სურა 9 თევბე, აიათი 44 – 50
-
لَا يَسْتَأْذِنُكَ الَّذِينَ يُؤْمِنُونَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ أَنْ يُجَاهِدُوا بِأَمْوَالِهِمْ وَأَنْفُسِهِمْ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ بِالْمُتَّقِينَ
რომელთაც სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, და რომ იბრძოლონ თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით, შენგან ნებას არ მოითხოვენ. რამეთუ ალლაჰი უწყის ღვთისმოშიშებს!
9:44 -
إِنَّمَا يَسْتَأْذِنُكَ الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ وَارْتَابَتْ قُلُوبُهُمْ فَهُمْ فِي رَيْبِهِمْ يَتَرَدَّدُونَ
შენგან ნებართვას მხოლოდ ისინი მოითხოვენ, რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, და აიტაცა მათი გულები ეჭვმა, და ამ ეჭვშივე ორჭოფობენ.
9:45 -
وَلَوْ أَرَادُوا الْخُرُوجَ لَأَعَدُّوا لَهُ عُدَّةً وَلَٰكِنْ كَرِهَ اللَّهُ انْبِعَاثَهُمْ فَثَبَّطَهُمْ وَقِيلَ اقْعُدُوا مَعَ الْقَاعِدِينَ
და რომ წასვლა სდომებოდათ, ნამდვილად მოემზადებოდნენ საამისოდ. მაგრამ მათი ქცევა, საზიზღრად სცნო ალლაჰმა. ამრიგად, ჩამოაცილა ისინი და ებრძანათ მათ: დაჯექით მჯდომიარებთან ერთად!
9:46 -
لَوْ خَرَجُوا فِيكُمْ مَا زَادُوكُمْ إِلَّا خَبَالًا وَلَأَوْضَعُوا خِلَالَكُمْ يَبْغُونَكُمُ الْفِتْنَةَ وَفِيكُمْ سَمَّاعُونَ لَهُمْ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ بِالظَّالِمِينَ
რომ წამოსულიყვნენ ისინი თქვენთან ერთად, არაფერს შეგმატებდნენ უწესრიგობის გარდა. თქვენ შორის ირბენდნენ და უკეთურობას დასთესდნენ. და თქვენ შორის არიან მომსმენნი მათი. და ალლაჰმა უწყის უსამართლოები.
9:47 -
لَقَدِ ابْتَغَوُا الْفِتْنَةَ مِنْ قَبْلُ وَقَلَّبُوا لَكَ الْأُمُورَ حَتَّىٰ جَاءَ الْحَقُّ وَظَهَرَ أَمْرُ اللَّهِ وَهُمْ كَارِهُونَ
ვფიცავ! მათ ადრეც მოიწადინეს ამბოხი და შენც აგირდაგირიეს საქმენი, ვიდრე მოევლინებოდა ჭეშმარიტება. მიუხედავდ იმისა, რომ არ მოსწონდათ ეს, ალლაჰის რჯული მაინც გაცხადდა.
9:48 -
وَمِنْهُمْ مَنْ يَقُولُ ائْذَنْ لِي وَلَا تَفْتِنِّي ۚ أَلَا فِي الْفِتْنَةِ سَقَطُوا ۗ وَإِنَّ جَهَنَّمَ لَمُحِيطَةٌ بِالْكَافِرِينَ
და მათგან, ვინც ამბობს: ნება მომეცი, განსაცდელში არ ჩამაგდო. ნუთუ არ არიან ისინი უკვე განსაცდელში ამოსვრილნი. და უეჭველად, ჯოჯოხეთი გარშემოერტყმება ურწმუნოებს!
9:49 -
إِنْ تُصِبْكَ حَسَنَةٌ تَسُؤْهُمْ ۖ وَإِنْ تُصِبْكَ مُصِيبَةٌ يَقُولُوا قَدْ أَخَذْنَا أَمْرَنَا مِنْ قَبْلُ وَيَتَوَلَّوْا وَهُمْ فَرِحُونَ
თუ რაიმე სიკეთე გეწევა შენ, სწყინთ მათ. და თუ რაიმე უბედურება გეწევა, ამბობენ: დიახაც, თავიდანვე მივიღეთ ზომები, და გახარებული გატრიალდებიან ეგენი.
9:50
თარგმანი: რეზო მიქელაძე