სურა 9 თევბე, აიათი 88 – 89
-
لَٰكِنِ الرَّسُولُ وَالَّذِينَ آمَنُوا مَعَهُ جَاهَدُوا بِأَمْوَالِهِمْ وَأَنْفُسِهِمْ ۚ وَأُولَٰئِكَ لَهُمُ الْخَيْرَاتُ ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ
ხოლო შუამავალმა და რომელთაც ირწმუნეს მასთან ერთად, იბრძოლეს თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით. სწორედ მათთვისაა სიკეთენი და სწორედ ეგენი არიან გადარჩენილი.
9:88 -
أَعَدَّ اللَّهُ لَهُمْ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا ۚ ذَٰلِكَ الْفَوْزُ الْعَظِيمُ
ალლაჰმა მათ მოუმზადა სამოთხენი, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც მარადიულად დაჰყოფენ. სწორედ ესაა უდიდესი გადარჩენა!
9:89
თარგმანი: რეზო მიქელაძე