სურა 9 თევბე, აიათი 117 – 118

  1. لَقَدْ تَابَ اللَّهُ عَلَى النَّبِيِّ وَالْمُهَاجِرِينَ وَالْأَنْصَارِ الَّذِينَ اتَّبَعُوهُ فِي سَاعَةِ الْعُسْرَةِ مِنْ بَعْدِ مَا كَادَ يَزِيغُ قُلُوبُ فَرِيقٍ مِنْهُمْ ثُمَّ تَابَ عَلَيْهِمْ ۚ إِنَّهُ بِهِمْ رَءُوفٌ رَحِيمٌ

    უეჭველად, ალლაჰმა მიუტევა შუამავალს, მუჰაჯირებსა და ენსართ, რომლებიც მას გაჰყვნენ მძიმე ჟამს, მას მერე, რაც ზოგიერთი იმათგანის გულნი კინაღამ სცდუნდა. შემდეგ შეუნდო მათ. უეჭველად, იგი მათდამი მოწყალეა, მწყალობელია.

    9:117
  2. وَعَلَى الثَّلَاثَةِ الَّذِينَ خُلِّفُوا حَتَّىٰ إِذَا ضَاقَتْ عَلَيْهِمُ الْأَرْضُ بِمَا رَحُبَتْ وَضَاقَتْ عَلَيْهِمْ أَنْفُسُهُمْ وَظَنُّوا أَنْ لَا مَلْجَأَ مِنَ اللَّهِ إِلَّا إِلَيْهِ ثُمَّ تَابَ عَلَيْهِمْ لِيَتُوبُوا ۚ إِنَّ اللَّهَ هُوَ التَّوَّابُ الرَّحِيمُ

    და იმ სამსაც, რომლებსაც გადავადებული ჰქონდათ იმ დრომდე, ვიდრე მათ დედამიწა არ ევიწროვათ, თუმც ვრცელი იყო იგი. და თავიანთი სულნიც შეეხუთათ და მიხვდნენ, რომ არ არსებობს თავშესაფარი, გარდა ალლაჰთან არსებულისა. მერე შეუნდო, რათა მოენანიებინათ მათ. უეჭველად, ალლაჰი მიმტევებელია!

    9:118

თარგმანი: რეზო მიქელაძე