სურა 7 ეღრაფი

  1. وَإِذْ قِيلَ لَهُمُ اسْكُنُوا هَٰذِهِ الْقَرْيَةَ وَكُلُوا مِنْهَا حَيْثُ شِئْتُمْ وَقُولُوا حِطَّةٌ وَادْخُلُوا الْبَابَ سُجَّدًا نَغْفِرْ لَكُمْ خَطِيئَاتِكُمْ ۚ سَنَزِيدُ الْمُحْسِنِينَ

    აკი, ნაბრძანები იყო მათთვის: „დასახლდით ამ ქალაქში და აქაური ნაყოფი ჭამეთ, სადაც გენებოთ და რამდენიც გენებოთ. შედით კარიბჭეში სეჯდეთი და შეევედრეთ „შენდობა“. ჩვენ შეგინდობთ თქვენს შეცდომებს და ვუმრავლებთ კეთილისმქმნელებს.

    7:161
  2. فَبَدَّلَ الَّذِينَ ظَلَمُوا مِنْهُمْ قَوْلًا غَيْرَ الَّذِي قِيلَ لَهُمْ فَأَرْسَلْنَا عَلَيْهِمْ رِجْزًا مِنَ السَّمَاءِ بِمَا كَانُوا يَظْلِمُونَ

    ხოლო რომელნიც უსამართლოდ მოიქცნენ, შეცვალეს სხვა სიტყვით, რაც იყო ნათქვამი მათთვის. მაშინ ჩვენ მოვუვლინეთ მათ სასჯელი ზეციდან იმისათვის, რომ უსამართლონი იყვნენ ეგენი.

    7:162
  3. وَاسْأَلْهُمْ عَنِ الْقَرْيَةِ الَّتِي كَانَتْ حَاضِرَةَ الْبَحْرِ إِذْ يَعْدُونَ فِي السَّبْتِ إِذْ تَأْتِيهِمْ حِيتَانُهُمْ يَوْمَ سَبْتِهِمْ شُرَّعًا وَيَوْمَ لَا يَسْبِتُونَ ۙ لَا تَأْتِيهِمْ ۚ كَذَٰلِكَ نَبْلُوهُمْ بِمَا كَانُوا يَفْسُقُونَ

    და მათ ჰკითხე იმ ქალაქზე, რომელიც იყო ზღვის პირას, აკი ისინი გადადიოდნენ შაბათის ზღვარს. როცა მათთან შაბათობით თევზები მოაწყდებოდნენ ხოლმე, და დღესა, რომელიც არ იყო ნაკრძალი, თევზი არ მოდიოდა მათთან. ასე ვცდით მათ იმის გამო, რომ არასწორ გზაზე იდგნენ ეგენი.

    7:163
  4. وَإِذْ قَالَتْ أُمَّةٌ مِنْهُمْ لِمَ تَعِظُونَ قَوْمًا ۙ اللَّهُ مُهْلِكُهُمْ أَوْ مُعَذِّبُهُمْ عَذَابًا شَدِيدًا ۖ قَالُوا مَعْذِرَةً إِلَىٰ رَبِّكُمْ وَلَعَلَّهُمْ يَتَّقُونَ

    და აკი, იკითხეს ზოგიერთმა მათგანმა: „რისთვის შეაგონებთ ხალხს, რომელსაც ამოწყვეტს ალლაჰი ან დასჯის სასტიკად?!“ მიუგეს: „თავის გამართლებისთვის თქვენი ღმერთის წინაშე, და ეგების თავი დაიცვან ცოდვისგან.“

    7:164
  5. فَلَمَّا نَسُوا مَا ذُكِّرُوا بِهِ أَنْجَيْنَا الَّذِينَ يَنْهَوْنَ عَنِ السُّوءِ وَأَخَذْنَا الَّذِينَ ظَلَمُوا بِعَذَابٍ بَئِيسٍ بِمَا كَانُوا يَفْسُقُونَ

    ხოლო როცა მათ დაივიწყეს ის, რასაც ჩავაგონებდით, გადავარჩინეთ ჩვენ, რომელნიც აღუკვეთდნენ ცუდს. და ისინი, რომელთაც შესცოდეს, დავსაჯეთ სასტიკი სასჯელით იმისთვის, რომ არასწორ გზაზე იდგნენ.

    7:165
  6. فَلَمَّا عَتَوْا عَنْ مَا نُهُوا عَنْهُ قُلْنَا لَهُمْ كُونُوا قِرَدَةً خَاسِئِينَ

    ხოლო როცა დაარღვიეს ის, რაც ეკრძალებოდათ, ვუთხარით მათ: იყავით საზიზღარი მაიმუნები!

    7:166
  7. وَإِذْ تَأَذَّنَ رَبُّكَ لَيَبْعَثَنَّ عَلَيْهِمْ إِلَىٰ يَوْمِ الْقِيَامَةِ مَنْ يَسُومُهُمْ سُوءَ الْعَذَابِ ۗ إِنَّ رَبَّكَ لَسَرِيعُ الْعِقَابِ ۖ وَإِنَّهُ لَغَفُورٌ رَحِيمٌ

    და მაშინ განაცხადა ღმერთმა შენმა, რომ მათ წინააღმდეგ უთუოდ წარგზავნიდა აღდგომის დღემდე იმათ, ვინც მათ საშინელ ტანჯვას მიაყენებდა. უეჭველად, შენი ღმერთი სასჯელის სწრაფმიმგებია, და უეჭველად, შემნდობია, მწყალობელია იგი!

