სურა 9 თევბე, აიათი 12 – 13

  1. وَإِنْ نَكَثُوا أَيْمَانَهُمْ مِنْ بَعْدِ عَهْدِهِمْ وَطَعَنُوا فِي دِينِكُمْ فَقَاتِلُوا أَئِمَّةَ الْكُفْرِ ۙ إِنَّهُمْ لَا أَيْمَانَ لَهُمْ لَعَلَّهُمْ يَنْتَهُونَ

    და თუ შეთანხმების შემდგომ გატეხენ თავიანთ ფიცს და თქვენს რწმენას შეურაცხყოფენ, მაშინ შეებრძოლეთ ურწმუნოთა წინამძღოლებს, რადგანაც მათთვის არ არსებობს ფიცი; ეგების შეეშვნენ ეგენი.

    9:12
  2. أَلَا تُقَاتِلُونَ قَوْمًا نَكَثُوا أَيْمَانَهُمْ وَهَمُّوا بِإِخْرَاجِ الرَّسُولِ وَهُمْ بَدَءُوكُمْ أَوَّلَ مَرَّةٍ ۚ أَتَخْشَوْنَهُمْ ۚ فَاللَّهُ أَحَقُّ أَنْ تَخْشَوْهُ إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ

    ნუთუ არ შეებრძოლებით ხალხს, რომელთაც გატეხეს თავიანთი ფიცი და განიზრახეს შუამავლის გაძევება? და მათ პირველებმა წამოიწყეს. ნუთუ მათი გეშინიათ? ალლაჰის შიში უფრო უნდა გმართებდეთ, თუ ხართ მორწმუნენი თქვენ!

    9:13

თარგმანი: რეზო მიქელაძე