სურა 8 ენფალი, აიათი 59 – 64
-
وَلَا يَحْسَبَنَّ الَّذِينَ كَفَرُوا سَبَقُوا ۚ إِنَّهُمْ لَا يُعْجِزُونَ
და არ იფიქრო, რომელთაც უარყვეს, დაუსხლტებიან მას. უეჭველად, ისინი გაქცევას ვერ შეძლებენ!
8:59 -
وَأَعِدُّوا لَهُمْ مَا اسْتَطَعْتُمْ مِنْ قُوَّةٍ وَمِنْ رِبَاطِ الْخَيْلِ تُرْهِبُونَ بِهِ عَدُوَّ اللَّهِ وَعَدُوَّكُمْ وَآخَرِينَ مِنْ دُونِهِمْ لَا تَعْلَمُونَهُمُ اللَّهُ يَعْلَمُهُمْ ۚ وَمَا تُنْفِقُوا مِنْ شَيْءٍ فِي سَبِيلِ اللَّهِ يُوَفَّ إِلَيْكُمْ وَأَنْتُمْ لَا تُظْلَمُونَ
და განამზადეთ მათთვის, რაც შეგეძლებათ, ძალა და საბრძოლო ცხენები, დააშინეთ ამით ალლაჰის მტრები, თქვენი მტრები და სხვები მათ გარდა, რომელნიც არ იცით თქვენ, ხოლო ალლაჰმა იცის. და რასაც გაიღებთ ალლაჰის გზაზე, სრულად მოგეგებათ თქვენ უკან და თქვენ არ დაიჩაგრებით!
8:60 -
وَإِنْ جَنَحُوا لِلسَّلْمِ فَاجْنَحْ لَهَا وَتَوَكَّلْ عَلَى اللَّهِ ۚ إِنَّهُ هُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ
და თუ მშვიდობისკენ გადაიხრებიან, მაშ, მისკენ გადაიხარე შენც და მიენდე ალლაჰს. უეჭველად, იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
8:61 -
وَإِنْ يُرِيدُوا أَنْ يَخْدَعُوكَ فَإِنَّ حَسْبَكَ اللَّهُ ۚ هُوَ الَّذِي أَيَّدَكَ بِنَصْرِهِ وَبِالْمُؤْمِنِينَ
და თუ მოინდომეს, რომ მოგატყუონ შენ, უეჭველად, ალლაჰი კმარა შენთვის. იგია, რომელმაც გაგაძლიერა შენ თავისივე შემწეობით და მორწმუნენიც.
8:62 -
وَأَلَّفَ بَيْنَ قُلُوبِهِمْ ۚ لَوْ أَنْفَقْتَ مَا فِي الْأَرْضِ جَمِيعًا مَا أَلَّفْتَ بَيْنَ قُلُوبِهِمْ وَلَٰكِنَّ اللَّهَ أَلَّفَ بَيْنَهُمْ ۚ إِنَّهُ عَزِيزٌ حَكِيمٌ
და შეაკავშირა მათი გულები. შენ რომ გაგეღო, რაც რამ მიწაზეა, ყველაფერი, მაინც ვერ შეაკავშირებდი მათ გულებს, მაგრამ ალლაჰმა შეაკავშირა ისინი. უეჭველად, იგი ძლევამოსილია, ბრძენია!
8:63 -
يَا أَيُّهَا النَّبِيُّ حَسْبُكَ اللَّهُ وَمَنِ اتَّبَعَكَ مِنَ الْمُؤْمِنِينَ
ჰეი, შუამავალო! ალლაჰი კმარა შენთვის და იმ მორწმუნეთათვის, ვინც გამოგყვა შენ!
8:64
თარგმანი: რეზო მიქელაძე