სურა 9 თევბე, აიათი 100 – 110

  1. وَالسَّابِقُونَ الْأَوَّلُونَ مِنَ الْمُهَاجِرِينَ وَالْأَنْصَارِ وَالَّذِينَ اتَّبَعُوهُمْ بِإِحْسَانٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمْ وَرَضُوا عَنْهُ وَأَعَدَّ لَهُمْ جَنَّاتٍ تَجْرِي تَحْتَهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا أَبَدًا ۚ ذَٰلِكَ الْفَوْزُ الْعَظِيمُ

    კეთილწარმატებულნი უპირველესნი მუჰაჯირთაგან და ენსართაგან და რომელნიც მიჰყვნენ მათ სიკეთით, ალლაჰი კმაყოფილია მათგან და ისინი კმაყოფილი არიან მისგან. და მოუმზადა მათ სამოთხენი, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან. სწორედ ესაა უდიდესი წარმატება.

    9:100
  2. وَمِمَّنْ حَوْلَكُمْ مِنَ الْأَعْرَابِ مُنَافِقُونَ ۖ وَمِنْ أَهْلِ الْمَدِينَةِ ۖ مَرَدُوا عَلَى النِّفَاقِ لَا تَعْلَمُهُمْ ۖ نَحْنُ نَعْلَمُهُمْ ۚ سَنُعَذِّبُهُمْ مَرَّتَيْنِ ثُمَّ يُرَدُّونَ إِلَىٰ عَذَابٍ عَظِيمٍ

    ბედუინებს შორის, რომლებიც თქვენს ირგვლივ ცხოვრობენ, ასევე მედინის მცხოვრებთა შორის, არიან ორპირნი, რომელთაც თვალთმაქცობა ადათად დაიდგინეს. შენ არ იცნობ მათ, ჩვენ ვიცნობთ მათ და მალე დავტანჯავთ ორჯერ. მერე კი მოსროლილი იქნებიან მრისხანე ტანჯვაში!

    9:101
  3. وَآخَرُونَ اعْتَرَفُوا بِذُنُوبِهِمْ خَلَطُوا عَمَلًا صَالِحًا وَآخَرَ سَيِّئًا عَسَى اللَّهُ أَنْ يَتُوبَ عَلَيْهِمْ ۚ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ

    და სხვები, რომელთაც აღიარეს თავიანთი ცოდვები, ერთმანეთში აღრიეს კეთილი და ავი საქმეები. იქნებ, ალლაჰისგან შენდობილი იქმნენ. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

    9:102
  4. خُذْ مِنْ أَمْوَالِهِمْ صَدَقَةً تُطَهِّرُهُمْ وَتُزَكِّيهِمْ بِهَا وَصَلِّ عَلَيْهِمْ ۖ إِنَّ صَلَاتَكَ سَكَنٌ لَهُمْ ۗ وَاللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ

    აიღე მათი ქონებიდან მოწყალება, რომ მისით გაასუფთაო და განწმინდო ისინი. და შეევედრე მათთვის, უეჭველად, შენი ვედრება სიმშვიდეა მათთვის. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ბრძენია!

    9:103
  5. أَلَمْ يَعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ هُوَ يَقْبَلُ التَّوْبَةَ عَنْ عِبَادِهِ وَيَأْخُذُ الصَّدَقَاتِ وَأَنَّ اللَّهَ هُوَ التَّوَّابُ الرَّحِيمُ

    ნუთუ არ უწყიან ეგენი, უეჭველად, ალლაჰი შეიწყნარებს მონანიებას თავის მსახურთაგან და მიიღებს მათგან მოწყალებას? უეჭველად, ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია!

    9:104
  6. وَقُلِ اعْمَلُوا فَسَيَرَى اللَّهُ عَمَلَكُمْ وَرَسُولُهُ وَالْمُؤْمِنُونَ ۖ وَسَتُرَدُّونَ إِلَىٰ عَالِمِ الْغَيْبِ وَالشَّهَادَةِ فَيُنَبِّئُكُمْ بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ

    და უთხარი: იღვაწეთ და დაინახავს ალლაჰი თქვენს ნამოქმედარს, და მისი შუამავალი და მორწმუნეებიც. და მიიქცევით თქვენ უხილავისა და ხილულის მცოდნესთან. მაშინ გამცნობთ იგი, რასაც სჩადიოდით.

