სურა 9 თევბე, აიათი 60 – 66
-
إِنَّمَا الصَّدَقَاتُ لِلْفُقَرَاءِ وَالْمَسَاكِينِ وَالْعَامِلِينَ عَلَيْهَا وَالْمُؤَلَّفَةِ قُلُوبُهُمْ وَفِي الرِّقَابِ وَالْغَارِمِينَ وَفِي سَبِيلِ اللَّهِ وَابْنِ السَّبِيلِ ۖ فَرِيضَةً مِنَ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ
უეჭველად, მოწყალებანი სავალდებულოა ალლაჰისგან და განკუთვნილია: უპოვართათვის, ღატაკთათვის, ასევე იმათთვის, ვინც ამ საქმითაა დაკავებული, ვისი გულების მოგებაც შესაძლებელია, მონათათვის, ასევე ვინც ვალშია, ვინც ალლაჰის გზას ადგას და მგზავრთათვის. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
9:60 -
وَمِنْهُمُ الَّذِينَ يُؤْذُونَ النَّبِيَّ وَيَقُولُونَ هُوَ أُذُنٌ ۚ قُلْ أُذُنُ خَيْرٍ لَكُمْ يُؤْمِنُ بِاللَّهِ وَيُؤْمِنُ لِلْمُؤْمِنِينَ وَرَحْمَةٌ لِلَّذِينَ آمَنُوا مِنْكُمْ ۚ وَالَّذِينَ يُؤْذُونَ رَسُولَ اللَّهِ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ
და მათგან, რომელნიც გულს სტკენენ შუამავალს და ამბობენ: იგი ყურია! უთხარი: ყურია თქვენთვის სასიკეთოდ, სწამს ალლაჰი და ენდობა მორწმუნეებს. ის წყალობაა მორწმუნეთათვის, რომელთაც ირწმუნეს თქვენგან, ხოლო რომელნიც გულს სტკენენ ალლაჰის შუამავალს, მათთვისაა მწარე სასჯელი!
9:61 -
يَحْلِفُونَ بِاللَّهِ لَكُمْ لِيُرْضُوكُمْ وَاللَّهُ وَرَسُولُهُ أَحَقُّ أَنْ يُرْضُوهُ إِنْ كَانُوا مُؤْمِنِينَ
გეფიცებიან თქვენ ალლაჰზე, რათა თქვენ გასიამოვნონ, თუმცაღა ეგენი რომ იყვნენ მორწმუნენი, ჭეშმარიტება ალლაჰისა და მისი შუამავლის მორჩილება იქნებოდა.
9:62 -
أَلَمْ يَعْلَمُوا أَنَّهُ مَنْ يُحَادِدِ اللَّهَ وَرَسُولَهُ فَأَنَّ لَهُ نَارَ جَهَنَّمَ خَالِدًا فِيهَا ۚ ذَٰلِكَ الْخِزْيُ الْعَظِيمُ
განა არ იციან, რომ ის, ვინც წინ აღუდგება ალლაჰსა და მის შუამავალს, სწორედ მისთვისაა ჯოჯოხეთის ცეცხლი, სადაც დამკვიდრდება სამუდამოდ? აი, ესაა უდიდესი დამცირება!
9:63 -
يَحْذَرُ الْمُنَافِقُونَ أَنْ تُنَزَّلَ عَلَيْهِمْ سُورَةٌ تُنَبِّئُهُمْ بِمَا فِي قُلُوبِهِمْ ۚ قُلِ اسْتَهْزِئُوا إِنَّ اللَّهَ مُخْرِجٌ مَا تَحْذَرُونَ
თვალთმაქცნი შიშობენ, რომ გარდმოევლინება სურა მათ წინააღმდეგ, რომელიც გამოააშკარავებს, რაც გულებში უზით მათ. უთხარი: გაერთეთ! უეჭველად, ალლაჰი გამოააშკარავებს იმას, რისიც გეშინოდათ!
9:64 -
وَلَئِنْ سَأَلْتَهُمْ لَيَقُولُنَّ إِنَّمَا كُنَّا نَخُوضُ وَنَلْعَبُ ۚ قُلْ أَبِاللَّهِ وَآيَاتِهِ وَرَسُولِهِ كُنْتُمْ تَسْتَهْزِئُونَ
და თუ მათ შეეკითხები, უეჭველად, იტყვიან: მხოლოდ ვყბედობდით და ვერთობოდით. უთხარი: ნუთუ თქვენ დასცინოდით ალლაჰს, მის აიათებს და მის შუამავალს?
9:65 -
لَا تَعْتَذِرُوا قَدْ كَفَرْتُمْ بَعْدَ إِيمَانِكُمْ ۚ إِنْ نَعْفُ عَنْ طَائِفَةٍ مِنْكُمْ نُعَذِّبْ طَائِفَةً بِأَنَّهُمْ كَانُوا مُجْرِمِينَ
ნუ ბოდიშობთ. თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ. თუ მივუტევებთ თქვენს შორის ერთ ნაწილს, დავსჯით მეორე ნაწილს, რადგანც ცოდვილნი იყვნენ ეგენი.
9:66
თარგმანი: რეზო მიქელაძე