სურა 85 ბურუჯი, აიათი 1 – 10

  1. وَالسَّمَاءِ ذَاتِ الْبُرُوجِ

    ვფიცავ ცას, მოჭედილს ზოდიაქოს თანავარსკვლავედით,

    85:1
  2. وَالْيَوْمِ الْمَوْعُودِ

    და აღთქმულ დღეს (ქვეყნიერების აღსასრულის დღეს)!

    85:2
  3. وَشَاهِدٍ وَمَشْهُودٍ

    ვფიცავ მოწმეს და დამოწმებულს!

    85:3
  4. قُتِلَ أَصْحَابُ الْأُخْدُودِ

    წყეული იქმნენ სანგარნის მკვიდრნი,

    85:4
  5. النَّارِ ذَاتِ الْوَقُودِ

    (მასში) საწვავით სავსე ცეცხლის (პატრონები)!

    85:5
  6. إِذْ هُمْ عَلَيْهَا قُعُودٌ

    აკი, ისინი მის გარშემო ისხდნენ

    85:6
  7. وَهُمْ عَلَىٰ مَا يَفْعَلُونَ بِالْمُؤْمِنِينَ شُهُودٌ

    და უცქერდნენ (სიამოვნებით), მორწმუნეებს რაც ემართებოდა (როგორ იწვოდნენ ცეცხლში)!

    85:7
  8. وَمَا نَقَمُوا مِنْهُمْ إِلَّا أَنْ يُؤْمِنُوا بِاللَّهِ الْعَزِيزِ الْحَمِيدِ

    მათ მხოლოდ იმისთვის აწამებდნენ, რომ სწამდათ ალლაჰისა, ძლევამოსილისა, დიდებულისა.

    85:8
  9. الَّذِي لَهُ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ وَاللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ شَهِيدٌ

    იგია, ვისიცაა ცათა და მიწის მეუფება; და ალლაჰი მხილველია ყოველივესი!

    85:9
  10. إِنَّ الَّذِينَ فَتَنُوا الْمُؤْمِنِينَ وَالْمُؤْمِنَاتِ ثُمَّ لَمْ يَتُوبُوا فَلَهُمْ عَذَابُ جَهَنَّمَ وَلَهُمْ عَذَابُ الْحَرِيقِ

    უეჭველად, რომელთაც აწამეს მორწმუნე კაცები და ქალები და შემდეგ არ მოინანიეს, მათთვისაა ტანჯვა ჯოჯოხეთისა ცეცხლოვანი!

    85:10

თარგმანი: რეზო მიქელაძე