სურა 9 თევბე, აიათი 90 – 99
-
وَجَاءَ الْمُعَذِّرُونَ مِنَ الْأَعْرَابِ لِيُؤْذَنَ لَهُمْ وَقَعَدَ الَّذِينَ كَذَبُوا اللَّهَ وَرَسُولَهُ ۚ سَيُصِيبُ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ
და მოვიდნენ მომიზეზენი ბედუინთაგან, რათა ნება მისცემოდათ მათ. და დასხდნენ (სახლებში), რომელთაც ალლაჰი და მისი შუამავალი ცრუდ ჩათვალეს. სულ მალე მათ, რომელნიც მათგან ურწმუნონი იყვნენ, დაატყდებათ მწარე სასჯელი!
9:90 -
لَيْسَ عَلَى الضُّعَفَاءِ وَلَا عَلَى الْمَرْضَىٰ وَلَا عَلَى الَّذِينَ لَا يَجِدُونَ مَا يُنْفِقُونَ حَرَجٌ إِذَا نَصَحُوا لِلَّهِ وَرَسُولِهِ ۚ مَا عَلَى الْمُحْسِنِينَ مِنْ سَبِيلٍ ۚ وَاللَّهُ غَفُورٌ رَحِيمٌ
ცოდვად არ ეთვლებათ უძლურებს, არც სნეულებს და არც იმათ, რომელთაც არ მოეპოვებათ გაიღონ რამე, თუკი შეაგონებენ ისინი ალლაჰისა და მისი შუამავლისადმი. არცა კეთილისმქმნელთა წინააღმდეგ არსებობს საყვედური. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
9:91 -
وَلَا عَلَى الَّذِينَ إِذَا مَا أَتَوْكَ لِتَحْمِلَهُمْ قُلْتَ لَا أَجِدُ مَا أَحْمِلُكُمْ عَلَيْهِ تَوَلَّوْا وَأَعْيُنُهُمْ تَفِيضُ مِنَ الدَّمْعِ حَزَنًا أَلَّا يَجِدُوا مَا يُنْفِقُونَ
და არც იმათ, რომელნიც შენთან მოვიდნენ და სამგზავრო ცხოველები გთხოვეს, შენ კი უთხარი: თქვენთვის ცხოველები არ მომეძებნებაო. უკან გაბრუნებულებს თვალზე ცრემლი მოედინებოდათ, დამწუხრებულებს იმით, რომ არ ებადათ, რამე გაეღოთ.
9:92 -
إِنَّمَا السَّبِيلُ عَلَى الَّذِينَ يَسْتَأْذِنُونَكَ وَهُمْ أَغْنِيَاءُ ۚ رَضُوا بِأَنْ يَكُونُوا مَعَ الْخَوَالِفِ وَطَبَعَ اللَّهُ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ فَهُمْ لَا يَعْلَمُونَ
საყვედურს მხოლოდ ისინი იმსახურებენ, რომელნიც ნებას ითხოვენ შენგან, მიუხედავადი იმისა, რომ მდიდრები არიან. დაკმაყოფილდნენ იმით, რომ ყოფილიყვნენ სახლში დარჩენილებთან ერთად. და ბეჭედი დაასვა ალლაჰმა მათ გულებზე, ამიტომაც ეგენი ვერ შეიმეცნებენ!
9:93 -
يَعْتَذِرُونَ إِلَيْكُمْ إِذَا رَجَعْتُمْ إِلَيْهِمْ ۚ قُلْ لَا تَعْتَذِرُوا لَنْ نُؤْمِنَ لَكُمْ قَدْ نَبَّأَنَا اللَّهُ مِنْ أَخْبَارِكُمْ ۚ وَسَيَرَى اللَّهُ عَمَلَكُمْ وَرَسُولُهُ ثُمَّ تُرَدُّونَ إِلَىٰ عَالِمِ الْغَيْبِ وَالشَّهَادَةِ فَيُنَبِّئُكُمْ بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ
გებოდიშებიან თქვენ, როცა დაბრუნდით მათთან. უთხარი: ნუ გვებოდიშებით, მაინც არ დაგიჯერებთ თქვენ, უკვე ალლაჰმა გვაუწყა ჩვენ თქვენი ამბავი, და შეაფასებს ალლაჰი და მისი შუამავალი, მერე მოიქცევით თქვენ უხილავისა და ხილულის მცოდნესთან და იგი გაუწყებს თქვენ, რასაც სჩადიოდით.
