სურა 8 ენფალი, აიათი 1 – 6

  1. يَسْأَلُونَكَ عَنِ الْأَنْفَالِ ۖ قُلِ الْأَنْفَالُ لِلَّهِ وَالرَّسُولِ ۖ فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَصْلِحُوا ذَاتَ بَيْنِكُمْ ۖ وَأَطِيعُوا اللَّهَ وَرَسُولَهُ إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ

    გეკითხებიან შენ ნადავლის თაობაზე, უპასუხე: ნადავლი ალლაჰისა და შუამავალისაა. მაშ, გეშინოდეთ ალლაჰისა და გამოასწორეთ თქვენს შორის არსებული; ჰმორჩილებდეთ ალლაჰსა და შუამავალსა მისსა, თუკი ხართ მორწმუნენი.

    8:1
  2. إِنَّمَا الْمُؤْمِنُونَ الَّذِينَ إِذَا ذُكِرَ اللَّهُ وَجِلَتْ قُلُوبُهُمْ وَإِذَا تُلِيَتْ عَلَيْهِمْ آيَاتُهُ زَادَتْهُمْ إِيمَانًا وَعَلَىٰ رَبِّهِمْ يَتَوَكَّلُونَ

    უეჭველად, მორწმუნენი არიან ისინი, რომელთაც გულები შიშით უთრთიან, როცა ხსენდება ალლაჰი, ხოლო როცა მისი აიათები ეკითხებათ, რწმენას ჰმატებს იგი და მიენდობიან თავიანთ ღმერთს,

    8:2
  3. الَّذِينَ يُقِيمُونَ الصَّلَاةَ وَمِمَّا رَزَقْنَاهُمْ يُنْفِقُونَ

    ასევე რომელნიც ლოცვას აღავლენენ და ჩვენ რაც ვუბოძეთ, გაიღებენ.

    8:3
  4. أُولَٰئِكَ هُمُ الْمُؤْمِنُونَ حَقًّا ۚ لَهُمْ دَرَجَاتٌ عِنْدَ رَبِّهِمْ وَمَغْفِرَةٌ وَرِزْقٌ كَرِيمٌ

    აი, სწორედ ეგენი არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი. მათთვისაა გამზადებული მაღალი ხარისხები თავიანთ ღმერთთან, შეწყალება და გამოულევი სარჩო.

    8:4
  5. كَمَا أَخْرَجَكَ رَبُّكَ مِنْ بَيْتِكَ بِالْحَقِّ وَإِنَّ فَرِيقًا مِنَ الْمُؤْمِنِينَ لَكَارِهُونَ

    ჭეშმარიტებისათვის გამოგიყვანა უფალმა შენმა სახლიდან, ხოლო მორწმუნეთა ერთ ნაწილს ეს არ მოსწონდა.

    8:5
  6. يُجَادِلُونَكَ فِي الْحَقِّ بَعْدَمَا تَبَيَّنَ كَأَنَّمَا يُسَاقُونَ إِلَى الْمَوْتِ وَهُمْ يَنْظُرُونَ

    გეკამათებიან შენ ჭეშმარიტების თაობაზე მას მერე, რაც ის გაცხადდა, თითქოსდა სასიკვდილოდ მიერეკებოდნენ და ამას ხედავდნენ.

    8:6

თარგმანი: რეზო მიქელაძე