სურა 9 თევბე, აიათი 80 – 83

  1. اسْتَغْفِرْ لَهُمْ أَوْ لَا تَسْتَغْفِرْ لَهُمْ إِنْ تَسْتَغْفِرْ لَهُمْ سَبْعِينَ مَرَّةً فَلَنْ يَغْفِرَ اللَّهُ لَهُمْ ۚ ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ كَفَرُوا بِاللَّهِ وَرَسُولِهِ ۗ وَاللَّهُ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الْفَاسِقِينَ

    გინდ ითხოვო მათთვის მიტევება, და გინდ - არ, ან თუნდაც სამოცდაათჯერ ითხოვო მათი მიტევება, არამც და არამც არ მიუტევებს ალლაჰი მათ. ეს იმიტომ, რომ უარყვეს ალლაჰი და მისი შუამავალი. და ალლაჰი არ დაადგენს უკეთურ ხალხს ჭეშმარიტ გზაზე!

    9:80
  2. فَرِحَ الْمُخَلَّفُونَ بِمَقْعَدِهِمْ خِلَافَ رَسُولِ اللَّهِ وَكَرِهُوا أَنْ يُجَاهِدُوا بِأَمْوَالِهِمْ وَأَنْفُسِهِمْ فِي سَبِيلِ اللَّهِ وَقَالُوا لَا تَنْفِرُوا فِي الْحَرِّ ۗ قُلْ نَارُ جَهَنَّمَ أَشَدُّ حَرًّا ۚ لَوْ كَانُوا يَفْقَهُونَ

    გაიხარეს ურჩებმა უსაქმოდ ჯდომით. ალლაჰის შუამავლის ნების წინააღმდეგ, არ ისურვეს, რომ ებრძოლათ თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით ალლაჰის გზაზე, და თქვეს: „ნუ გაილაშქრებთ ასეთ სიცხეში“, უთხარი: „ჯოჯოხეთის ცეცხლი უფრო ცხელია!“ იქნებ, გონს მოვიდნენ!

    9:81
  3. فَلْيَضْحَكُوا قَلِيلًا وَلْيَبْكُوا كَثِيرًا جَزَاءً بِمَا كَانُوا يَكْسِبُونَ

    დაე, ცოტა იცინონ და ბევრი იტირონ იმის საზღაურად, რაც მოიხვეჭეს!

    9:82
  4. فَإِنْ رَجَعَكَ اللَّهُ إِلَىٰ طَائِفَةٍ مِنْهُمْ فَاسْتَأْذَنُوكَ لِلْخُرُوجِ فَقُلْ لَنْ تَخْرُجُوا مَعِيَ أَبَدًا وَلَنْ تُقَاتِلُوا مَعِيَ عَدُوًّا ۖ إِنَّكُمْ رَضِيتُمْ بِالْقُعُودِ أَوَّلَ مَرَّةٍ فَاقْعُدُوا مَعَ الْخَالِفِينَ

    თუ მოაბრუნებს შენთან ალლაჰი მათგან ერთ ჯგუფს და ითხოვენ შენგან ნებას, რათა გავიდნენ სალაშქროდ, უთხარი: ვერასდროს გამომყვებით ლაშქრობაში მე და ვერასდროს იბრძოლებთ ჩემთან ერთად მტრის წინააღმდეგ, რადგანაც თქვენ თქვენივე ნებით ირჩიეთ უსაქმოდ სახლში ჯდომა. მაშ, იჯექით უკანმყოფებთან ერთად!

    9:83

თარგმანი: რეზო მიქელაძე