სურა 9 თევბე, აიათი 7 – 11

  1. كَيْفَ يَكُونُ لِلْمُشْرِكِينَ عَهْدٌ عِنْدَ اللَّهِ وَعِنْدَ رَسُولِهِ إِلَّا الَّذِينَ عَاهَدْتُمْ عِنْدَ الْمَسْجِدِ الْحَرَامِ ۖ فَمَا اسْتَقَامُوا لَكُمْ فَاسْتَقِيمُوا لَهُمْ ۚ إِنَّ اللَّهَ يُحِبُّ الْمُتَّقِينَ

    როგორ შეიძლება ალლაჰისა და მისი შუამავლის წინაშე წარმართებს რამენაირი შეთანხმება ჰქონდეთ დადებული? გარდა იმათი, რომლებთანაც თქვენ დადეთ შეთანხმება მესჯიდი ჰარამთან? და თუ აღასრულებენ თქვენს წინაშე დადებულ ვალდებულებას, მაშ, აღასრულეთ თქვენც მათდამი ვალდებულება. უეჭველად, ალლაჰს უყვარს, მოკრძალებულნი არიან ვინც!

    9:7
  2. كَيْفَ وَإِنْ يَظْهَرُوا عَلَيْكُمْ لَا يَرْقُبُوا فِيكُمْ إِلًّا وَلَا ذِمَّةً ۚ يُرْضُونَكُمْ بِأَفْوَاهِهِمْ وَتَأْبَىٰ قُلُوبُهُمْ وَأَكْثَرُهُمْ فَاسِقُونَ

    როგორღა შეიძლება? და თუ გაიმარჯვებენ თქვენზე, არად ჩააგდებენ თქვენდამი არც სამართალს, არც ფიცსა და არც შეთანხმებას. პირმოთნეობენ ეგენი თქვენდამი თავიანთი პირით, მაგრამ არ არის მათი გულები კმაყოფილი. და მათგან უმეტესი ამცდარია ჭეშმარიტებას.

    9:8
  3. اشْتَرَوْا بِآيَاتِ اللَّهِ ثَمَنًا قَلِيلًا فَصَدُّوا عَنْ سَبِيلِهِ ۚ إِنَّهُمْ سَاءَ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    გაყიდეს მათ ალლაჰის აიათები მცირე ფასად და შემოატრიალეს მისი გზიდან. უეჭველად, რაოდენ ცუდია ის, რასაც სჩადიოდნენ ეგენი!...

    9:9
  4. لَا يَرْقُبُونَ فِي مُؤْمِنٍ إِلًّا وَلَا ذِمَّةً ۚ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُعْتَدُونَ

    არაფრად აგდებენ მორწმუნის უფლებებს, არც ფიცს, და არც შეთანხმებას. და სწორედ, ეგენი არიან ზღვარგადასულნი.

    9:10
  5. فَإِنْ تَابُوا وَأَقَامُوا الصَّلَاةَ وَآتَوُا الزَّكَاةَ فَإِخْوَانُكُمْ فِي الدِّينِ ۗ وَنُفَصِّلُ الْآيَاتِ لِقَوْمٍ يَعْلَمُونَ

    მაგრამ თუ მოინანიეს, ლოცვა აღავლინეს, ზექათი გაიღეს, ძმანნი არიან რჯულში თქვენი. და იმ ხალხს განვუმარტავთ ჩვენ აიათებს, რომელნიც შეისმენენ.

    9:11

თარგმანი: რეზო მიქელაძე