულა, ეშმაკის გარდა, და სეჯდეს აღმსრულებთაგან არ იყო იგი.

    7:11

თარგმანი: რეზო მიქელაძე