სურა 9 თევბე, აიათი 17 – 24
-
مَا كَانَ لِلْمُشْرِكِينَ أَنْ يَعْمُرُوا مَسَاجِدَ اللَّهِ شَاهِدِينَ عَلَىٰ أَنْفُسِهِمْ بِالْكُفْرِ ۚ أُولَٰئِكَ حَبِطَتْ أَعْمَالُهُمْ وَفِي النَّارِ هُمْ خَالِدُونَ
არ არის მიზანშეწონილი, ალლაჰის სამლოცველოები ააგონ წარმართებმა, როცა ისინი საკუთარი სულის წინაშე ურჯულოებით მოწმეობენ, ფუჭი იქმნა საქმენი მათი და სამუდამოდ ცეცხლში იქნებიან ეგენი!
9:17 -
إِنَّمَا يَعْمُرُ مَسَاجِدَ اللَّهِ مَنْ آمَنَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ وَأَقَامَ الصَّلَاةَ وَآتَى الزَّكَاةَ وَلَمْ يَخْشَ إِلَّا اللَّهَ ۖ فَعَسَىٰ أُولَٰئِكَ أَنْ يَكُونُوا مِنَ الْمُهْتَدِينَ
მხოლოდ ის ააგებს ალლაჰის სამლოცველოებს, ვინც ირწმუნა ალლაჰი, დღე უკანასკნელი და აღავლინა ლოცვა, გაიღო ზექათი და არ აქვს შიში, გარდა ალლაჰისა. ეგების ჭეშმარიტ გზაზე მავალნი იყვნენ ეგენი!
9:18 -
أَجَعَلْتُمْ سِقَايَةَ الْحَاجِّ وَعِمَارَةَ الْمَسْجِدِ الْحَرَامِ كَمَنْ آمَنَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ وَجَاهَدَ فِي سَبِيلِ اللَّهِ ۚ لَا يَسْتَوُونَ عِنْدَ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الظَّالِمِينَ
ნუთუ თქვენ გაუტოლეთ მათ, ვინც ჰაჯები დაარწყულა და მესჯიდი ჰარამი აღადგინა, იმათ, ვინც ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი და იბრძოლა ალლაჰის გზაზე. ალლაჰის წინაშე არ არიან ეგენი თანასწორი. და არ წარმართავს ალლაჰი უასამართლო ხალხს ჭეშმარიტ გზაზე!
9:19 -
الَّذِينَ آمَنُوا وَهَاجَرُوا وَجَاهَدُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ بِأَمْوَالِهِمْ وَأَنْفُسِهِمْ أَعْظَمُ دَرَجَةً عِنْدَ اللَّهِ ۚ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْفَائِزُونَ
რომელთაც ირწმუნეს, გადასახლდნენ, და იბრძოლეს თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით ალლაჰის გზაზე, აღმატებული ხარისხებია მათთვის ალლაჰის წინაშე, და სწორედ ეგენი არიან ნეტარნი!
9:20 -
يُبَشِّرُهُمْ رَبُّهُمْ بِرَحْمَةٍ مِنْهُ وَرِضْوَانٍ وَجَنَّاتٍ لَهُمْ فِيهَا نَعِيمٌ مُقِيمٌ
და თავიანთი უფალი ახარებს მათ თავისივე წყალობას, კმაყოფილებას და სამოთხეები მათთვისაა, სადაც მარადიული სიკეთენია!
9:21 -
خَالِدِينَ فِيهَا أَبَدًا ۚ إِنَّ اللَّهَ عِنْدَهُ أَجْرٌ عَظِيمٌ
დამკვიდრებული იქნებიან სამუდამოდ იქ. უეჭველად, ალლაჰის წინაშეა დიდი საზღაური.
9:22 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَتَّخِذُوا آبَاءَكُمْ وَإِخْوَانَكُمْ أَوْلِيَاءَ إِنِ اسْتَحَبُّوا الْكُفْرَ عَلَى الْإِيمَانِ ۚ وَمَنْ يَتَوَلَّهُمْ مِنْكُمْ فَأُولَٰئِكَ هُمُ الظَّالِمُونَ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ გაიხადოთ თქვენი მამები და არც თქვენი ძმები მეგობრებად, თუ მათ ურწმუნოება ურჩევნიათ რწმენას. და რომელი თქვენგანიც მეგობრად დაიდგენს მათ, სწორედ, რომ ისინი არიან უსამართლონი.
9:23 -
قُلْ إِنْ كَانَ آبَاؤُكُمْ وَأَبْنَاؤُكُمْ وَإِخْوَانُكُمْ وَأَزْوَاجُكُمْ وَعَشِيرَتُكُمْ وَأَمْوَالٌ اقْتَرَفْتُمُوهَا وَتِجَارَةٌ تَخْشَوْنَ كَسَادَهَا وَمَسَاكِنُ تَرْضَوْنَهَا أَحَبَّ إِلَيْكُمْ مِنَ اللَّهِ وَرَسُولِهِ وَجِهَادٍ فِي سَبِيلِهِ فَتَرَبَّصُوا حَتَّىٰ يَأْتِيَ اللَّهُ بِأَمْرِهِ ۗ وَاللَّهُ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الْفَاسِقِينَ
უთხარი: თუ მამები თქვენი, და შვილნი თქვენი, და ძმები თქვენი, და მეუღლენი თქვენი, და წრენი თქვენი, და ქონება, რომელიც მოაგროვეთ, და ვაჭრობა, რომლის შეფერხებაც გაშინებთ, და საცხოვრებელი სახლები, რომელიც კმაყოფილებას გგვრით, უფრო საყვარელია თქვენთვის, უფრო ძვირფასია ალლაჰზე და მის შუამავალზე და მის გზაზე ბრძოლაზე, მაშ, დაელოდეთ, სანამ ალლაჰის ბრძანება მოევლინებოდეს. ხოლო ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე უკეთურ ხალხს!
9:24
თარგმანი: რეზო მიქელაძე