სურა 8 ენფალი, აიათი 29 – 37

  1. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِنْ تَتَّقُوا اللَّهَ يَجْعَلْ لَكُمْ فُرْقَانًا وَيُكَفِّرْ عَنْكُمْ سَيِّئَاتِكُمْ وَيَغْفِرْ لَكُمْ ۗ وَاللَّهُ ذُو الْفَضْلِ الْعَظِيمِ

    ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ ალლაჰის შიში გექნებათ, მოგაგებს თქვენ ჭეშმარიტებისა და ცდომილების გარჩევის უნარს; დაფარავს თქვენს სიავენს და მოგიტევებთ თქვენ. და ალლაჰი უდიდესი წყალობის მქონეა!

    8:29
  2. وَإِذْ يَمْكُرُ بِكَ الَّذِينَ كَفَرُوا لِيُثْبِتُوكَ أَوْ يَقْتُلُوكَ أَوْ يُخْرِجُوكَ ۚ وَيَمْكُرُونَ وَيَمْكُرُ اللَّهُ ۖ وَاللَّهُ خَيْرُ الْمَاكِرِينَ

    და აკი, გეგმავდნენ ოინებს შენდამი, რომელთაც უარყვეს, რათა შეეპყარი ან მოეკალი ან გაეძევებინე შენ. და ოინებს აწყობდნენ ეგენი და ალლაჰიც მოუწყობს ოინს; და ალლაჰი ოინის მომწყობთაგან ყველაზე უკეთესია.

    8:30
  3. وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ آيَاتُنَا قَالُوا قَدْ سَمِعْنَا لَوْ نَشَاءُ لَقُلْنَا مِثْلَ هَٰذَا ۙ إِنْ هَٰذَا إِلَّا أَسَاطِيرُ الْأَوَّلِينَ

    და როცა ჩვენი აიათები ეკითხებათ მათ, ამბობენ: გვსმენია უკვე ჩვენ. რომ მოვინდომოთ, დიახაც, რომ ჩვენც ვიტყვით ამისთანას. ეს ხომ მხოლოდ ზღაპრებია უწინდელი.

    8:31
  4. وَإِذْ قَالُوا اللَّهُمَّ إِنْ كَانَ هَٰذَا هُوَ الْحَقَّ مِنْ عِنْدِكَ فَأَمْطِرْ عَلَيْنَا حِجَارَةً مِنَ السَّمَاءِ أَوِ ائْتِنَا بِعَذَابٍ أَلِيمٍ

    და აკი, თქვეს მათ: ღმერთო ჩვენო! თუ ეს ჭეშმარიტება შენგანაა, მაშ, გააწვიმე ჩვენდა ქვები ზეციდან, ან გვაწიე ჩვენ მწარე სასჯელი!

    8:32
  5. وَمَا كَانَ اللَّهُ لِيُعَذِّبَهُمْ وَأَنْتَ فِيهِمْ ۚ وَمَا كَانَ اللَّهُ مُعَذِّبَهُمْ وَهُمْ يَسْتَغْفِرُونَ

    და არ იქნება, ალლაჰმა დასაჯოს ეგენი, როცა მათთან ხარ შენ; და სანამ შენდობას ითხოვენ, არ იქნება ალლაჰმა დასაჯოს ეგენი.

    8:33
  6. وَمَا لَهُمْ أَلَّا يُعَذِّبَهُمُ اللَّهُ وَهُمْ يَصُدُّونَ عَنِ الْمَسْجِدِ الْحَرَامِ وَمَا كَانُوا أَوْلِيَاءَهُ ۚ إِنْ أَوْلِيَاؤُهُ إِلَّا الْمُتَّقُونَ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَعْلَمُونَ

    და რა აბადიათ მათ, რომ არ დასაჯოს ალლაჰმა? და ეგენი სდევნიან მესჯიდი ჰარამიდან, ხოლო არ არიან ეგენი მისი მცველები, მხოლოდ ღვთისმოშიშნი არიან მცველები მისი, მაგრამ არ უწყიან უმეტესობამ მათგან.

    8:34
  7. وَمَا كَانَ صَلَاتُهُمْ عِنْدَ الْبَيْتِ إِلَّا مُكَاءً وَتَصْدِيَةً ۚ فَذُوقُوا الْعَذَابَ بِمَا كُنْتُمْ تَكْفُرُونَ

    და სხვა რამ არ იყო მათი ლოცვა ღმერთის სახლთან, გარდა სტვენისა და ტაშისცემისა. მაშ, იგემეთ ტანჯვა იმისთვის, რასაც უარყოფდით!

    8:35
  8. إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا يُنْفِقُونَ أَمْوَالَهُمْ لِيَصُدُّوا عَنْ سَبِيلِ اللَّهِ ۚ فَسَيُنْفِقُونَهَا ثُمَّ تَكُونُ عَلَيْهِمْ حَسْرَةً ثُمَّ يُغْلَبُونَ ۗ وَالَّذِينَ كَفَرُوا إِلَىٰ جَهَنَّمَ يُحْشَرُونَ

    უეჭველად, რომელთაც უარყვეს, ხარჯავენ ქონებას, რათა ალლაჰის გზა აღუკვეთონ. შემოეხარჯებათ იგი, შემდეგ შეიპყრობს მათ საშინელი მონანიება, მერე კი ძლეულნი იქნებიან. და ჯოჯოხეთში შეიკრიბებიან, რომელთაც უარყვეს.

    8:36
  9. لِيَمِيزَ اللَّهُ الْخَبِيثَ مِنَ الطَّيِّبِ وَيَجْعَلَ الْخَبِيثَ بَعْضَهُ عَلَىٰ بَعْضٍ فَيَرْكُمَهُ جَمِيعًا فَيَجْعَلَهُ فِي جَهَنَّمَ ۚ أُولَٰئِكَ هُمُ الْخَاسِرُونَ

    რათა ალლაჰმა გამოარჩიოს ბილწი კარგისგან; და რათა ერთმანეთზე დააწყოს ბილწნი, ერთად შეკრას და ამრგვარად ჯოჯოხეთში განაწესოს ისინი. სწორედ, ეგენი არიან წაგებულნი!

    8:37

თარგმანი: რეზო მიქელაძე