სურა 7 ეღრაფი, აიათი 94 – 99
-
وَمَا أَرْسَلْنَا فِي قَرْيَةٍ مِنْ نَبِيٍّ إِلَّا أَخَذْنَا أَهْلَهَا بِالْبَأْسَاءِ وَالضَّرَّاءِ لَعَلَّهُمْ يَضَّرَّعُونَ
და ჩვენ არ წარგვიგზავნია არც ერთ ქალაქში შუამავალი, რომ მისი მკვიდრისთვის არ დაგვეტეხა უბედურება და გაჭირვება, ეგების შევედრებოდნენ ეგენი!
7:94 -
ثُمَّ بَدَّلْنَا مَكَانَ السَّيِّئَةِ الْحَسَنَةَ حَتَّىٰ عَفَوْا وَقَالُوا قَدْ مَسَّ آبَاءَنَا الضَّرَّاءُ وَالسَّرَّاءُ فَأَخَذْنَاهُمْ بَغْتَةً وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ
შემდეგ ცუდი კარგით ჩავუნაცვლეთ, ვიდრეღა გამრავლდნენ და თქვეს: ჩვენს მამებსაც სწვევიათ უბედურება და ბედნიერება. „ამრიგად, მოულოდნელად დავატეხეთ უბედურება და ვერ გრძნობდნენ ეგენი“!
7:95 -
وَلَوْ أَنَّ أَهْلَ الْقُرَىٰ آمَنُوا وَاتَّقَوْا لَفَتَحْنَا عَلَيْهِمْ بَرَكَاتٍ مِنَ السَّمَاءِ وَالْأَرْضِ وَلَٰكِنْ كَذَّبُوا فَأَخَذْنَاهُمْ بِمَا كَانُوا يَكْسِبُونَ
და რომ იმ ქვეყნის ხალხს ერწმუნათ და თავი აერიდებინათ, უეჭველად, გარდავფენდით მათდა ცისა და ქვეყნის ხვავ-ბარაქას. მაგრამ ცრუდ შერაცხეს, ამიტომაც შევიპყარით ისინი იმის გამო, რაც მოიხვეჭეს!
7:96 -
أَفَأَمِنَ أَهْلُ الْقُرَىٰ أَنْ يَأْتِيَهُمْ بَأْسُنَا بَيَاتًا وَهُمْ نَائِمُونَ
ნუთუ უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ქვეყნის მკვიდრნი, როცა ეწეოდათ მათ ჩვენი რისხვა მძინარეთ ღამით?
7:97 -
أَوَأَمِنَ أَهْلُ الْقُرَىٰ أَنْ يَأْتِيَهُمْ بَأْسُنَا ضُحًى وَهُمْ يَلْعَبُونَ
ან უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ქვეყნის მკვიდრნი, როცა ეწეოდათ მათ ჩვენი რისხვა გართობისას დღისით?
7:98 -
أَفَأَمِنُوا مَكْرَ اللَّهِ ۚ فَلَا يَأْمَنُ مَكْرَ اللَّهِ إِلَّا الْقَوْمُ الْخَاسِرُونَ
ნუთუ დაზღვეული ეგონათ თავი ალლაჰის მახისგან? ვერ იქნება დაზღვეული ალლაჰის მახისგან, გარდა წაწყმედილნი ხალხისა!
7:99
თარგმანი: რეზო მიქელაძე