მუსხაფი, გვერდი 129
-
وَلَوْ جَعَلْنَاهُ مَلَكًا لَجَعَلْنَاهُ رَجُلًا وَلَلَبَسْنَا عَلَيْهِمْ مَا يَلْبِسُونَ
და რომ ანგელოზი დაგვედგინა შუამავლად, მას ადამიანის სახით მოვავლენდით და უთუოდ ბუნდოვანს გავუხდიდით, რასაც ბუნდოვანს ხდიან ეგენი.
6:9 -
وَلَقَدِ اسْتُهْزِئَ بِرُسُلٍ مِنْ قَبْلِكَ فَحَاقَ بِالَّذِينَ سَخِرُوا مِنْهُمْ مَا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ
ვფიცავ! შენამდე უკვე შუამავალნი აიგდეს მასხრად, და რომელნიც მასხრად იგდებდნენ, თავს დაატყდათ იგი, რასაც იგდებდნენ.
6:10 -
قُلْ سِيرُوا فِي الْأَرْضِ ثُمَّ انْظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الْمُكَذِّبِينَ
უთხარი: წადით, მოიარეთ ქვეყანა და შემდეგ ნახეთ თუ როგორი იყო აღსასრული ცრუდ შემრაცხველნისა.
6:11 -
قُلْ لِمَنْ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ قُلْ لِلَّهِ ۚ كَتَبَ عَلَىٰ نَفْسِهِ الرَّحْمَةَ ۚ لَيَجْمَعَنَّكُمْ إِلَىٰ يَوْمِ الْقِيَامَةِ لَا رَيْبَ فِيهِ ۚ الَّذِينَ خَسِرُوا أَنْفُسَهُمْ فَهُمْ لَا يُؤْمِنُونَ
ჰკითხე: ვისია ის, რაც ცათა შინაა და ქვეყანასა ზედა? უპასუხე: ალლაჰისაა. დაწერა მან თავის თავზე მწყალობლობა. უეჭველად, ის შეგკრებთ თქვენ აღდგომის დღეს, რაშიც ეჭვი არ არსებობს. და რომელნიც საკუთარ სულს ავნებენ, სწორედ ეგენი არ არიან მორწმუნენი.
6:12 -
وَلَهُ مَا سَكَنَ فِي اللَّيْلِ وَالنَّهَارِ ۚ وَهُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ
და მისია ყველაფერი, რაც ღამეში და დღეშია. და იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.
6:13 -
قُلْ أَغَيْرَ اللَّهِ أَتَّخِذُ وَلِيًّا فَاطِرِ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَهُوَ يُطْعِمُ وَلَا يُطْعَمُ ۗ قُلْ إِنِّي أُمِرْتُ أَنْ أَكُونَ أَوَّلَ مَنْ أَسْلَمَ ۖ وَلَا تَكُونَنَّ مِنَ الْمُشْرِكِينَ
უთხარი შენ: განა მეგობრად ავირჩევ ვინმეს, გარდა ალლაჰისა, ცათა და ქვეყნის გამჩენისა? იგია დამპურებელი, მაგრამ თავად არ საჭიროებს მას. უთხარი: უეჭველად, მე მებრძანა ვიყო პირველი იმათგან, ვინც ჰმორჩილა და არ ვიყო წარმართთაგანი.
6:14 -
قُلْ إِنِّي أَخَافُ إِنْ عَصَيْتُ رَبِّي عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍ
უთხარი: უეჭველად, მე მეშინია დიდი დღის სასჯელის, თუკი ვეურჩები ჩემს ღმერთს.
6:15 -
مَنْ يُصْرَفْ عَنْهُ يَوْمَئِذٍ فَقَدْ رَحِمَهُ ۚ وَذَٰلِكَ الْفَوْزُ الْمُبِينُ
ვინც ამ დღეს თავს დააღწევს მისგან, მაშ, შეწყალებულ იქმნა იგი. და სწორედ ესაა აშკარა გადარჩენა!
6:16 -
وَإِنْ يَمْسَسْكَ اللَّهُ بِضُرٍّ فَلَا كَاشِفَ لَهُ إِلَّا هُوَ ۖ وَإِنْ يَمْسَسْكَ بِخَيْرٍ فَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
და თუ უბედურება დაგატეხოს ალლაჰმა, ამისაგან დამხსნელი არავინაა, გარეშე მისა. და თუ სიკეთეს მოგაწევს, სწორედ იგი ყოვლისშემძლეა.
6:17 -
وَهُوَ الْقَاهِرُ فَوْقَ عِبَادِهِ ۚ وَهُوَ الْحَكِيمُ الْخَبِيرُ
და ძლევამოსილია იგი თავის მსახურებზე. და ბრძენია, ყოვლისმცოდნეა.
6:18
თარგმანი: რეზო მიქელაძე