სურა 9 თევბე, აიათი 102 – 106

  1. وَآخَرُونَ اعْتَرَفُوا بِذُنُوبِهِمْ خَلَطُوا عَمَلًا صَالِحًا وَآخَرَ سَيِّئًا عَسَى اللَّهُ أَنْ يَتُوبَ عَلَيْهِمْ ۚ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ

    და სხვები, რომელთაც აღიარეს თავიანთი ცოდვები, ერთმანეთში აღრიეს კეთილი და ავი საქმეები. იქნებ, ალლაჰისგან შენდობილი იქმნენ. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

    9:102
  2. خُذْ مِنْ أَمْوَالِهِمْ صَدَقَةً تُطَهِّرُهُمْ وَتُزَكِّيهِمْ بِهَا وَصَلِّ عَلَيْهِمْ ۖ إِنَّ صَلَاتَكَ سَكَنٌ لَهُمْ ۗ وَاللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ

    აიღე მათი ქონებიდან მოწყალება, რომ მისით გაასუფთაო და განწმინდო ისინი. და შეევედრე მათთვის, უეჭველად, შენი ვედრება სიმშვიდეა მათთვის. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ბრძენია!

    9:103
  3. أَلَمْ يَعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ هُوَ يَقْبَلُ التَّوْبَةَ عَنْ عِبَادِهِ وَيَأْخُذُ الصَّدَقَاتِ وَأَنَّ اللَّهَ هُوَ التَّوَّابُ الرَّحِيمُ

    ნუთუ არ უწყიან ეგენი, უეჭველად, ალლაჰი შეიწყნარებს მონანიებას თავის მსახურთაგან და მიიღებს მათგან მოწყალებას? უეჭველად, ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია!

    9:104
  4. وَقُلِ اعْمَلُوا فَسَيَرَى اللَّهُ عَمَلَكُمْ وَرَسُولُهُ وَالْمُؤْمِنُونَ ۖ وَسَتُرَدُّونَ إِلَىٰ عَالِمِ الْغَيْبِ وَالشَّهَادَةِ فَيُنَبِّئُكُمْ بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ

    და უთხარი: იღვაწეთ და დაინახავს ალლაჰი თქვენს ნამოქმედარს, და მისი შუამავალი და მორწმუნეებიც. და მიიქცევით თქვენ უხილავისა და ხილულის მცოდნესთან. მაშინ გამცნობთ იგი, რასაც სჩადიოდით.

    9:105
  5. وَآخَرُونَ مُرْجَوْنَ لِأَمْرِ اللَّهِ إِمَّا يُعَذِّبُهُمْ وَإِمَّا يَتُوبُ عَلَيْهِمْ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ

    და სხვები, რომელთაც ალლაჰის ბრძანებამდე გადაუვადდათ, ან დასჯის მათ და ან შეუნდობს. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

    9:106

თარგმანი: რეზო მიქელაძე