მუსხაფი, გვერდი 104
-
إِنَّا أَوْحَيْنَا إِلَيْكَ كَمَا أَوْحَيْنَا إِلَىٰ نُوحٍ وَالنَّبِيِّينَ مِنْ بَعْدِهِ ۚ وَأَوْحَيْنَا إِلَىٰ إِبْرَاهِيمَ وَإِسْمَاعِيلَ وَإِسْحَاقَ وَيَعْقُوبَ وَالْأَسْبَاطِ وَعِيسَىٰ وَأَيُّوبَ وَيُونُسَ وَهَارُونَ وَسُلَيْمَانَ ۚ وَآتَيْنَا دَاوُودَ زَبُورًا
უეჭველად, ჩვენ შენ შთაგაგონეთ, როგორც ნუჰს შთავაგონეთ და შუამავლთ მის შემდგომ, და (როგორც) ჩვენ შთავაგონეთ იბრაჰიმს და ისმაილს, ისჰაყს, იაღყუბს და შტოებს, ღისას, ეიუბს, იუნუსს, ჰარუნს და სულეიმანს და მივეცით ზებური (ფსალმუნი) დავუდს;
4:163 -
وَرُسُلًا قَدْ قَصَصْنَاهُمْ عَلَيْكَ مِنْ قَبْلُ وَرُسُلًا لَمْ نَقْصُصْهُمْ عَلَيْكَ ۚ وَكَلَّمَ اللَّهُ مُوسَىٰ تَكْلِيمًا
და შუამავლები, ვისზეც უკვე გიამბეთ შენ და შუამავლები, ვისზეც არაფერი გვითქვამს შენთვის; და დაელაპარაკა ალლაჰი მუსას სიტყვიერად.
4:164 -
رُسُلًا مُبَشِّرِينَ وَمُنْذِرِينَ لِئَلَّا يَكُونَ لِلنَّاسِ عَلَى اللَّهِ حُجَّةٌ بَعْدَ الرُّسُلِ ۚ وَكَانَ اللَّهُ عَزِيزًا حَكِيمًا
და შუამავლები მახარობლებად და შემგონებლებად, შუამავლების შემდგომ რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
4:165 -
لَٰكِنِ اللَّهُ يَشْهَدُ بِمَا أَنْزَلَ إِلَيْكَ ۖ أَنْزَلَهُ بِعِلْمِهِ ۖ وَالْمَلَائِكَةُ يَشْهَدُونَ ۚ وَكَفَىٰ بِاللَّهِ شَهِيدًا
მაგრამ ალლაჰი ადასტურებს, რაც ზემოგივლინა შენ, რომელიც ზემოავლინა თავისი სიბრძნით და ანგელოზები ადასტურებენ. და ალლაჰი კმარა მოწმედ!
4:166 -
إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا وَصَدُّوا عَنْ سَبِيلِ اللَّهِ قَدْ ضَلُّوا ضَلَالًا بَعِيدًا
უეჭველად, რომელთაც უარყვეს და ააცდინეს ალლაჰის გზას, უკვე შორეულ ცდომილებაში არიან გადასულნი!
4:167 -
إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا وَظَلَمُوا لَمْ يَكُنِ اللَّهُ لِيَغْفِرَ لَهُمْ وَلَا لِيَهْدِيَهُمْ طَرِيقًا
უეჭველად, რომელთაც უარყვეს და ცოდვა ჩაიდინეს, არ იქნება ალლაჰმა შეუნდოს მათ და არ იქნება, რომ დაადგინოს ისინი სწორ გზას,
4:168 -
إِلَّا طَرِيقَ جَهَنَّمَ خَالِدِينَ فِيهَا أَبَدًا ۚ وَكَانَ ذَٰلِكَ عَلَى اللَّهِ يَسِيرًا
თუ არა ჯოჯოხეთის გზას. იქ დამკვიდრდებიან სამუდამოდ! და ეს იოლია ალლაჰისთვის!
4:169 -
يَا أَيُّهَا النَّاسُ قَدْ جَاءَكُمُ الرَّسُولُ بِالْحَقِّ مِنْ رَبِّكُمْ فَآمِنُوا خَيْرًا لَكُمْ ۚ وَإِنْ تَكْفُرُوا فَإِنَّ لِلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ وَكَانَ اللَّهُ عَلِيمًا حَكِيمًا
ჰეი, ადამიანნო! უკვე მოვიდა თქვენთან შუამავალი ჭეშმარიტებითურთ თქვენი ღმერთისგან, მაშ ირწმუნეთ! თქვენთვისვე იქნება უკეთესი. და თუ უარყოფთ, უეჭველად, ალლაჰისაა რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
4:170
თარგმანი: რეზო მიქელაძე