    9:105
  7. وَآخَرُونَ مُرْجَوْنَ لِأَمْرِ اللَّهِ إِمَّا يُعَذِّبُهُمْ وَإِمَّا يَتُوبُ عَلَيْهِمْ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ

    და სხვები, რომელთაც ალლაჰის ბრძანებამდე გადაუვადდათ, ან დასჯის მათ და ან შეუნდობს. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

    9:106
  8. وَالَّذِينَ اتَّخَذُوا مَسْجِدًا ضِرَارًا وَكُفْرًا وَتَفْرِيقًا بَيْنَ الْمُؤْمِنِينَ وَإِرْصَادًا لِمَنْ حَارَبَ اللَّهَ وَرَسُولَهُ مِنْ قَبْلُ ۚ وَلَيَحْلِفُنَّ إِنْ أَرَدْنَا إِلَّا الْحُسْنَىٰ ۖ وَاللَّهُ يَشْهَدُ إِنَّهُمْ لَكَاذِبُونَ

    და რომელთაც დაიდგინეს სამლოცველო ზიანის მისაყენებლად და ურწმუნოების გასამყარებლად, და განხეთქილების შესატანად მორწმუნეებს შორის და საგუშაგოდ, ვინც იმთავიდანვე ბრძოლა გამოუცხადა ალლაჰსა და მის შუამავალს, უეჭველად, დაიფიცებენ: არაფერი გვინდოდა, გარდა სიკეთისა! თუმცაღა ალლაჰი მოწმობს, რომ ეგენი ნამდვილად ცრუნი არიან.

    9:107
  9. لَا تَقُمْ فِيهِ أَبَدًا ۚ لَمَسْجِدٌ أُسِّسَ عَلَى التَّقْوَىٰ مِنْ أَوَّلِ يَوْمٍ أَحَقُّ أَنْ تَقُومَ فِيهِ ۚ فِيهِ رِجَالٌ يُحِبُّونَ أَنْ يَتَطَهَّرُوا ۚ وَاللَّهُ يُحِبُّ الْمُطَّهِّرِينَ

    და არ დადგე მასში არასდროს. უეჭველად მეჩეთი, რომელიც დაფუძნდა პირველი დღიდან ღვთისმოშიშობაზე, უფრო ღირსია, რომ დადგე მასში. იქ არიან კაცნი, რომლებსაც უყვართ, რომ განიწმინდონ. და ალლაჰს უყვარს განწმენდილები.

    9:108
  10. أَفَمَنْ أَسَّسَ بُنْيَانَهُ عَلَىٰ تَقْوَىٰ مِنَ اللَّهِ وَرِضْوَانٍ خَيْرٌ أَمْ مَنْ أَسَّسَ بُنْيَانَهُ عَلَىٰ شَفَا جُرُفٍ هَارٍ فَانْهَارَ بِهِ فِي نَارِ جَهَنَّمَ ۗ وَاللَّهُ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الظَّالِمِينَ

    განა, ვინ უფრო უკეთესია, ვინც საძირკველი ჩაუყარა მას, ალლაჰისადმი მოკრძალებითა და მისადმი კმაყოფილებით, თუ ვინც საძირკველი ჩაუყარა მას ჩაქცევის პირას მყოფ უფსკრულის კიდეზე, და მასთან ერთად ჯოჯოხეთის ცეცხლში გადაიჩეხება? უეჭველად, ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე არ დაადგენს უსამართლო ხალხს!

    9:109
  11. لَا يَزَالُ بُنْيَانُهُمُ الَّذِي بَنَوْا رِيبَةً فِي قُلُوبِهِمْ إِلَّا أَنْ تَقَطَّعَ قُلُوبُهُمْ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ

    შენობა, რომელიც მათ ააგეს, ეჭვს დათესავს მათ გულებში მანამ, სანამ მათი გულები არ დაიფლითება. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

    9:110

თარგმანი: რეზო მიქელაძე