მუსხაფი, გვერდი 114

  1. يُرِيدُونَ أَنْ يَخْرُجُوا مِنَ النَّارِ وَمَا هُمْ بِخَارِجِينَ مِنْهَا ۖ وَلَهُمْ عَذَابٌ مُقِيمٌ

    სურთ, რომ გამოვიდნენ ცეცხლიდან, მაგრამ ვერ გამოვლენ იქიდან; და მათთვისაა ტანჯვა დაუსრულებელი.

    5:37
  2. وَالسَّارِقُ وَالسَّارِقَةُ فَاقْطَعُوا أَيْدِيَهُمَا جَزَاءً بِمَا كَسَبَا نَكَالًا مِنَ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ عَزِيزٌ حَكِيمٌ

    და ქურდ კაცსა და ქურდ ქალს ორივეს ხელები მოჰკვეთეთ ალლაჰისგან საზღაურად რაც ჩაიდინეს, და (ხალხთათვის) სანიმუშოდ. ხოლო ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.

    5:38
  3. فَمَنْ تَابَ مِنْ بَعْدِ ظُلْمِهِ وَأَصْلَحَ فَإِنَّ اللَّهَ يَتُوبُ عَلَيْهِ ۗ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ

    ხოლო ვინც მოინანიებს ჩადენილი დანაშაულის შემდეგ და გამოასწორებს, უეჭველად, მიუტევებს ალლაჰი მას. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.

    5:39
  4. أَلَمْ تَعْلَمْ أَنَّ اللَّهَ لَهُ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ يُعَذِّبُ مَنْ يَشَاءُ وَيَغْفِرُ لِمَنْ يَشَاءُ ۗ وَاللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    განა არ იცი, რომ ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა! დასჯის, ინებებს ვისაც, და შეიწყალებს, ინებებს ვისაც. და ალლაჰს ძალუძს ყველაფერი.

    5:40
  5. يَا أَيُّهَا الرَّسُولُ لَا يَحْزُنْكَ الَّذِينَ يُسَارِعُونَ فِي الْكُفْرِ مِنَ الَّذِينَ قَالُوا آمَنَّا بِأَفْوَاهِهِمْ وَلَمْ تُؤْمِنْ قُلُوبُهُمْ ۛ وَمِنَ الَّذِينَ هَادُوا ۛ سَمَّاعُونَ لِلْكَذِبِ سَمَّاعُونَ لِقَوْمٍ آخَرِينَ لَمْ يَأْتُوكَ ۖ يُحَرِّفُونَ الْكَلِمَ مِنْ بَعْدِ مَوَاضِعِهِ ۖ يَقُولُونَ إِنْ أُوتِيتُمْ هَٰذَا فَخُذُوهُ وَإِنْ لَمْ تُؤْتَوْهُ فَاحْذَرُوا ۚ وَمَنْ يُرِدِ اللَّهُ فِتْنَتَهُ فَلَنْ تَمْلِكَ لَهُ مِنَ اللَّهِ شَيْئًا ۚ أُولَٰئِكَ الَّذِينَ لَمْ يُرِدِ اللَّهُ أَنْ يُطَهِّرَ قُلُوبَهُمْ ۚ لَهُمْ فِي الدُّنْيَا خِزْيٌ ۖ وَلَهُمْ فِي الْآخِرَةِ عَذَابٌ عَظِيمٌ

    ო, შუამავალო! არ დამწუხრდე იმათ გამო, რომელნიც ურწმუნოებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, მათგან რომელნიც პირით იტყვიან: ჩვენ ვიწამეთ, გულებს მათსას კი არ სწამთ; და იმათგან, რომელნიც იუდეველნი არიან, მსმენელნი სიცრუისა, მსმენელნი სხვა ხალხისა, ვინც შენთან არ მოსულა; ისინი სიტყვას ამახინჯებენ, მის შემდეგ რაც ის იყო თავის ადგილზე, ამბობენ: თუ მოგეცათ თქვენ ეს, მაშ, აიღეთ იგი, და თუ არ მოგცემიათ ეს, მაშინ განერიდეთ! და ვისი გამოცდაც ინებოს ალლაჰმა, მის დაცვას შენ ვერასდროს შეძლებ ალლაჰისგან. სწორედ ეგენი არიან, რომელთა გულების განწმენდაც ალლაჰის ნება არ არის. და მათთვისაა ამქვეყნად დამცირება, ხოლო იმქვეყნად მძიმე სასჯელი!

    5:41

თარგმანი: რეზო მიქელაძე