    7:167
  8. وَقَطَّعْنَاهُمْ فِي الْأَرْضِ أُمَمًا ۖ مِنْهُمُ الصَّالِحُونَ وَمِنْهُمْ دُونَ ذَٰلِكَ ۖ وَبَلَوْنَاهُمْ بِالْحَسَنَاتِ وَالسَّيِّئَاتِ لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ

    და დავანაწილეთ ისინი ქვეყანაზე ხალხებად. მათ შორის არიან მართალნი და არიან უსამართლონი. და ჩვენ გამოვცადეთ ეგენი სიკეთეებითა და სიავენით, ეგების უკუმოიქცნენ!

    7:168
  9. فَخَلَفَ مِنْ بَعْدِهِمْ خَلْفٌ وَرِثُوا الْكِتَابَ يَأْخُذُونَ عَرَضَ هَٰذَا الْأَدْنَىٰ وَيَقُولُونَ سَيُغْفَرُ لَنَا وَإِنْ يَأْتِهِمْ عَرَضٌ مِثْلُهُ يَأْخُذُوهُ ۚ أَلَمْ يُؤْخَذْ عَلَيْهِمْ مِيثَاقُ الْكِتَابِ أَنْ لَا يَقُولُوا عَلَى اللَّهِ إِلَّا الْحَقَّ وَدَرَسُوا مَا فِيهِ ۗ وَالدَّارُ الْآخِرَةُ خَيْرٌ لِلَّذِينَ يَتَّقُونَ ۗ أَفَلَا تَعْقِلُونَ

    მაგრამ მოვიდნენ მათ შემდგომ სხვა თაობები, რომელთაც მემკვიდრეობად მიიღეს წიგნი. ეგენი ირჩევდნენ წარმავალი ქვეყნის ქონებას და ამბობდნენ: „მოგვეტევება ჩვენ.“ და თუ მოევლინებოდა მათ წარმავალი ქვეყნის მსგავსი ქონება, ეგენი იმასაც აიღებდნენ. განა არ იყო აღებული მათგან წიგნის პირობა, რომ ჭეშმარიტების გარდა, არ იტყოდნენ ალლაჰზე არაფერს? და მათ შეისწავლეს, რაცაა მასში. ხოლო საიქიო სამყოფელი უფრო უკეთესია მათთვის, რომელნიც მოკრძალებულნი იქნებიან. და ნუთუ არ მოეგებით გონს?!

    7:169
  10. وَالَّذِينَ يُمَسِّكُونَ بِالْكِتَابِ وَأَقَامُوا الصَّلَاةَ إِنَّا لَا نُضِيعُ أَجْرَ الْمُصْلِحِينَ

    და რომელნიც ჩაიკრავენ წიგნს და აღავლენენ ლოცვას, უეჭველად, ჩვენ არ დავუკარგავთ საზღაურს კეთილისმქმნელებს.

    7:170
  11. وَإِذْ نَتَقْنَا الْجَبَلَ فَوْقَهُمْ كَأَنَّهُ ظُلَّةٌ وَظَنُّوا أَنَّهُ وَاقِعٌ بِهِمْ خُذُوا مَا آتَيْنَاكُمْ بِقُوَّةٍ وَاذْكُرُوا مَا فِيهِ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ

    და როცა აღვმართეთ მათ ზემოთ მთა, ვითარცა ჩრდილი და ეგონათ, ზემოდან დაემხობოდა მათ. აიღეთ მტკიცედ, რაც თქვენ გიბოძეთ და გაიხსენეთ რაც მასშია, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან!

    7:171
  12. وَإِذْ أَخَذَ رَبُّكَ مِنْ بَنِي آدَمَ مِنْ ظُهُورِهِمْ ذُرِّيَّتَهُمْ وَأَشْهَدَهُمْ عَلَىٰ أَنْفُسِهِمْ أَلَسْتُ بِرَبِّكُمْ ۖ قَالُوا بَلَىٰ ۛ شَهِدْنَا ۛ أَنْ تَقُولُوا يَوْمَ الْقِيَامَةِ إِنَّا كُنَّا عَنْ هَٰذَا غَافِلِينَ

    აკი, შენმა ღმერთმა ადამის შვილთა წელიდან მათივე შთამომავლობა გამოიყვანა, და საკუთარი თავის წინააღმდეგ ამოწმებინა: „განა არა ვარ თქვენი ღმერთი მე?“ უთხრეს: „დიახ, ვაღიარეთ ჩვენ.“ უეჭველად, ჩვენ არ ვუწყოდით ამას, რომ არ ეთქვათ აღდგომის დღეს.

