მუსხაფი, გვერდი 13
-
وَإِذْ أَخَذْنَا مِيثَاقَكُمْ لَا تَسْفِكُونَ دِمَاءَكُمْ وَلَا تُخْرِجُونَ أَنْفُسَكُمْ مِنْ دِيَارِكُمْ ثُمَّ أَقْرَرْتُمْ وَأَنْتُمْ تَشْهَدُونَ
როცა ავიღეთ ჩვენ აღთქმა თქვენგან, რომ არ დაღვრიდით ერთმანეთის სისხლს და არ გამოაძევებდით ერთმანეთს საკუთარი სახლებიდან. მერე თქვენ დაადასტურეთ და მოწმენიც იყავით ამის,
2:84 -
ثُمَّ أَنْتُمْ هَٰؤُلَاءِ تَقْتُلُونَ أَنْفُسَكُمْ وَتُخْرِجُونَ فَرِيقًا مِنْكُمْ مِنْ دِيَارِهِمْ تَظَاهَرُونَ عَلَيْهِمْ بِالْإِثْمِ وَالْعُدْوَانِ وَإِنْ يَأْتُوكُمْ أُسَارَىٰ تُفَادُوهُمْ وَهُوَ مُحَرَّمٌ عَلَيْكُمْ إِخْرَاجُهُمْ ۚ أَفَتُؤْمِنُونَ بِبَعْضِ الْكِتَابِ وَتَكْفُرُونَ بِبَعْضٍ ۚ فَمَا جَزَاءُ مَنْ يَفْعَلُ ذَٰلِكَ مِنْكُمْ إِلَّا خِزْيٌ فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۖ وَيَوْمَ الْقِيَامَةِ يُرَدُّونَ إِلَىٰ أَشَدِّ الْعَذَابِ ۗ وَمَا اللَّهُ بِغَافِلٍ عَمَّا تَعْمَلُونَ
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხართ ისინი, ვინც ერთმანეთს ხოცავდა. ნაწილს თქვენიანებისას საკუთარი სახლებიდან აძევებდით და მათ წინააღმდეგ ცოდვით და მტრობით ერთმანეთს მხარს უბამდით. და თუ ტყვეებად ჩაგივარდებოდნენ (განდევნილნი), გამოსასყიდს იღებდით მათგან, განდევნა მათი ისედაც გეკრძალებოდათ. ნუთუ წიგნის ერთ ნაწილს ირწმუნებთ, მეორე ნაწილს კი უარყოფთ? თქვენგან ვინც იქმს ამას, საზღაური ამისა არ იქნება სხვა, თუ არა დამცირება ამ ცხოვრებაში და აღდგომის დღეს მიეგებათ მწარე სასჯელი. ალლაჰი უგულისყურო არ არის, იმის მიმართ, რასაც აკეთებთ!
2:85 -
أُولَٰئِكَ الَّذِينَ اشْتَرَوُا الْحَيَاةَ الدُّنْيَا بِالْآخِرَةِ ۖ فَلَا يُخَفَّفُ عَنْهُمُ الْعَذَابُ وَلَا هُمْ يُنْصَرُونَ
აი ეგენი, რომელთაც ამქვეყნიური ყოფა იმქვეყნიურის ფასად იყიდეს და არ შეუმსუბუქდებათ მათ სასჯელი, და არც იქნება შეწევნა მათი.
2:86 -
وَلَقَدْ آتَيْنَا مُوسَى الْكِتَابَ وَقَفَّيْنَا مِنْ بَعْدِهِ بِالرُّسُلِ ۖ وَآتَيْنَا عِيسَى ابْنَ مَرْيَمَ الْبَيِّنَاتِ وَأَيَّدْنَاهُ بِرُوحِ الْقُدُسِ ۗ أَفَكُلَّمَا جَاءَكُمْ رَسُولٌ بِمَا لَا تَهْوَىٰ أَنْفُسُكُمُ اسْتَكْبَرْتُمْ فَفَرِيقًا كَذَّبْتُمْ وَفَرِيقًا تَقْتُلُونَ
სწორედ, რომ ჩვენ მივეცით მუსას წიგნი და უკან მივაყოლეთ სხვა შუამავლები და ვუბოძეთ ღისას, მარიამის შვილს, ცხადი მოწმობანი და სულიწმინდით განვამტკიცეთ. განა ყოველთვის, როცა შუამავალი მოგევლინებოდათ და ისეთ რამეს მოგიტანდათ, რაც თქვენ სულს არ სურდა, არ მედიდურდებოდით და მათ ერთ ნაწილს სიცრუეში არ ადანაშაულებდით, მეორე ნაწილს კი კლავდით?
2:87 -
وَقَالُوا قُلُوبُنَا غُلْفٌ ۚ بَلْ لَعَنَهُمُ اللَّهُ بِكُفْرِهِمْ فَقَلِيلًا مَا يُؤْمِنُونَ
და თქვეს: „გულები ჩვენი დაცულია“!... არა! ალლაჰმა დასწყევლა ისინი ურწმუნოების გამო და ამიტომაც ძალიან ცოტა სწამთ.
2:88
თარგმანი: რეზო მიქელაძე