სურა 7 ეღრაფი, აიათი 84 – 86
-
وَأَمْطَرْنَا عَلَيْهِمْ مَطَرًا ۖ فَانْظُرْ كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الْمُجْرِمِينَ
და ჩვენ გავაწვიმეთ მათზე წვიმა. მაშ, შეხედე, როგორი იყო ცოდვილთა აღსასრული!
7:84 -
وَإِلَىٰ مَدْيَنَ أَخَاهُمْ شُعَيْبًا ۗ قَالَ يَا قَوْمِ اعْبُدُوا اللَّهَ مَا لَكُمْ مِنْ إِلَٰهٍ غَيْرُهُ ۖ قَدْ جَاءَتْكُمْ بَيِّنَةٌ مِنْ رَبِّكُمْ ۖ فَأَوْفُوا الْكَيْلَ وَالْمِيزَانَ وَلَا تَبْخَسُوا النَّاسَ أَشْيَاءَهُمْ وَلَا تُفْسِدُوا فِي الْأَرْضِ بَعْدَ إِصْلَاحِهَا ۚ ذَٰلِكُمْ خَيْرٌ لَكُمْ إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ
და მედიენელებთან მათი ძმა შუღეიბი. უთხრა: ჰეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღმერთი მის გარდა. თქვენ მოგივიდათ უკვე ცხადი მტკიცება თქვენი ღმერთისგან. სრულად დაიცავით საზომი და სასწორი, არ წაართვათ ხალხს ის, რაც მათ ეკუთვნით, და არ გამოიწვიოთ არეულობა ქვეყნად, მისი კეთილმოწყობის შემდეგ. თუკი ხართ მორწმუნენი, ეს თქვენთვისვე უკეთესი!
7:85 -
وَلَا تَقْعُدُوا بِكُلِّ صِرَاطٍ تُوعِدُونَ وَتَصُدُّونَ عَنْ سَبِيلِ اللَّهِ مَنْ آمَنَ بِهِ وَتَبْغُونَهَا عِوَجًا ۚ وَاذْكُرُوا إِذْ كُنْتُمْ قَلِيلًا فَكَثَّرَكُمْ ۖ وَانْظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الْمُفْسِدِينَ
და ნუ ჩაუსაფრდებით ყველა გზის სათავეში, რომ დაექადნოთ და აღუკვეთოთ ალლაჰის გზა ვინც იწამა, და სიმრუდე გწადიათ მისი. და გაიხსენეთ, ცოტანი რომ იყავით და შემდეგ გაგამრავლათ. შეხედეთ, როგორი იყო უკეთურთა აღსასრული.
7:86
თარგმანი: რეზო მიქელაძე