სურა 9 თევბე, აიათი 81 – 89
-
فَرِحَ الْمُخَلَّفُونَ بِمَقْعَدِهِمْ خِلَافَ رَسُولِ اللَّهِ وَكَرِهُوا أَنْ يُجَاهِدُوا بِأَمْوَالِهِمْ وَأَنْفُسِهِمْ فِي سَبِيلِ اللَّهِ وَقَالُوا لَا تَنْفِرُوا فِي الْحَرِّ ۗ قُلْ نَارُ جَهَنَّمَ أَشَدُّ حَرًّا ۚ لَوْ كَانُوا يَفْقَهُونَ
გაიხარეს ურჩებმა უსაქმოდ ჯდომით. ალლაჰის შუამავლის ნების წინააღმდეგ, არ ისურვეს, რომ ებრძოლათ თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით ალლაჰის გზაზე, და თქვეს: „ნუ გაილაშქრებთ ასეთ სიცხეში“, უთხარი: „ჯოჯოხეთის ცეცხლი უფრო ცხელია!“ იქნებ, გონს მოვიდნენ!
9:81 -
فَلْيَضْحَكُوا قَلِيلًا وَلْيَبْكُوا كَثِيرًا جَزَاءً بِمَا كَانُوا يَكْسِبُونَ
დაე, ცოტა იცინონ და ბევრი იტირონ იმის საზღაურად, რაც მოიხვეჭეს!
9:82 -
فَإِنْ رَجَعَكَ اللَّهُ إِلَىٰ طَائِفَةٍ مِنْهُمْ فَاسْتَأْذَنُوكَ لِلْخُرُوجِ فَقُلْ لَنْ تَخْرُجُوا مَعِيَ أَبَدًا وَلَنْ تُقَاتِلُوا مَعِيَ عَدُوًّا ۖ إِنَّكُمْ رَضِيتُمْ بِالْقُعُودِ أَوَّلَ مَرَّةٍ فَاقْعُدُوا مَعَ الْخَالِفِينَ
თუ მოაბრუნებს შენთან ალლაჰი მათგან ერთ ჯგუფს და ითხოვენ შენგან ნებას, რათა გავიდნენ სალაშქროდ, უთხარი: ვერასდროს გამომყვებით ლაშქრობაში მე და ვერასდროს იბრძოლებთ ჩემთან ერთად მტრის წინააღმდეგ, რადგანაც თქვენ თქვენივე ნებით ირჩიეთ უსაქმოდ სახლში ჯდომა. მაშ, იჯექით უკანმყოფებთან ერთად!
9:83 -
وَلَا تُصَلِّ عَلَىٰ أَحَدٍ مِنْهُمْ مَاتَ أَبَدًا وَلَا تَقُمْ عَلَىٰ قَبْرِهِ ۖ إِنَّهُمْ كَفَرُوا بِاللَّهِ وَرَسُولِهِ وَمَاتُوا وَهُمْ فَاسِقُونَ
და არასდროს ილოცო მათგან ვინც მოკვდება, და არც მის საფლავზე დადგე, უეჭველად, უარყვეს მათ ალლაჰი და მისი შუამავალი და მიებარნენ ურჯულოდ ეგენი!
9:84 -
وَلَا تُعْجِبْكَ أَمْوَالُهُمْ وَأَوْلَادُهُمْ ۚ إِنَّمَا يُرِيدُ اللَّهُ أَنْ يُعَذِّبَهُمْ بِهَا فِي الدُّنْيَا وَتَزْهَقَ أَنْفُسُهُمْ وَهُمْ كَافِرُونَ
და შენ არ მოგხიბლოს მათმა ქონებამ და შვილებმა მათმა. რადგანაც ალლაჰის ნებაა, რომ დატანჯოს დედამიწაზე ეგენი ამით და ამოხადოს მათ სული ურწმუნოებაში!
9:85 -
وَإِذَا أُنْزِلَتْ سُورَةٌ أَنْ آمِنُوا بِاللَّهِ وَجَاهِدُوا مَعَ رَسُولِهِ اسْتَأْذَنَكَ أُولُو الطَّوْلِ مِنْهُمْ وَقَالُوا ذَرْنَا نَكُنْ مَعَ الْقَاعِدِينَ
და როცა მოვლენილი იქნა სურა, რომ ერწმუნათ ალლაჰი და ებრძოლათ მისი შუამავლის ერთად, შენ ნებართვა გთხოვეს მათგან შეძლებულებმა, და თქვეს: დაგვტოვე ჩვენ, ვიქნებით უსაქმურად სახლში მსხდომიარებთანო!
9:86 -
رَضُوا بِأَنْ يَكُونُوا مَعَ الْخَوَالِفِ وَطُبِعَ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ فَهُمْ لَا يَفْقَهُونَ
დაკმაყოფილდნენ სახლში მსხდომიარებთან ერთად ყოფნით და მათი გულები იქნა დალუქული, ამოტომაც ისინი ვერ შეიმეცნებენ.
9:87 -
لَٰكِنِ الرَّسُولُ وَالَّذِينَ آمَنُوا مَعَهُ جَاهَدُوا بِأَمْوَالِهِمْ وَأَنْفُسِهِمْ ۚ وَأُولَٰئِكَ لَهُمُ الْخَيْرَاتُ ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ
ხოლო შუამავალმა და რომელთაც ირწმუნეს მასთან ერთად, იბრძოლეს თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით. სწორედ მათთვისაა სიკეთენი და სწორედ ეგენი არიან გადარჩენილი.
9:88 -
أَعَدَّ اللَّهُ لَهُمْ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا ۚ ذَٰلِكَ الْفَوْزُ الْعَظِيمُ
ალლაჰმა მათ მოუმზადა სამოთხენი, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც მარადიულად დაჰყოფენ. სწორედ ესაა უდიდესი გადარჩენა!
9:89
თარგმანი: რეზო მიქელაძე