    7:172
  13. أَوْ تَقُولُوا إِنَّمَا أَشْرَكَ آبَاؤُنَا مِنْ قَبْلُ وَكُنَّا ذُرِّيَّةً مِنْ بَعْدِهِمْ ۖ أَفَتُهْلِكُنَا بِمَا فَعَلَ الْمُبْطِلُونَ

    ან (რომ არ) გვეთქვა: თუმცა ჩვენამდე, ჩვენმა მამებმა თანაზიარი გაუჩინეს და ჩვენა ვართ მათ შემდგომი შთამომავლობა. ნუთუ იმისთვის დაგვღუპავ, რაც ჰქმნეს ცრუმორწმუნეებმა?

    7:173
  14. وَكَذَٰلِكَ نُفَصِّلُ الْآيَاتِ وَلَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ

    და ასე განვმარტავთ აიათებს, ეგების უკუმოიქცნენ.

    7:174
  15. وَاتْلُ عَلَيْهِمْ نَبَأَ الَّذِي آتَيْنَاهُ آيَاتِنَا فَانْسَلَخَ مِنْهَا فَأَتْبَعَهُ الشَّيْطَانُ فَكَانَ مِنَ الْغَاوِينَ

    და მათ წაუკითხე ამბავი იმის შესახებ, რომელსაც ვუბოძეთ ჩვენი აიათები, მერე გაემიჯნა იგი მას, და მიიყოლა ეშმაკმა, ამრიგად იქცა გაუგონართაგან.

    7:175
  16. وَلَوْ شِئْنَا لَرَفَعْنَاهُ بِهَا وَلَٰكِنَّهُ أَخْلَدَ إِلَى الْأَرْضِ وَاتَّبَعَ هَوَاهُ ۚ فَمَثَلُهُ كَمَثَلِ الْكَلْبِ إِنْ تَحْمِلْ عَلَيْهِ يَلْهَثْ أَوْ تَتْرُكْهُ يَلْهَثْ ۚ ذَٰلِكَ مَثَلُ الْقَوْمِ الَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا ۚ فَاقْصُصِ الْقَصَصَ لَعَلَّهُمْ يَتَفَكَّرُونَ

    და რომ გვენება, ჩვენ ამით ავამაღლებდით მას, მაგრამ იგი გატაცებული იყო დედამიწით და აჰყვა თავის ვნებებს. ხოლო მდგომარეობა მისი ძაღლის მდგომარეობას ჰგავს, რომელსაც თუ დაესხმები, ენას გამოყოფს და როცა გაეცლები, მაშინაც ენას გამოყოფს. ესაა მაგალითი ხალხისა, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები. დროა უკვე უამბო ეს ამბავი, ეგების დაფიქრდნენ ეგენი!

    7:176
  17. سَاءَ مَثَلًا الْقَوْمُ الَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا وَأَنْفُسَهُمْ كَانُوا يَظْلِمُونَ

    რაოდენ ცუდია მდგომარეობა ხალხის, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები და საკუთარ თავს ავნეს.

    7:177
  18. مَنْ يَهْدِ اللَّهُ فَهُوَ الْمُهْتَدِي ۖ وَمَنْ يُضْلِلْ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْخَاسِرُونَ

    ალლაჰი ვისაც დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, სწორედ, იგი ადგას ჭეშმარიტ გზას, და ვისაც ჭეშმარიტ გზას ააცდენს, სწორედ ეგენი არიან წაწყმედილები.

    7:178
  19. وَلَقَدْ ذَرَأْنَا لِجَهَنَّمَ كَثِيرًا مِنَ الْجِنِّ وَالْإِنْسِ ۖ لَهُمْ قُلُوبٌ لَا يَفْقَهُونَ بِهَا وَلَهُمْ أَعْيُنٌ لَا يُبْصِرُونَ بِهَا وَلَهُمْ آذَانٌ لَا يَسْمَعُونَ بِهَا ۚ أُولَٰئِكَ كَالْأَنْعَامِ بَلْ هُمْ أَضَلُّ ۚ أُولَٰئِكَ هُمُ الْغَافِلُونَ

    ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ ბევრი ჯინი და ადამიანი ჯოჯოხეთისთვის. მათ გული აქვთ, რომლითაც არ შეიმეცნებენ და მათ თვალები აქვთ, რომლითაც არ დაინახავენ და მათ ყურები აქვთ, რომლითაც არ შეისმენენ. ეგენი პირუტყვებივით არიან, ოღონდ უფრო გზააბნეულნი მათზე. ისინი უგულისყურონი არიან!

    7:179
  20. وَلِلَّهِ الْأَسْمَاءُ الْحُسْنَىٰ فَادْعُوهُ بِهَا ۖ وَذَرُوا الَّذِينَ يُلْحِدُونَ فِي أَسْمَائِهِ ۚ سَيُجْزَوْنَ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    ყველაზე საუკეთესო სახელები ალლაჰისაა. მაშ, შეევედრეთ მას ამით და განერიდეთ, რომელნიც მის სახელების შესახებ ჭეშმარიტებას ცვლიან. მალე მიეზღვებათ იმისათვის, რასაც სჩადიოდნენ!

    7:180

თარგმანი: რეზო მიქელაძე