სურა 8 ენფალი, აიათი 38 – 44
-
قُلْ لِلَّذِينَ كَفَرُوا إِنْ يَنْتَهُوا يُغْفَرْ لَهُمْ مَا قَدْ سَلَفَ وَإِنْ يَعُودُوا فَقَدْ مَضَتْ سُنَّتُ الْأَوَّلِينَ
უთხარი, რომელთაც უარყვეს: თუ ისინი შეწყვეტენ, მიეტევება მათ რაც წარსულში იყო. და თუ დაუბრუნდებიან, უეჭველად, წინათ მოქმედი კანონი ძალაში შევა.
8:38 -
وَقَاتِلُوهُمْ حَتَّىٰ لَا تَكُونَ فِتْنَةٌ وَيَكُونَ الدِّينُ كُلُّهُ لِلَّهِ ۚ فَإِنِ انْتَهَوْا فَإِنَّ اللَّهَ بِمَا يَعْمَلُونَ بَصِيرٌ
და შეებრძოლეთ მაგათ იქამდე, სანამ არ გაქრება ცდუნება და არ იქნება სარწმუნოება მთლიანად ალლაჰისა. ხოლო თუ შეწყვეტენ ისინი, უეჭველად, ალლაჰი ხედავს, რასაც სჩადიან.
8:39 -
وَإِنْ تَوَلَّوْا فَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ مَوْلَاكُمْ ۚ نِعْمَ الْمَوْلَىٰ وَنِعْمَ النَّصِيرُ
და თუ სახეს აქცევენ, მაშინ იცოდეთ, რომ უეჭველად, ალლაჰი თქვენი მფარველია. რა მშვენიერი მფარველია იგი! და რა დიდებული შემწეა იგი!
8:40 -
وَاعْلَمُوا أَنَّمَا غَنِمْتُمْ مِنْ شَيْءٍ فَأَنَّ لِلَّهِ خُمُسَهُ وَلِلرَّسُولِ وَلِذِي الْقُرْبَىٰ وَالْيَتَامَىٰ وَالْمَسَاكِينِ وَابْنِ السَّبِيلِ إِنْ كُنْتُمْ آمَنْتُمْ بِاللَّهِ وَمَا أَنْزَلْنَا عَلَىٰ عَبْدِنَا يَوْمَ الْفُرْقَانِ يَوْمَ الْتَقَى الْجَمْعَانِ ۗ وَاللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
და იცოდეთ, რომ თუ რამე ალაფს მოიპოვებთ, უეჭველად, ამის მეხუთედი ალლაჰისაა, მისი შუამავალის და ახლო ნათესავების, ობლებისა და უპოვრების და მგზავრების. თუკი თქვენ ირწმუნეთ ალლაჰი, და რაც მოვუვლინეთ ჩვენს მსახურს განსხვავების დღეს; იმ დღეს, როცა ორი ლაშქარი შეხვდა ერთმანეთს. და ალლაჰი ყოვლისშემძლეა!
8:41 -
إِذْ أَنْتُمْ بِالْعُدْوَةِ الدُّنْيَا وَهُمْ بِالْعُدْوَةِ الْقُصْوَىٰ وَالرَّكْبُ أَسْفَلَ مِنْكُمْ ۚ وَلَوْ تَوَاعَدْتُمْ لَاخْتَلَفْتُمْ فِي الْمِيعَادِ ۙ وَلَٰكِنْ لِيَقْضِيَ اللَّهُ أَمْرًا كَانَ مَفْعُولًا لِيَهْلِكَ مَنْ هَلَكَ عَنْ بَيِّنَةٍ وَيَحْيَىٰ مَنْ حَيَّ عَنْ بَيِّنَةٍ ۗ وَإِنَّ اللَّهَ لَسَمِيعٌ عَلِيمٌ
აკი, იმყოფებოდით თქვენ დაბლობის ახლო მხარეს, ისინი კი დაბლობის მოშორებულ მხარეს, ხოლო ქარავანი თქვენს ქვემოთ იყო. და რომ დაგეთქვათ, ვერ შეთანხმდებოდით დროზე. ეს იმიტომ, რომ ალლაჰს სისრულეში უნდა მოეყვანა, რათა ცხადი მტკიცებულებით გაენადგურებინა გასანადგურებელი, და გადაერჩინა გადასარჩენი. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
8:42 -
إِذْ يُرِيكَهُمُ اللَّهُ فِي مَنَامِكَ قَلِيلًا ۖ وَلَوْ أَرَاكَهُمْ كَثِيرًا لَفَشِلْتُمْ وَلَتَنَازَعْتُمْ فِي الْأَمْرِ وَلَٰكِنَّ اللَّهَ سَلَّمَ ۗ إِنَّهُ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ
აკი, ალლაჰმა შენ მცირერიცხოვნად მოგაჩვენა ისინი ძილში. და რომ ეჩვენებინა მრავალრიცხოვნად, სულით დაეცემოდით და უთანხმოებას მიეცემოდით ამ საქმეში. მაგრამ ალლაჰმა გიხსნათ თქვენ. უეჭველად, იგი უწყის გულისნადებს!
8:43 -
وَإِذْ يُرِيكُمُوهُمْ إِذِ الْتَقَيْتُمْ فِي أَعْيُنِكُمْ قَلِيلًا وَيُقَلِّلُكُمْ فِي أَعْيُنِهِمْ لِيَقْضِيَ اللَّهُ أَمْرًا كَانَ مَفْعُولًا ۗ وَإِلَى اللَّهِ تُرْجَعُ الْأُمُورُ
და აკი, მოგაჩვენა მცირერიცხოვნად ისინი თქვენს თვალნში, ხოლო მათ თვალებში თქვენ გაგხადა მცირერიცხოვანი, როცა ერთმანეთს გადაეყარეთ. ეს იმიტომ, რომ ალლაჰს სისრულეში უნდა მოეყვანა. და საქმენი ალლაჰთან მიიქცევიან.
8:44
თარგმანი: რეზო მიქელაძე