სურა 8 ენფალი, აიათი 15 – 17

  1. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِذَا لَقِيتُمُ الَّذِينَ كَفَرُوا زَحْفًا فَلَا تُوَلُّوهُمُ الْأَدْبَارَ

    ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მწყობრად მყოფ ურწმუნოებს შეხვდებით, ფრთხილად! არ აქციოთ ზურგნი მათ!

    8:15
  2. وَمَنْ يُوَلِّهِمْ يَوْمَئِذٍ دُبُرَهُ إِلَّا مُتَحَرِّفًا لِقِتَالٍ أَوْ مُتَحَيِّزًا إِلَىٰ فِئَةٍ فَقَدْ بَاءَ بِغَضَبٍ مِنَ اللَّهِ وَمَأْوَاهُ جَهَنَّمُ ۖ وَبِئْسَ الْمَصِيرُ

    და ვინც იმ დღეს ზურგს შეაქცევს მათ, ალლაჰის რისხვა დაუბრუნდებათ, გარდა იმათი, ვინც ხელახლა შესაბრძოლებლად ან რაზმთან შესაერთებლად შეტრიალდება. და მისი სამყოფელი ჯოჯოხეთია. და რა საზიზღარი მისაქციელია!

    8:16
  3. فَلَمْ تَقْتُلُوهُمْ وَلَٰكِنَّ اللَّهَ قَتَلَهُمْ ۚ وَمَا رَمَيْتَ إِذْ رَمَيْتَ وَلَٰكِنَّ اللَّهَ رَمَىٰ ۚ وَلِيُبْلِيَ الْمُؤْمِنِينَ مِنْهُ بَلَاءً حَسَنًا ۚ إِنَّ اللَّهَ سَمِيعٌ عَلِيمٌ

    თქვენ არ დაგიხოცავთ ეგენი, არამედ ალლაჰმა დახოცა. და როცა ისროლე, შენ არ გისვრია, არამედ ალლაჰმა ისროლა, რათა მორწმუნენი გამოსცადოს მის მიერ კეთილი განსაცდელით. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!

    8:17

თარგმანი: რეზო მიქელაძე