9:94 -
سَيَحْلِفُونَ بِاللَّهِ لَكُمْ إِذَا انْقَلَبْتُمْ إِلَيْهِمْ لِتُعْرِضُوا عَنْهُمْ ۖ فَأَعْرِضُوا عَنْهُمْ ۖ إِنَّهُمْ رِجْسٌ ۖ وَمَأْوَاهُمْ جَهَنَّمُ جَزَاءً بِمَا كَانُوا يَكْسِبُونَ
დაიფიცებენ ეგენი ალლაჰს თქვენს წინაშე, როცა მათთან დაბრუნდებით, რათა ანებოთ თავი. მაშ, ანებეთ თავი მათ, უეჭველად, ეგენი მურდალნი არიან და ჯოჯოხეთია მათი თავშესაფარი, საზღაურად იმისა, რაც მოიხვეჭეს!
9:95 -
يَحْلِفُونَ لَكُمْ لِتَرْضَوْا عَنْهُمْ ۖ فَإِنْ تَرْضَوْا عَنْهُمْ فَإِنَّ اللَّهَ لَا يَرْضَىٰ عَنِ الْقَوْمِ الْفَاسِقِينَ
გეფიცებიან თქვენ, რათა კმაყოფილნი იყოთ მათგან. და რომც კმაყოფილი იყოთ მათგან, უეჭველად, ალლაჰი არ იქნება კმაყოფილი გზააცდენილი ხალხისგან!
9:96 -
الْأَعْرَابُ أَشَدُّ كُفْرًا وَنِفَاقًا وَأَجْدَرُ أَلَّا يَعْلَمُوا حُدُودَ مَا أَنْزَلَ اللَّهُ عَلَىٰ رَسُولِهِ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ
ბედუინები უფრო ანჩხლები არიან ურჯულოებასა და თვალთმაქცობაში და მარჯვე იმაში, რომ არ შეიცნონ ის, რაც ალლაჰმა გარდმოავლინა თავის შუამავალზე. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
9:97 -
وَمِنَ الْأَعْرَابِ مَنْ يَتَّخِذُ مَا يُنْفِقُ مَغْرَمًا وَيَتَرَبَّصُ بِكُمُ الدَّوَائِرَ ۚ عَلَيْهِمْ دَائِرَةُ السَّوْءِ ۗ وَاللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ
და ბედუინთა შორის არიან ისეთნიც, რომელნიც რასაც გაიღებენ, ბეგარად თვლიან, და ელოდებიან როდის გიმუხთლებს ბედი. დაე, მათზე იყოს ბედის სიმუხთლე! და ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
9:98 -
وَمِنَ الْأَعْرَابِ مَنْ يُؤْمِنُ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ وَيَتَّخِذُ مَا يُنْفِقُ قُرُبَاتٍ عِنْدَ اللَّهِ وَصَلَوَاتِ الرَّسُولِ ۚ أَلَا إِنَّهَا قُرْبَةٌ لَهُمْ ۚ سَيُدْخِلُهُمُ اللَّهُ فِي رَحْمَتِهِ ۗ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ
და ბედუინთა შორის არიან ისეთნიც, რომელთაც სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, და სჯერათ, რომ რასაც გაიღებენ, ალლაჰთან დააახლოებს და მისი შუამავლის ვედრებებს მოახვეჭინებს. უეჭველად, ის სიახლოვის საწინდარია მათთვის. მალე ალლაჰი შეიყვანს მათ თავისივე წყალობაში. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
9:99
თარგმანი: რეზო მიქელაძე