სურა 9 თევბე, აიათი 25 – 29

  1. لَقَدْ نَصَرَكُمُ اللَّهُ فِي مَوَاطِنَ كَثِيرَةٍ ۙ وَيَوْمَ حُنَيْنٍ ۙ إِذْ أَعْجَبَتْكُمْ كَثْرَتُكُمْ فَلَمْ تُغْنِ عَنْكُمْ شَيْئًا وَضَاقَتْ عَلَيْكُمُ الْأَرْضُ بِمَا رَحُبَتْ ثُمَّ وَلَّيْتُمْ مُدْبِرِينَ

    ვფიცავ, ალლაჰი შეგეწიათ მრავალ ადგილას და ჰუნეინის დღეს, როდესაც გხიბლავდათ თქვენ თქვენი სიმრავლე, რომელიც არაფრად გამოგადგათ თქვენ. დავიწროვდა თქვენთვის დედამიწა, მიუხედავად იმისა, რომ უკიდეგანოა იგი. მერე ზურგი იქციეთ და გაიქეცით.

    9:25
  2. ثُمَّ أَنْزَلَ اللَّهُ سَكِينَتَهُ عَلَىٰ رَسُولِهِ وَعَلَى الْمُؤْمِنِينَ وَأَنْزَلَ جُنُودًا لَمْ تَرَوْهَا وَعَذَّبَ الَّذِينَ كَفَرُوا ۚ وَذَٰلِكَ جَزَاءُ الْكَافِرِينَ

    მერე ზემოავლინა ალლაჰმა სიმშვიდე თვისი თავის შუამავალზე და მორწმუნეებზე, და გარდმოავლინა მეომრები, რომლებიც ვერ დაინახეთ, და დასაჯა ისინი, რომელთაც უარყვეს. აი, ასეთია ურწმუნოთა საზღაური!

    9:26
  3. ثُمَّ يَتُوبُ اللَّهُ مِنْ بَعْدِ ذَٰلِكَ عَلَىٰ مَنْ يَشَاءُ ۗ وَاللَّهُ غَفُورٌ رَحِيمٌ

    ამის შემდგომ ალლაჰი მიუტევებს იმათ, ინებებს ვისაც, რამეთუ ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

    9:27
  4. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِنَّمَا الْمُشْرِكُونَ نَجَسٌ فَلَا يَقْرَبُوا الْمَسْجِدَ الْحَرَامَ بَعْدَ عَامِهِمْ هَٰذَا ۚ وَإِنْ خِفْتُمْ عَيْلَةً فَسَوْفَ يُغْنِيكُمُ اللَّهُ مِنْ فَضْلِهِ إِنْ شَاءَ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ حَكِيمٌ

    ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დიახაც, რომ წარმართები უწმინდურნი არიან. დაე, ამ წლის შემდგომ უწმინდურები არ მიუახლოვდნენ მესჯიდი ჰარამს. და თუ სიღატაკის გეშინიათ, თუკი ინებებს ალლაჰი, თავისი წყალობით გაგამდიდრებთ. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

    9:28
  5. قَاتِلُوا الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِاللَّهِ وَلَا بِالْيَوْمِ الْآخِرِ وَلَا يُحَرِّمُونَ مَا حَرَّمَ اللَّهُ وَرَسُولُهُ وَلَا يَدِينُونَ دِينَ الْحَقِّ مِنَ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ حَتَّىٰ يُعْطُوا الْجِزْيَةَ عَنْ يَدٍ وَهُمْ صَاغِرُونَ

    შეებრძოლეთ, რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და არც დღე უკანასკნელი, და არ თვლიან აკრძალულად იმას, რაც აკრძალა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა; და ვინც არ დაიდგენს ჭეშმარიტ სარწმუნოებას მათგან, რომელთაც ებოძათ წიგნი; სანამ თავს არ დაიმცირებენ და საკუთარი ხელით არ გადაიხდიან ჯიზიას.

    9:29

თარგმანი: რეზო მიქელაძე